შინაარსზე გადასვლა

სიკეთე

ვიკიციტატიდან
  •  

„საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო.“

  ნეტარი ავგუსტინე
  •  

„არაფერი პატივისცემა და კეთილი საქმე არაა, გაჭირვებულს შენი ლუკმა რომ გაუტეხო ─ კაცის მოვალეობაა ეგ!“

  ჭაბუა ამირეჯიბი

  ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)

  •  

„ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.“

  ჭაბუა ამირეჯიბი
  •  

„სამყაროსთვის სიკეთის მოტანა ერთადერთი საშუალებაა, რათა ბედნიერი გახდე.“

  ჰანს კრისტიან ანდერსენი


  •  

„სიკეთე, რომელიც მოითხოვს სიკეთითვე მიპასუხეო, აღარ არის სიკეთე ─ ეს ვაჭრობაა.“

  აკაკი ბაქრაძე
  •  

„იქნებ, ამას ჰქვია სიყვარული: სიკეთე მიზეზის გარეშე?“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ამქვეყნად სიკეთის ფასი არაფერია, მაგრამ თუ კაცი კაცს სიკეთეს გაუწევს და თვითონვე მოითხოვს საფასურს, მაშინ მისი სიკეთე ერთი მუჭა ბზის ფასი ხდებაო!“

  ნინო ბეზარაშვილი

  ციტატის წყარო: “ერთი მუჭა ბზე”

  •  

„ძალად კეთილი გაგხადონ ─ არ იქნება ეს ადვილი ასატანი საქმე. ადვილი კი არა, გაუსაძლისი იქნება, ალბათ...“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1961 წ.)

  •  

„აიძულეთ ადამიანს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კეთილი და თქვენ მის სულს მოკლავთ, თუნდაც ეს სოციალურ სტაბილურობაზე ზრუნვის მიზეზით ხდებოდეს.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხლის” ჯემი (1972 წ.)

  •  

„სიკეთე ყოველთვის ბოროტების საპირისპირო არ არის [...] სიკეთეა მუსიკის შესანიშნავი ნაწყვეტის მოსმენა, გემრიელი ვაშლის გასინჯვა, სექსუალური აქტი.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)

  •  

„ინდივიდის მოვალეობაა სიკეთე ნაკლებად სტატიკური და ბოროტებაზე უფრო დინამიკური გახადოს. მაგრამ რას ძალუძს სიკეთის გააქტიურება? სიყვარულს.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)

  •  

„არსებობს ისეთი ძლიერი ცდუნებებიც, რომლებიც დამოუკიდებლად გარდაიქმნებიან სიკეთეში.“

  შარლ ბოდლერი
  •  

„ზოგჯერ სიკეთეს შუა ჯოჯოხეთში აღმოაჩენ ხოლმე.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)


  •  

„მხოლოდ უანგარობაა გამაკეთილშობილებელი.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„ყველა კულტურული და განათლებული კაცი კეთილი არ არის. ზოგჯერ კულტურას სიკეთის წინააღმდეგაც იყენებენ.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„მე ქედს ვიხრი განათლებული ხალხის წინაშე, მაგრამ კეთილი ადამიანის წინაშე მუხლებზე ვდგები.“

  გოეთე
  •  

[...] კარგი, ვინა ხარ, მაშ, შენ, ნეტავი?
- მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის.

  გოეთე

  ციტატის წყარო: “ფაუსტი” (1810 წ.)


  •  

„ყველა სიკეთეში დევს ბოროტება და სიკეთე.“

  ჯონი დეპი
  •  

„არსებობს იმდენად შეუფასებელი სიკეთეც, რომლის გადახდაც მხოლოდ უმადურობით შეიძლება.“

  ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„ჩვენ ყველანი სასაცილომდე კეთილები ვართ.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “თეთრი ღამეები” (1848 წ.)

