შინაარსზე გადასვლა

სიზმარი

ვიკიციტატიდან
  •  

„სიზმრები იმ მიმართულების მაჩვენებელია, რომლითაც ადამიანი ცხოვრებაში მიდის; ისინი გვიჩვენებს, პრობლემის გადაჭრას ცდილობს ადამიანი თუ თავს არიდებს მას.“

  ალფრედ ადლერი

  ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)


  •  

„სიზმრიდან გამოფხიზლებისას ჩვენ როდი ვიღვიძებთ, არამედ წინა სიზმარს ვუბრუნდებით; სიზმარს, რომელიც სხვა სიზმრის ნაწილია და ასე უსასრულობამდე.“

  ხორხე ლუის ბორხესი

  ციტატის წყარო: “ლაბირინთები”

  •  

„ყოველი არსებული სიზმარია; ყოველი, რაც სიზმარი არ არის ─ არ არსებობს.“

  ხორხე ლუის ბორხესი


  •  

„ზოგჯერ საზარელი რამ სურათი წარმოუდგება სიზმრად ადამიანს, მაგრამ გარემოება და მთელი პროცესი ნანახისა იმდენად შესაძლებელია, ხოლო ამ სურათის ყველა წვრილმანი ურთიერთში ისე მხატვრულად შეთანხმებული, რომ ცხადლივ მათ გამოგონებას ვერასგზით ვერ მოახერხებდა სიზმრის მნახველი.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„გაგეღიმება ამ შენი სიზმრის უაზრობაზე და ამასთან, გრძნობ კი, უაზრობათა ეს ხლართი რაღაც აზრს შეიცავს, რაღაც მართალ აზრს, რაღაც შენს ნამდვილ ცხოვრებასთან დაკავშირებულს, იმას, რაც გულში მუდამ გედო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„სიზმარი პატარა და კარგად დამალული კარია, რომელსაც პირვანდელ კოსმიურ ღამეში მივყავართ ─ ღამეში, სადაც სული ცნობიერების გაჩენამდე იმყოფებოდა.“

  კარლ იუნგი
  •  

„სამყაროსკენ მიპყრობილი მზერა სიზმარია, საკუთარი თავისკენ მიპყრობილი ─ გამოღვიძება.“

  კარლ იუნგი


  •  

„ისინი, ვინც სიზმრებს ცხადად დღისით ხედავენ, ყოველთვის უფრო წინ მიიწევენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ღამით, დაძინებისას ხედავენ მას.“

  ედგარ ალან პო
  •  

„თუკი გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია სიზმრები მოუყვე, არ გაქვს უფლება, თავი მარტოსულად ჩათვალო.“

  ფაინა რანევსკაია
  •  

„სიზმარში ყველაფერი არასწორი, უაზრო და საწინააღმდეგოა, გარდა გრძნობისა, სიზმარს რომ ხელმძღვანელობს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„სიზმრები არასოდეს ეხება წვრილმანებს ─ გარეგნულად უწყინარ სიზმრებს ყოველთვის აქვთ დაფარული მნიშვნელობა.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: „რატომ?“, მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: „რატომაც არა?!“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„არაფერი ეშლებათ სიზმრებს, როცა საქმე მონატრებას ეხება.“

  ალექსანდრე შურღაია
  •  

„ახალი ამბები სავსეა უარყოფითი ინფორმაციით, და თუ კითხულობ ან უყურებ მათ ძილის წინ, მთელი ეს ნეგატივი გადადის შენი სიზმრების სამყაროში.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”