შინაარსზე გადასვლა

სითბო

ვიკიციტატიდან
  •  

„მარტოსულობის ჟამს ვინც კი ოდნავ სითბოს გამოიჩენს შენ მიმართ, ყველას ეჩვევი, იმდენად ეჩვევი რომ შენს გარკვეულ ნაწილს მასთან ტოვებ.“

  — გოგა აბაშიძე
  •  

„თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ერთი წვეთი სითბო და ყურადღება რომ მოდის, ცარიელი გული ყოველთვის სიყვარულით ივსება.“

  — შონ აბრამი
  •  

„მხოლოდ სითბოს რაოდენობა განსაზღვრავს ადამიანთან ურთიერთობის ხანგრძლივობას.“

  — ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„რაიმეზე მთელი გულით ზრუნვის სრული უარყოფა, ეს უგულობაა ─ ამის გამო ადამიანები ერთჯერადი მოხმარების ნივთები ხდებიან.“

  — ლორა ვუდი

|- |   | ციტატის წყარო: “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.)

  •  

„ინტელექტსა და განათლებას ადამიანური სითბოს გარეშე გახვრეტილი გროშის ფასი აქვს.“

  — დენიელ კიზი
  •  

სიცივითა ხარ, გულო, მოკლული
და სითბო გიხსნის სულ უმნიშვნელო...

  — შოთა ნიშნიანიძე

|- |   | ციტატის წყარო: “გული ხელისგულზე”

  •  

„რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„რასაც კი სხეული ეხება, ─ ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი ─ როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ადამიანებს გაცილებით მეტი სითბო აქვთ ერთმანეთისთვის შენახული, ვიდრე მათ ამის შესახებ იციან.“

  — ყარამან კიკვიძე
  •  

„გაუზიარეთ სამყაროს სითბო.“

  — დათო ტურაშვილი
  •  

„როდესაც ადამიანი სულ პატარა ნაპერწკალს მოგიძღვნის სიყვარულისას, შენ იმ ნაპერწკალს სული უნდა შეუბერო, ცეცხლად დაანთო და უკან დაუბრუნო...“

  — ოთარ ჭილაძე
  •  

მაგრამ ღმერთის სითბო
სხვაგვარად ლამაზია
ჩრდილისა და სინათლის
საზღვარზე...

  — ვაჟა ხორნეული

"გამოხატეთ ადამიანებო სიყვარული, თორემ დაგრჩებათ ოხრად..."

  •  

„ვიცი, რომ დიდხანს არ შეგცივდება, შენთვის იმდენი სითბო გავეცი...“

  — [[]]
  •  

„ყველაზე ძვირადღებული წამალი ადამიანური სითბოა!..“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=სითბო&oldid=57145“-დან