შინაარსზე გადასვლა

სილამაზე

ვიკიციტატიდან
  •  

„მშვენიერება არის ყველა ნაწილის ისეთი ჰარმონიული შეხამება, რომ მასში ვერაფერს შეცვლი, დაამატებ ან გამოაკლებ ისე, რომ ყველაფერი არ გააუარესო.“

  ლეონ ბატისტა ალბერტი
  •  

„ეროსისათვის ლამაზია, რაც მართალია.“

  ანაკრეონტი
  •  

„არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.“

  ჭაბუა ამირეჯიბი

  ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)


  •  

„არაფერია იმაზე რთული, იყო ლამაზი დილის შვიდი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე.“

  ბრიჟიტ ბადრო
  •  

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების...

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “რად ჰყვედრი კაცსა”

  •  

„სილამაზე, ალბათ, მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ უბედურებას მოახლოების საშუალება არ მისცეს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “უნა & სელინჯერი” (2014 წ.)

  •  

„ესთეტიკაზე ზედმეტი ფიქრი დამღუპველია.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„სილამაზე ძვირფას ქვასა ჰგავს: რაც უფრო სადაა, მით უფრო ძვირფასია.“

  ფრენსის ბეკონი
  •  

„სილამაზე ქალს ორ შემთხვევაში უქმნის პრობლემას: როცა ის არ გაგაჩნია და როცა არაფერი გაგაჩნია მის გარდა.“

  მონიკა ბელუჩი
  •  

„ხალხი ყველაფერს გაპატიებს ─ გაპატიებს განათლებას, ნიჭს, წარმატებას, მაგრამ ვერასოდეს გაპატიებს სილამაზეს.“

  მონიკა ბელუჩი
  •  

„ვერ წარმომიდგენია სილამაზე, რომელიც უბედურებასთან არაა კავშირში.“

  შარლ ბოდლერი
  •  

„ლამაზი ქალები ორჯერ კვდებიან.“

  პიერ ბუასტი
  •  

„სილამაზე არაფერს ნიშნავს... შენ ვერც კი აცნობიერებ რა ბედნიერი ხარ, თუ არ ხარ ლამაზი, რადგანაც თუ ადამიანებს უყვარხარ ─ მიზეზი სხვა რამეშია.“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

„სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა ─ მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “მთვარის მოტაცება” (1933-1934 წწ.)

  •  

შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.

  ვალერიან გაფრინდაშვილი

  ციტატის წყარო: “სანტიმენტალური ტრიოლეტი”

  •  

„გაცილებით უფრო სასიამოვნოა, როცა შენი სილამაზე ვიღაც გარკვეულ პიროვნებას ეკუთვნის, იმის აღტაცებას იწვევს, აღელვებს იმას, ვისაც გინდა აღელვებდეს.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„თვით წყარო პოეზიის არის სილამაზე.“

  ნიკოლოზ გოგოლი


  •  

„ამქვეყნად რომ ყველაფერი მშვენიერი ყოფილიყო, მაშინ მშვენიერი არაფერი იქნებოდა.“

  დენი დიდრო
  •  

„არ არსებობს ცნება „უშნო ქალი“ ─ არსებობენ მხოლოდ ქალები, ვინც არ იციან, როგორ გამოიყურებოდნენ მიმზიდველად.“

  კრისტიან დიორი
  •  

„ქალებისთვის ჭკუაზე მნიშვნელოვანი სილამაზეა, რადგან კაცებისთვის ყურება ბევრად ადვილია, ვიდრე ფიქრი.“

  მარლენ დიტრიხი
  •  

„კაცობრიობა სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„ყველაზე დიდი სილამაზე ─ ამაღლებული უბრალოებაა.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„სილამაზე ─ ესაა დედოფალი, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს.“

  ევრიპიდე
  •  

„პეპლის მშვენიერებით ვტკბებით და არასდროს ვფიქრობთ რამდენად რთული ცვლილებები განიცადა ამ მშვენიერების მისაღწევად.“

  მაია ენჯელოუ


  •  

„ყვავილთა ფურცლების წყვეტით ვერ მოიხვეჭ მათ სილამაზეს.“

  რაბინდრანათ თაგორი
  •  

„მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„მშვენიერი, როგორც არ უნდა გშურდეს მისი ─ მშვენიერია...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„მშვენიერების შექმნა ─ ეს არის მარადიული, უსასრულო სიხარული.“

  ჯონ კიტსი
  •  

„სილამაზე არის ყველგან, მაგრამ ყველას არ უნდა მისი დანახვა.“

  კონფუცი


  •  

„ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო... სისულელეა! ─ სილამაზე მოითხოვს ფულს!“

  კარლ ლაგერფელდი
  •  

„არაფერი არ ალამაზებს ქალს ისე, როგორც რწმენა იმისა, რომ ის ლამაზია.“

  სოფი ლორენი


  •  

„ფიზიკური სილამაზე მშვენიერია, მაგრამ ─ ეფემერული; თავდაჯერებულობა, რომელიც თან ახლავს თქვენი მიზნების მიღწევას, ყველაზე ლამაზი რამაა მსოფლიოში!“

  მადონა
  •  

„ლამაზ ქალს უფლება აქვს, თავის თავს ყველაფრის ნება დართოს, რადგან მის სილამაზეს მაინც ყველაფერს აპატიებენ.“