  •  

„ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„ყოველი ადამიანი დამნაშავეა იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.“

  ვოლტერი
  •  

„ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე ─ სიკეთე ვქნაო, დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ კეთილი იყოს.“

  რაბინდრანათ თაგორი
  •  

„კეთილისა ძალით შეიქმნა ყოველი.“

  პეტრე იბერი
  •  

„კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით.“

  ილია II
  •  

„მთავარია, ადამიანებს რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სამყაროს საოცრება ─ სიკეთის შუქი თვალებში.“

  რევაზ ინანიშვილი
  •  

„როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები ─ გივიწყებენ, თავხედები კი ─ უფრო თავხედდებიან.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სიკეთე ის კი არ არის, შენ რომ სხვას გაუკეთებ ─ აი, შენ რომ დაიმახსოვრებ სხვამ რა სიკეთე გაგიკეთა, აი, ეს არის სიკეთე.“

  კახი კავსაძე
  •  

„თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდა უნებურად ხოტბას ვასხამთ ბოროტებას.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„დიდებულებს თუ ხშირად აქვთ საშუალება, სიკეთე მოგვიტანონ, იშვიათად აღეძვრებათ ეს სურვილი.“

  იმანუელ კანტი
  •  

„სიკეთე რაღაც მხრივ არ არის სალხინებელი.“

  ფრანც კაფკა
  •  

„შეეცადეთ ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.“

  კონფუცი
  •  

„შეგიძლიათ მთელი ცხოვრება წყევლოთ სიბნელე, ან აანთოთ პატარა სანთელი.“

  კონფუცი


  •  

„სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას, სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს, ხოლო სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს.“

  ლაო ძი
  •  

„ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო


  •  

„სიკეთე გაუბედავად აკაკუნებს, ბოროტება კი არ კითხულობს, ისე აწვება კარებს!“

  იაკობ მანსვეტაშვილი
  •  

„როდესაც ბავშვები კეთილ ზღაპრებს მოისმენენ, ისინიც მოსიყვარულე, კეთილი, გულთბილი ადამიანები იქნებიან.“

  პაატა მოისწრაფიშვილი

  ციტატის წყარო: “სიკეთე”

  •  

„სიკეთეა უმიზეზო, თორემ სხვა ყველაფრისთვის იპოვი მიზეზს.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ადამიანს, რომელსაც სიკეთეს უკეთებ, მადლიერების გრძნობა უნდა გაუჩნდეს შენ მიმართ და არა ─ ვალდებულების.“

  ზურაბ მხეიძე
  •  

„კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს.“

  სულხან-საბა ორბელიანი
  •  

„სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიცა უფროსად შეუწირავს.“

  სულხან-საბა ორბელიანი

  ციტატის წყარო: „ორმოში ჩაგდებული მეფე“

  •  

„მას, ვინც ქველმოქმედების სიკეთეებით სარგებლობს, ყოველთვის სძულს თავისი კეთილისმყოფელი.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)


  •  

„სიკეთე ადამიანს ძალას მატებს, თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„იყო კეთილი ყველასთან, ვისაც ხვდები, რთულ ბრძოლაში ყოფნას ჰგავს.“

  სოკრატე
  •  

„სიკეთე სიკეთეს აჩენს.“

  სოფოკლე
  •  

„ამქვეყნად ყველაზე უფრო ძლიერი სიკეთის ძალაა [...] ოღონდ, კეთილისა და ბოროტის გარჩევა უნდა შეგეძლოს.“

  არჩილ სულაკაური

  ციტატის წყარო: “სალამურას თავგადასავალი” (1967 წ.)

  •  

„სიკეთე მაშინ არის სიკეთე, როდესაც მისი გაკეთება შენ უფრო გაბედნიერებს, ვიდრე მას, ვისთვისაც ამას აკეთებ.“

  სულა სულაშვილი

  ციტატის წყარო: “მზე, რომელიც ღამე ამოდის”


