შინაარსზე გადასვლა

სიმამაცე

ვიკიციტატიდან
  •  

„გამბედაობის გარეშე ამქვეყნად ვერაფრის გაკეთებას შეძლებ ─ ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა.“

  — არისტოტელე
  •  

„მხოლოდ მას მივიჩნევ გაბედულად, ვინც სურვილებს სძლევს და არა საკუთარ მტრებს.“

  — არისტოტელე
  •  

„ზოგჯერ სიმამაცე შიშისაგან წარმოიშვება.“

  — ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„მხოლოდ უმანკოებას აქვს სიმამაცე. გამობრძმედილი სათნოება კი ისევე ანგარიშიანია, როგორც ბიწიერება.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„თვით ყველაზე უფრო ზრდილ ქალიშვილებსაც კი მამაკაცებივით შეუძლიათ სითამამის გამოჩენა, ოღონდ ისინი ამას სხვაგვარად გამოხატავენ.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„სიმამაცის სრული არქონა მაიძულებს პოლიციასა და კანონს დავემორჩილო. სწორედ ამ სიმამაცის არქონით განვსხვავდები ცხოველებისგან.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„სიცოცხლის გემო გინდა გაიგო? ─ ჰოდა, გაბედე რა!“

  — ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„კარგი გამბედაობა არ აკლია ახალ თაობას, მაგრამ ზოგს ცუდი გამბედაობაც დასჩემდა.“

  — ლევან გოთუა
  •  

„სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს.“

  — დემოკრიტე
  •  

„ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„სიმამაცე ადვილია, როცა დაცულ დისტანციაზე იმყოფები.“

  — ეზოპე
  •  

„ჩვენს გზას რომ არ გადავუხვიოთ, არანაკლები გამბედაობაა საჭირო, ვიდრე ეს კარგ ჯარისკაცს სჭირდება.“

  — რალფ ემერსონი
  •  

„ყოველთვის თქვით სათქმელი ბოლომდე, თორემ თქვენი გაუბედაობის გამო ერთ დღესაც თავზე დაგასხდებიან.“

  — ვოლტერი
  •  

„სიმამაცესაც აქვს ზოგჯერ თავისი ნაკლოვანი მხარეები, მაგრამ ადამიანები ქედს იხრიან მის წინაშე.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.“

  — იმანუელ კანტი
  •  

„ნამდვილი მტრის წინ შენში უსაზღვრო გამბედაობა იბადება.“

  — ფრანც კაფკა
  •  

„ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი, შეგიძლია ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად; ქვეყანაში, სადაც არაა წესრიგი, იყავი გაბედული მოქმედებებში, მაგრამ არა ლაპარაკში.“

  — კონფუცი
  •  

„ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკეთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.“

  — ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ნამდვილი სიმამაცე ის არის, როცა წინასწარ იცი, რომ წააგე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აგრძელებ საქმეს და ბოლომდე გადიხარ. შეიძლება, იშვიათად მოიგო, მაგრამ საკუთარ თავთან გაიმარჯვებ.“

  — ჰარპერ ლი
  •  

„მხდალსაც კი გაამამაცებს სიტყვა „სამშობლო“.

  — ლუკიანე
  •  

„შენ ვერ იქნები მამაცი, თუ შენს ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ამბები ხდება.“

  — მერი ტაილერ მური
  •  

„რაც მეტს გაბედავ, უფრო უშიშარი გახდები; თავიდან კი არც ისე დიდი განსხვავებაა მხდალსა და მამაცს შორის.“

  — ოშო
  •  

„სიმამაცე ─ ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.“

  — პლატონი
  •  

„ზოგიერთები მამაცებად იმიტომ გამოიყურებიან, რომ გაქცევის ეშინიათ.“

  — მიხეილ ჟვანეცკი
  •  

„გამბედაობა ყოველთვის არ ნიშნავს ღრიალს; ზოგჯერ გამბედაობა არის დღის ბოლოს ჩურჩულით ნათქვამი: „ხვალ ისევ თავიდან ვცდი.“

  — მერი ენ რედმაჰერი
  •  

წესი არის მამაცისა, მოჭირვება, ჭირთა თმენა...

  — შოთა რუსთაველი

|- |   | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?

  — შოთა რუსთაველი

|- |   | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„მხოლოდ დროული სიმამაცეა ქების ღირსი.“

  — სენეკა
  •  

„სიმამაცე ბოლომდე შეგნებული პასუხისმგებლობაა.“

  — სოლონი
  •  

„მამაცია ის, ვისაც იმის ეშინია, რისიც უნდა ეშინოდეს და არა იმის, რისიც არ უნდა ეშინოდეს.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ადამიანი ბევრად უფრო მამაცი და თავდაჯერებული ხდება, როცა დარწმუნებულია, რომ უყვართ.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

სამშობლოსათვის მამაცი
არის მადლი და დიდება.
მალე დაჰღუპავს ქვეყანას
ლაჩართა გადაკიდება.

  — ვაჟა-ფშაველა

|- |   | ციტატის წყარო: “სისხლის ძიება” თავი XV

  •  

„სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.“

  — უილიამ შექსპირი
  •  

„ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.“

  — უილიამ შექსპირი
  •  

„წარმატება არ არის საბოლოო; მარცხი არ არის ფატალური ─ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სიმამაცეს, რომ გააგრძელო.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„სიმამაცე გაძლევს საშუალებას, წამოდგე და ილაპარაკო, ─ ასევე სიმამაცეა, როდესაც უბრალოდ ზიხარ და უსმენ.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„სულით მამაც ადამიანს განვლილი საფრთხე ჭკუას ვერ ასწავლის, მხოლოდ შეაგულიანებს.“

  — შტეფან ცვაიგი
  •  

„ადვილი არ არის გაარჩიო განუსჯელი სიმამაცე ნამდვილისაგან, რადგან გმირობა მუდამ შეიცავს სისულელეს.“

  — შტეფან ცვაიგი
  •  

„განათლებული ხალხთა ჭეშმარიტი სიმამაცე მდგომარეობს თავგანწირვისათვის მზად ყოფნაში სამშობლოს გულისათვის.“

  — გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„განზრახვებში გარკვევისას და გაბედული ქმედებების განხორციელებისას ჩვენ შევდივართ პირდაპირ კონტაქტში სამყაროს ენერგიასთან და ვთხოვთ ცხოვრებას დაგვეხმაროს.“

  — ლუიზა ჰეი

|- |   | ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„სიმამაცე ─ ეს არის ღირსების შენარჩუნება წნეხის ქვეშ.“

  — ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„მხიარული ადამიანები ყველაზე მამაცნი არიან და ყველაზე პირველი იღუპებიან.“

  — ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ნამდვილად მამაც ადამიანს არ სჭირდება დუელი, მაგრამ მას ხშირად მშიშრები მართავენ იმისათვის, რომ საკუთარი თავი თავისსავე სიმამაცეში დაარწმუნონ.“

  — ერნესტ ჰემინგუეი
  •  

მგელი არ მოშლის მგლობასა,
კაი ყმა ─ მამაცობასა...

  — ხალხური

|- |   | ციტატის წყარო: “კაი ყმა”

გადადგა ნაბიჯი როცა კიბის საფეხურს ვერ ხედავ

  •  

„გიჟს მაშინ გიძახიან, როდესაც აკეთებთ იმას, რის გასაკეთებლადაც მათ გამბედაობა არ ეყოთ.“

  — [[]]
  •  

„გულადისა ტყვიასაც კი ეშინიაო.“

  — [[]]
  •  

„ათას უგულო მეომარს, ორი გულადი სჯობიაო.“

  — [[]]