  მოლიერი
  •  

„ადვილია ცხოვრება ლამაზი სხეულით, ალბათ იმიტომ, რომ სილამაზეში სილამაზის დანახვას ძალისხმევა არ სჭირდება.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„სხეული არ შეიძლება ლამაზად ჩაითვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამოგონილ იდეალს შეესაბამება.“

  ემილი ნაგოსკი

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)


  •  

„გარეგნულმა სილამაზემ მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“

  იოანე ოქროპირი
  •  

„კაცს ყოველთვის ის უნდა, რაც არა აქვს. რასაც ისედაც ფლობს, იმას არ ინატრებს, რადგან ის უკვე აქვს. სილამაზეს ლამაზი არ ნატრობს, რადგან ის უკვე ფლობს მას.“

  სოკრატე

  ციტატის წყარო: პლატონის “ნადიმი” ()

  •  

„ნებისმიერი სახის სილამაზე, თუკი ის უზადოა, უცილობლად მიიყვანს მგრძნობიარე სულის ადამიანს ცრემლებამდე.“

  ედგარ ალან პო
  •  

„არის ასაკი, როდესაც ქალი ლამაზი უნდა იყოს, რათა იგი უყვარდეთ; შემდეგ კი დგება დრო, როდესაც ქალი უნდა უყვარდეთ ─ რათა იგი ლამაზი იყოს.“

  ფრანსუაზ საგანი
  •  

„მშვენიერება არ არის იქ, სადაც არც სიკეთეა და არც სარგებელი.“

  სოკრატე
  •  

„სილამაზე ─ ესაა დედოფალი, რომელიც ცოტა ხნით ბატონობს.“

  სოფოკლე
  •  

„ნამდვილად ლამაზი ქალი ყოველთვის კეთილია სხვა ქალებისა და, ზოგადად, ადამიანების მიმართ ─ ის მეტოქეობას, ინტრიგას და ბოროტებას არ ცნობს.“

  შერონ სტოუნი
  •  

„სილამაზე არ იწვევს სიყვარულს ─ სიყვარული გვაიძულებს, დავინახოთ სილამაზე.“

  ლევ ტოლსტოი ან დოსტოევსკი
  •  

„სილამაზემ შეჩვევა იცის და თუ სილამაზეს შეეჩვიე, მერე ფერების გარჩევა, უბრალოდ, ჭირს.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)


  •  

„ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„ცხოვრებისა და ბედნიერების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ძიებაშია.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეს ჰპოვებენ, ბილწი სულის ადამიანები არიან ─ მათ არც მომხიბვლელობა გააჩნიათ.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„საერთოდ, ქალები სილამაზეს ვერ აფასებენ, მით უფრო სათნო და კეთილი საქმით დაინტერესებული ქალები.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„ხანდახან რაიმე ლამაზად გვეჩვენება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი განსხვავდება გარემომცველი საგნებისაგან.“

  ენდი უორჰოლი


  •  

„ლამაზ ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„სილამაზეზე ზრუნვა გულიდან და სულიდან უნდა დაიწყოს; სხვა შემთხვევაში კოსმეტიკა ვერაფერს გიშველით.“

  კოკო შანელი
  •  

„ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია.“

  კოკო შანელი
  •  

„სილამაზემ შეიძლება მოგხიბლოს, თუმცა მხოლოდ სულის შეყვარებაა შესაძლებელი.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ერთი ლამაზი გული სჯობს ათას ლამაზ სახეს.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს.“

  ფრიდრიხ შილერი
  •  

„ყველაზე ლამაზი თვალები იმას აქვს, ვინც სიყვარულით გიყურებს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ─ ყავისფერია, ცისფერი თუ მწვანე.“

  ჩარლზ ჩაპლინი
  •  

„ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს: სახეც, სამოსიც, სულიც და აზრებიც.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი ქუთაისში?
ის, რომელიც მე შემიყვარდება.

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ

  •  

საიქიოში ყველა ლამაზია,
რადგან იქ
აღარავინ ატარებს ნიღაბს.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„სილამაზის და უბრალოების მორიგება მეტად ძნელია, მაგრამ მშვენიერებაც სწორედ ამ ორი თილისმის შედუღებაშია.“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„იმისათვის, რომ ლამაზი ტუჩები გქონდეთ ─ ისაუბრეთ მხოლოდ კარგი; იმისათვის, რომ თვალები გაილამაზოთ ─ დაინახეთ მხოლოდ სიკეთე სხვებში; იმისათვის, რომ მოხდენილი ფიგურა გქონდეთ ─ იარეთ იმ რწმენით, რომ არასოდეს ხართ მარტო.“

  ოდრი ჰეპბერნი
  •  

„ქალის სილამაზე ჩანს მის თვალებში, რადგან ეს არის მისი გულის გასაღები ─ ადგილი, სადაც სიყვარული იბადება.“

  ოდრი ჰეპბერნი
  •  

„თუ თავს მახინჯად გრძნობთ და სარკეს ემალებით, დროთა განმავლობაში მართლაც კარგავთ ბუნებრივ სილამაზეს.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„სინამდვილეში ჩვენ გაცილებით უფრო ლამაზები ვართ, ვიდრე გვგონია.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„ვერანაირი გარეგნული სილამაზე ვერ იქნება სრულყოფილი, თუ ის არაა გაცოცხლებული შინაგანი სილამაზით.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„ლამაზი ქალი შეუძლებელია, იყოს სულელი, რადგან ჭკვიანი ქალი არასოდეს მისცემს თავს უფლებას, იყოს უშნო.“

  — [[]]
  •  

„ზოგის სილამაზე პირის გაღებისთანავე მთავრდება.“

  — [[]]