შინაარსზე გადასვლა

სიმართლე

ვიკიციტატიდან
  •  

„თუ ეს ზედმეტად კარგია, რომ სიმართლე იყოს, მაშინ ეს სიმართლე არაა.“

  ვუდი ალენი
  •  

„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება ─ უფრო დიდი მეგობარი.“

  არისტოტელე
  •  

„სიმართლე მწარე წამალია ─ არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„არ არის საჭირო მთელი სიმართლის თქმა, მაგრამ მხოლოდ სიმართლე უნდა ითქვას.“

  ფრედერიკ ბეგბედერი
  •  

„როდესაც გსურს, გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე.“

  ოტო ფონ ბისმარკი
  •  

„ჭეშმარიტების სიდიადეს დაცვა ამდაბლებს.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„იქ, სადაც ყველა მატყუარაა, სიმართლის მთქმელი ყოველთვის მტერია!“

  პიერ ბუასტი
  •  

„სამი რამ არ დაიმალება დიდხანს: მზე, მთვარე და სიმართლე.“

  ბუდა
  •  

„ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი ─ არასოდეს!“

  მიხეილ ბულგაკოვი

  ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)


  •  

„მეფეებს ასე გჩვევიათ: თუ მართლის მთქმელი იმ დღეს დაინდეთ, სამი წლის შემდეგ სამგზის აზღვევინებთ სიმართლისათვის.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„თუ შენ მართალი ხარ და ეს შენ იცი, გამოხატე შენი აზრი, მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაში ხარ, რადგან სიმართლე მაინც რჩება სიმართლედ.“

  მაჰათმა განდი
  •  

„სიმართლის სხივს ვერავითარი ნისლი ვერ გაუძლებს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„მარტო სიმართლეს უყურებთ?! მაშასადამე არასწორად სჯით.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„ყოველი სინამდვილე თითქმის მუდამ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, თუმცა თავისი გარდუვალი კანონები კი გააჩნია და რაც უფრო ნამდვილია, ზოგჯერ მით უფრო დაუჯერებელიც.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„მირჩევნია უბედური ვიყო და ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე ბედნიერი და... გაბრიყვებული.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„თუ სიმართლეს დაფარავთ და მიწაში ჩამარხავთ ─ უსათუოდ გაიზრდება და ერთხელაც იქნება, ისეთ ძალას მოიპოვებს, რომ თავის გზაზე ყოველივეს წალეკავს.“

  ემილ ზოლა
  •  

„შეიძლება კვლავ ჰპოვო ერთხელ დაკარგული ჭეშმარიტება, მაგრამ მისი ძალად ან ბრმად აღიარება გარედანვე ახშობს მისკენ მიმავალ გზას.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„აბსოლუტური სიცარიელე არ არსებობს, შეუძლებელია, ჭეშმარიტება გაქრეს და პირდაღებული უფსკრულიღა დატოვოს.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„მონაგონი ყოველთვის გაუბედავია: მან ხალხის ნდობა უნდა მოიხვეჭოს, სიმართლე ამას არ დაგიდევს, რადგან არ ეშინია დაუჯერებელი აღმოჩნდეს.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაკარგავ?“

  ილია II
  •  

„ჭეშმარიტი გზა დაჭიმული თოკია ─ არა სიმაღლეზე, არამედ მიწასთან ახლოს; მისი დანიშნულება არ არის მასზე გავლა, არამედ მასზე წაბორძიკება.“

  ფრანც კაფკა
  •  

„ჭეშმარიტება ის სიმდიდრეა, რომელსაც ვერ ასწავლი ადამიანს; ჭეშმარიტება საჩუქარია, რომელსაც იღებ, როგორც სიყვარულსა და სილამაზეს.“

  ფრანც კაფკა
  •  

„ჭეშმარიტება განუყოფელია, მაშასადამე, მას საკუთარი თავის შეცნობა არ შეუძლია. ის, ვისაც მისი გაგება სურს, ტყუილი უნდა იყოს.“

  ფრანც კაფკა
  •  

„განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან.“

  კონფუცი
  •  

„ადამიანი ხომ ვერასოდეს მიაღწევს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას...“

  ჯეკ ლონდონი

  ციტატის წყარო: “მარტინ იდენი” (1909 წ.)


  •  

„აუცილებელი არ არის, ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით ─ უნდა იყოს სიმართლე.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„სიმართლის მთქმელი ხშირად მარტო რჩება, მაგრამ ეს მარტოობა ბევრად სჯობს ფარისეველთა გარემოცვას.“

  მიშელ დე მონტენი
  •  

„ქალს ყბედობას აპატიებენ, სიმართლის თქმას ─ არა.“

  ანდრე მორუა
  •  

„ვერასოდეს იტყვი სიმართლეს, რომელიც ტყუილს ჰგავს.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ერთი დღე ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე და უკვე საღამოსკენ იქნებით უმუშევარი, მარტოსული, ყველასგან დავიწყებული და დაწყევლილი ტრავმატოლოგიურში მწოლიარე ინვალიდი.“