  •  

„ყველას სიკეთე დაანახე ─ გამომეტყველებით, თვალებით ან ღიმილით...“

  დედა ტერეზა
  •  

„სიკეთე ─ ეს არის ის, რასაც დაინახავს ბრმა და გაიგონებს მუნჯი.“

  მარკ ტვენი
  •  

„კეთილ ხალხთან ურთიერთობას ბედნიერება მოაქვს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„სიკეთე სულისთვის იგივეა, რაც ჯანმრთელობა ─ სხეულისთვის.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„არ არსებობს ამ ქვეყანაზე იმაზე მშვენიერი გრძნობა, ვიდრე შეგრძნება, რომ შენ გაუკეთე ადამიანებს ერთი წვეთი სიკეთე მაინც.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„კეთილ ადამიანებს აქვთ უნარი დაინახონ და იწამონ სიმართლის შესაძლებლობა, იმავე დროს ისინი მეტად ცხადად ხედავენ ცხოვრების ბოროტებასა და სიცრუეს, რაც შეუძლებელს ხდის მიიღონ სერიოზული მონაწილეობა ამ ცხოვრებაში.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ააშენე კეთილი საქმეების ციხესიმაგრე და იმაზე მყარი არაფერი იქნება.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)


  •  

„შეუძლებელია ადამიანები კეთილებად აქციო საპარლამენტო დეკრეტით.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება ─ კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის, ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია...“

  მამა გაბრიელი


  •  

„სიკეთის გაცემით ჯერ არავინ გაღარიბებულა.“

  ანა ფრანკი
  •  

„მამაკაცი, რომელსაც კეთილშობილური საქციელის ჩადენა შეუძლია, ქალების მხრიდან სიყვარულისთვის განწირულია.“

  კოკო შანელი
  •  

„ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველადვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “დამაკვირდი”

  •  

სიკეთის ფასი არ ითქმის,
სულ მისხლით იწონებაო,
ჰქმენ და საზღაურს ნუ ელი,
წადი, წინ დაგიხვდებაო!..

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ყველაფერი, რაც სხვის საკეთილდღეოდ კეთდება, სიკეთის გამოვლინებაა.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, ... ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„გაუმართლებელი, გადამეტებული სიკეთე ბოროტებას აღვივებს მხოლოდ.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.“

  ოთარ ჭილაძე


  •  

შპალერის ყვავილს
ლურსმანი მოარიდა
და უკვე იცი,
არავის გაწირავს.

  ვაჟა ხორნაული
  •  

„სიკეთე სილამაზეზე მაღლა დგას.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„45 წლიანი კვლევა-ძიების შემდეგ, საუკეთესო რჩევა, რაც მე შემიძლია ადამიანებს მივცე, ისაა, რომ ოდნავ უფრო კეთილად მოექცნენ ერთმანეთს.“

  ოლდოს ჰაქსლი
  •  

„სიკეთის ყოველი პრინციპი საკუთარ თავში ატარებს ეკვივალენტურ საფრთხეს.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„არ უნდა გაუკეთო ადამიანს ათასი სიკეთე, როცა თვლა ათამდე იცის!..“

  ენტონი ჰოპკინზი

მიმოფანტე სიკეთე და როცა თავად დაგჭირდება შველა, წინ კონად შეკრული დაგხვდება!

  •  

„დაე, შენი სიკეთე თოვასავით იყოს, რომელიც არ არჩევს არავის და ყველას ათოვს.“

  — [[]]
  •  

„ვისაც სჯერა, რომ კეთილი ადამიანი ვარ ─ დიდი მადლობა; ვინც მიცნობს, გთხოვთ ─ არაფერი უთხრათ სხვებს.“

  — [[]]
  •  

„სიკეთე ყოველთვის დაგიბრუნდებათ.“

  — [[]]
  •  

„სიკეთე, მზისგან განსხვავებით, დღედაღამ ანათებს!“

  აღმოსავლური
  •  

„თუ სიკეთეს თესავ და არ ამოდის, დასათესად სხვა ადგილი შეარჩიე.“

  — [[]]
  •  

„სიკეთე არ დაიმალება.“

  ძველი რომაული გამოთქმა

ყოველთვის მინდოდა, რომ ყველასთვის სიკეთით მეპასუხა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველას ისე მოვექცე, როგორც დაიმსახურებენ! სიკეთე ძაღლსაც არ დაავიწყდება.