სიმდიდრე
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„სიმდიდრე სიღარიბეს სჯობია, მაგრამ მხოლოდ ფინანსების მხრივ.“ | |
| — ვუდი ალენი |
„უბრალოება და სუფთა გული ყველაზე დიდი სიმდიდრეა კაცისა.“ | |
| — ანტონი დიდი |
ბ
[რედაქტირება]„როცა სიმდიდრე არა გაქვს, არ უნდა ინატრო; და როცა გაქვს, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მას ფლობ, არამედ იმაზე ─ იცი თუ არა მისი სწორად განკარგვა.“ | |
| — ბასილი დიდი |
„როგორც მამაჩემი ამბობდა, ყველაზე ძნელი პირველი მილიონის შოვნაა, დანარჩენი თავისით მოვაო.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„შეიძლება იყო მდიდარი და გინდოდეს ცვლილებები? დიახ, ოღონდ ამისთვის უმადური უნდა გახდე.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ მატერიალური სიკეთეების გარემოცვაში ცხოვრება ისე, რომ ამასთან განდგომილები ვიყოთ მათგან.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
„ყველაზე უფრო რთულია ბედნიერად ყოფნა მდიდარი ადამიანისთვის, რომელიც ადრე არასოდეს ყოფილა მდიდარი.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”
გ
[რედაქტირება]„ადამიანი თუ ოქროთი მოწამლე, მას სული დაუპატარავდება.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
დ
[რედაქტირება]„ოქროს ძალაუფლებისგან“ განთავისუფლების უმარტივესი საშუალება ─ გქონდეს ის ზედმეტი რაოდენობით.“ | |
| — სალვადორ დალი |
ე
[რედაქტირება]„უმდიდრესი კაცი ისაა, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, რადგან ეს მეტყველებს მისი ბუნების სიმდიდრეზე.“ | |
| — ევრიპიდე |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„შემოსეთ ფრინველის ფრთები ოქროთი და ის ვეღარ იფრენს.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
„თანამედროვე შეძლებული ოჯახისშვილი იმის ნახევარსაც როდი გაუგებს გემოს, რაც მის ხელთ არის. მისთვის თითქმის ყველაფერს აზრი დაკარგული აქვს, მობეზრებია ყველაფერი.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„მდიდრები ფიქრობენ სტრატეგიებზე, ღარიბები ─ გაყიდვებზე.“ | |
| — ფრენკ კერნი |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]„სიმდიდრე მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელსა და უფრო თავისუფალს; კიდევ ერთი ნაბიჯი და ─ ქონება ხდება ბატონი.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]„ვინც სიმდიდრის ვნება დათრგუნა, ყველაზე მდიდარია.“ | |
| — იოანე ოქროპირი |
პ
[რედაქტირება]„ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია.“ | |
| — პლატონი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს ისე მდიდარი, რომ სხვისი ყიდვა შეძლოს, და არც ისე ღარიბი, რომ თავის გაყიდვა მოუწიოს.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
ს
[რედაქტირება]„სიხარბის უარყოფაა ყველაზე დიდი სიმდიდრე.“ | |
| — სენეკა |
„ადამიანებს სიმდიდრე სულში აქვთ და არა ─ სახლებში.“ | |
| — სოკრატე |
„მადლიერება ბუნებრივი სიმდიდრეა, ქონებრივი სიმდიდრე ─ ხელოვნური სიღარიბე.“ | |
| — სოკრატე |
„უმდიდრესი კაცი ისაა, რომელიც მცირედით კმაყოფილდება, რადგან ეს მეტყველებს მისი ბუნების სიმდიდრეზე.“ | |
| — სოფოკლე |
ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]„ფინანსური წარმატება მომიტანა იმან, რომ ჩემი მთავარი ინტერესი არასდროს ყოფილა ფული.“ | |
| — ოპრა უინფრი |
ფ
[რედაქტირება]„გონივრულია ფულის ცოდნაში ინვესტირება ─ ყველაზე დიდი მოგების მიღება სწორედ ასეა შესაძლებელი.“ | |
| — ბენჯამინ ფრანკლინი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ფუფუნება უნდა იყოს კომფორტული ─ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფუფუნება არ არის.“ | |
| — კოკო შანელი |
„ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ძვირფასეულობა სიღარიბის საწინააღმდეგოა ─ არა, ის ვულგარულობის საწინააღმდეგოა.“ | |
| — კოკო შანელი |
„არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.“ | |
| — კოკო შანელი |
„ბოროტსა და უბედურ სამყაროში უმდიდრეს კაცს არაფრის ყიდვა შეუძლია, გარდა იმავე ბოროტებისა და უბედურებისა.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]„ხალხში ვერ აღზრდი კეთილ თვისებებს, თუ იგი შეძლებულად არ ცხოვრობს.“ | |
| — სუნ-ძი |
წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]„ფანჯარაც და სარკეც მინისგან არის, მაგრამ საკმარისია დაუმატო ცოტაოდენი ვერცხლი ─ და უკვე მხოლოდ საკუთარ თავს ხედავ.“ | |
| — ომარ ხაიამი |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„დაე, მუდამ იყოს თქვენთან სიმდიდრე, ეფესოელნო, რათა სულ სირცხვილის ოფლში იწურებოდეთ!“ | |
| — ჰერაკლიტე |
„გონება მდიდრდება იმით, რასაც იღებს, ხოლო გული ─ იმით, რასაც გასცემს.“ | |
| — ვიქტორ ჰიუგო |