  ჯეკ ნიკოლსონი
  •  

„სიმართლის მთაზე ცოცვა არასდროსაა ამაო ─ ან დღესვე ახვალ უფრო მაღლა, ან ძალებს გაიუმჯობესებ და ხვალ შეძლებ ასვლას.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„სინამდვილე მეტაფორების, მეტონიმიების, ანთროპომორფიზმების მოძრავი არმიაა.“

  ფრიდრიხ ნიცშე

  ციტატის წყარო: “ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით”

  •  

„სიყალბის ეპოქაში სიმართლის თქმა რევოლუციური აქტია.“

  ჯორჯ ორუელი
  •  

„სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე.“

  ოშო
  •  

„ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს ─ უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან.“

  მაქს პლანკი
  •  

„სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.“

  პლატონი
  •  

„ხალხის აზრი ძირითადად შექმნილია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ; სიმართლე ადამიანების უმეტესობისთვის მეორეხარისხოვანია.“

  ბერტრან რასელი
  •  

„სიმართლე არის ის, რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.“

  ტომას მაინ რიდი
  •  

„ცდომასთან ათასი გზა მიდის, ჭეშმარიტებასთან ─ ერთი.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„ჩემი საქმე სიმართლის თქმაა და არა მისი მტკიცება თქვენთვის.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.“

  გურამ რჩეულიშვილი

  ციტატის წყარო: “სიყვარული მარტის თვეში” (1956 წ.)

  •  

„ერთადერთი რამ, რაც სიბრმავეზე უარესია ─ იყო ერთადერთი, ვინც ხედავს.“

  ჟოზე სარამაგუ
  •  

„სიმართლეში მეტი სილამაზეა, თუნდაც საზარელი სილამაზე იყოს.“

  ჯონ სტეინბეკი
  •  

გაჩერებული საათიც კი არ იტყუება და
დღეში ორჯერ უნებურად ამბობს სიმართლეს.

  დავით სულთანიშვილი


  •  

„თუ ყოველთვის სიმართლეს იტყვი, არაფრის დამახსოვრება არ მოგიწევს.“

  მარკ ტვენი
  •  

„ნეტარებას განიჭებს არა ჭეშმარიტების აღმოჩენა, არამედ ძიება ამ ჭეშმარიტებისა.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„რა იქნებოდა სიმართლე, ერთი რომ იყოს ყველასთვის, ვინც მას ეძებს. სიმართლეც იმდენია, რამდენიც ადამიანი...“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “გურჯი-ხათუნი” (2011 წ.)


  •  

„თუ გინდა, ხალხს სიმართლე უთხრა ─ ხუმრობით შეაპარე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოგკლავენ.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ადამიანი ყველაზე ნაკლებად ჰგავს საკუთარ თავს, როცა საკუთარი სახელით ლაპარაკობს ─ მიეცით მას ნიღაბი და ის გეტყვით სიმართლეს.“

  ოსკარ უაილდი


  •  

„კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე, სძულს ისიც, ვინც ბედავს სიმართლის თქმას.“

  ფრანსუა ფენელონი
  •  

„ფაქტებსა და ჭეშმარიტებას ბევრი არაფერი ესაქმებათ ერთმანეთთან.“

  უილიამ ფოლკნერი
  •  

„სიმართლე რა ბედენაა, შენიანის სისხლი თუ დაღვარე და მტრის საქმე აკეთე.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “ზებულონი” (1988 წ.)

  •  

„სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “მდგმური” (1979 წ.)


  •  

„ყოველი ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს: თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ უხეშად თელავენ და ბოლოს აღიარებენ, როგორც უდავო ჭეშმარიტებას.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„თუ ხალხისთვის სიმართლის თქმა გსურს, გააცინე ისინი, სხვა შემთხვევაში მოგკლავენ.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„როცა რაიმე სასაცილოა, კარგად დააკვირდით დამალულ სიმართლეს.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„ყველა ადამიანი ეძებს სიმართლეს, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ იპოვა იგი.“

  ლორდი ჩესტერფილდი

  ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)

  •  

„ამბობენ, რომ ბოლოს ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს... მაგრამ ესეც სიცრუეა.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი, მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი?!“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”

  •  

„ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”

  •  

„ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა ჭეშმარიტების დაუფლების სურვილი.“

  გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„ჭეშმარიტება იბადება როგორც მწვალებლობა და კვდება, როგორც გაურკვევლობა.“

  გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„ადამიანები, რომლებიც სიმართლით ცხოვრობენ, სამყაროს ცვლიან.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„სიმართლე დაეწევა მატყუარებს და ცრუ მოწმეებს.“

  ჰერაკლიტე
  •  

„სიმართლე ნელა, მაგრამ უცილობლად ათავისუფლებს ადამიანებს შიშისგან.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„სიმართლე ─ ესაა ერთადერთი რამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია დაცინვებს გაუძლოს.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

როცა წიგნებიდან ამოკითხულ ცოდნას შეადარებ ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებას, სიმართლის მიკვლევა გაცილებით გაადვილდება.
  •  

„რაც უფრო დაშორებულია საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო მეტად სძულს სიმართლის მთქმელი.“

  — [[]]
  •  

„მხოლოდ ბავშვისა და გიჟისგან თუ გაიგებ სიმართლეს.“

  ბერძნული ანდაზა