სიბრძნე
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი.“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
„საკუთარი თავის შეცნობა ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია.“ | |
| — არისტოტელე |
„დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა თვისისა.“ | |
| — არჩილ მეფე |
ბ
[რედაქტირება]„უბრალო და მექანიკური ცხოვრება შრომით აჩლუნგებს ჩვენს გონებას და რაღაც უაზრო სიბრძნისკენ მიგვაქანებს; მეორე მხრით, აბსტრაქციების სიცარიელეში ან ზნეობრივი სამყაროს უფსკრულებში გატარებული ცხოვრება რაღაც გიჟურ სიბრძნეს იწვევს.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)
„სიბრძნე ყოველთვის ასაკთან ერთად არ მოდის, ზოგჯერ ასაკი მარტო მობოდიალდება ხოლმე.“ | |
| — არტურ ბლოხი |
ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)
გ
[რედაქტირება]„სიბრძნე მშვიდია, გულგრილი, დაჯერებული, შეგუებული, რაც ყველა მიზეზთა ცოდნისაგან მომდინარეობს, ყოვლის მცოდნეს კი არ შეუძლია აღშფოთდეს.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)
„სიბრძნე ─ წინაპირობაა სიყვარულის.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„არის კეთილი სიბრძნე, მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოა!. და კიდევ არის ავი სიბრძნე. ყველა ქვეყნის დამპყრობელნი ამას უფრო მისდევენ...“ | |
| — ლევან გოთუა |
დ
[რედაქტირება]„ადამიანური სიბრძნის უზენაესი ხარისხი ისაა, რომ უნარი ჰქონდეს შეეგუოს შექმნილ ვითარებას და ყოველგვარ ჭექა-ქუხილში სულის სიმშვიდე შეინარჩუნოს.“ | |
| — დანიელ დეფო |
ე
[რედაქტირება]„სიბრძნე ოქროზე ძვირად ფასობს, თუმცა სამართლიანობა და ღირსება ყველა სიბრძნეზე მნიშვნელოვანია.“ | |
| — ესქილე |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია.“ | |
| — ილია II |
ციტატის წყარო: სააღდგომო ეპისტოლე (1990 წ.)
კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„ცოდნა და სიბრძნე მაშინ მოდიან ჩვენთან, როდესაც ისინი აღარ გვჭირდება.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„სიბრძნე მიყვარს საპოვნელად...“ | |
| — სულხან-საბა ორბელიანი |
„საქმით გაუნათლებელი სიბრძნე სირცხვილის წინდია.“ | |
| — იოანე ოქროპირი |
პ
[რედაქტირება]„ცრუ სიბრძნე ბჟუტავს და ქრება გონების უკვდავი მზის წინაშე... გაუმარჯოს მზეს და გაქრეს წყვდიადი!“ | |
| — ალექსანდრე პუშკინი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„როდესაც ასევე ძლიერ მოგინდება სიბრძნე, როგორც ჰაერი გინდოდა წყლის ქვეშ, მაშინ მიიღებ მას.“ | |
| — სოკრატე |
ტ
[რედაქტირება]„სიბრძნე უსასრულოა: რაც უფრო შორს მივყვებით, მით უფრო გვესაჭიროება.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„სიბრძნე ის არის, რომ იცოდე შენი დანიშნულება და მისი აღსრულების საშუალება.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]„უზენაესი სიბრძნე სხვებთან ურთიერთობისგან თავშეკავებაა.“ | |
| — მიშელ უელბეკი |
ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]„დაეუფლო სიბრძნეს, არ არის საკმარისი ─ მთავარია, იცოდე მისი გამოყენება.“ | |
| — ციცერონი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„პატიოსნება სიბრძნის წიგნის პირველი თავია.“ | |
| — თომას ჯეფერსონი |
ჰ
[რედაქტირება]„სიბრძნე ─ არის უნარი, ხანდახან უთხრა ადამიანებს „არა“ და განერიდო ყოველივე უსარგებლოს; გაერკვე საკუთარ მრწამსებსა და ურთიერთობებში; დარწმუნდე, რომ შენი ყოველი მოქმედება და ცხოვრებისეული განწყობა მიმართულია შენი ბედნიერებისკენ.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„სიბრძნე იმაშია, რომ კაცმა ილაპარაკოს სულ ჭეშმარიტება, ბუნებას მიესადაგოს და მის შესაბამისად მოიქცეს.“ | |
| — ჰერაკლიტე |