შინაარსზე გადასვლა

სიმღერა აქილევსზე

ვიკიციტატიდან

„სიმღერა აქილევსზე“ (ინგ. The Song of Achilles) — ამერიკელი ავტორის მადელინ მილერის პირველი რომანი, გამოცემული 2011 წელს.

ანოტაცია

[რედაქტირება]
  •  

„ტროის ალყის ისტორია სისხლის მელნითაა დაწერილი. ერთი საშიში გვერდი კიდევ უფრო საზარლით იცვლება [...] მადელინ მილერმაც მეცნიერების ტიკში წარმოსახვის ღვინო ჩაასხა, რათა ყველაზე ცნობილი სამხედრო ისტორია ემოციურად მომხიბლავ სექსუალურ ამბად ექცია [...] ოცდაცამეტი საუკუნე გვაშორებს ტროის ომთან. მადელინ მილერმა კი დაგვიმტკიცა, რომ არც ერთი წამი არ გვაშორებს პატროკლოსსა და აქილევსთან და მათ სევდიან ამბავთან.“

  ლევან ბერძენიშვილი

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„დედაჩემმა გაიღიმა ─ ამით მიხვდნენ, რომ სულელი იყო. პატარძლები ხომ არასდროს იღიმებოდნენ.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 1

  •  

„შეიძლებოდა მეფისთვის მინდვრების გადაწვა ან ქალიშვილების გაუპატიურება დაენებებინათ, თუკი საკმარისად გადაუხდიდნენ, მაგრამ ვაჟებს თითს ვერ დააკარებდი.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 3

  •  

„უმანკოების დაკარგვასაც ისეთივე ძალა ჰქონდა, როგორიც საქორწინო ფიცს.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 3

  •  

„ვიღაცას შეიძლება ეს ჭკუასუსტობად ჩაეთვალა, მაგრამ გენიალური არაა, მუდამ გულით რომ ლაპარაკობ?!“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 5

  •  

„ღმერთის ყველა შვილში ღვთიური სისხლი განსხვავებულად ჩქეფს.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 5

  •  

„იქნებ ის უფრო დიდი ტანჯვა იყოს, რომ ცოცხალი დარჩე, როცა მეორე წავა.“

  ქირონი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 9

  •  

„არავის აძლევენ უფლებას, სახელიანებიც იყვნენ და ბედნიერებიც.“

  აქილევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 10

  •  

„ნამდვილი გმირი ქალს პირდაპირ მოიტაცებდა, თავისი ხმლის სიძლიერის დამსახურებით.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 11

  •  

„სიმდიდრე და სახელი ის მიზეზები იყო, რის გამოც ჩვენი ხალხი მზად იყო სისხლის დასაღვრელად.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 11

  •  

„კაცს არ უნდა მოსთხოვო, რომ მიუკერძოებლად შეადაროს საკუთარი ცოლი სხვა ქალს.“

  ოდისევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 14

  •  

„რა არის იმაზე დიდი გმირობა, ვიდრე სამყაროს ყველაზე ლამაზი ქალის ღირსებისთვის ბრძოლა, აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი ქალაქის წინააღმდეგ?“

  ოდისევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 15

  •  

„ქორწინება სიყვარულით ─ ისეთივე იშვიათი, როგორიც აღმოსავლური კედარი.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 15

  •  

„ისეთ სიამოვნებას იღებდნენ კინკლაობით, რომ მხოლოდ თანასწორები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 15

  •  

„სიმართლე ისაა, რისიც ადამიანებს სჯერათ.“

  ოდისევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 15

  •  

„ყველა მეომარი მხოლოდ იმათ რომ ხოცავდეს, ვინც პირადად დაუშავა რამე, ომები აღარ გვექნებოდა.“

  ოდისევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 15

  •  

„სიამაყე ჩვენი ნაწილი გახდა ─ გმირები თავმდაბლობით არ გამოირჩეოდნენ.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 17

  •  

„ქორწინება კეთილი საქმეა, ღმერთებს გულს უხარებს.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 18

  •  

„შეგიძლია შუბი სასიარულო ჯოხად გამოიყენო, მაგრამ ამით მის ბუნებას ვერ შეცვლი.“

  ოდისევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 18

  •  

„უცნაური ომი იყო ─ არც ტერიტორიას ვიპყრობდით, არც მძევლები აგვყავდა. მხოლოდ ღირსების მოპოვება იყო მიზეზი, ჯარისკაცი ჯარისკაცის წილ.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 22

  •  

„არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის სხვა ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი, საიდანაც უნდა იყოს ის.“

  ქირონი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 27

  •  

„უგრძნობლობა ახლა მოწყალებაა.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 31

  •  

„ლომებსა და ადამიანებს შორის გარიგება არ ხდება.“

  აქილევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 31

  •  

„მწუხარებაში ადამიანები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ მტრები არიან.“

  პრიამოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 32

  •  

„მშვიდობა არ არსებობს მათთვის, ვინც სიკვდილის მერე ცოცხლობს.“

  პრიამოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 32

  •  

„რაც უფრო დიდებულია მონუმენტი, მით უფრო დიდებული ყოფილა კაცი.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 33

  •  

„ათ წელში ნებისმიერ ადამიანს გაიცნობ, სულაც რომ არ გინდოდეს მისი გაცნობა.“

  ოდისევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 33

  •  

„სახელი უცნაური რამეა. ზოგი ადამიანი დიდებას სიკვდილის შემდეგ აღწევს, სხვებისა კი დაღუპვისთანავე იცრიცება. ის, რასაც ერთ თაობაში პატივს სცემენ, მეორე თაობისთვის ზიზღისმომგვრელი ხდება. ვერავინ იტყვის, ვინ გაუძლებს მეხსიერების დამანგრეველ ძალას.“

  ოდისევსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 33

  •  

„შესაძლოა ასეთი რამეები ღმერთებს შორის ნიჭად ითვლება, მაგრამ სადაა დიდებულება სიცოცხლის მოსპობაში? ჩვენ ხომ ასე მარტივად ვიხოცებით.“

  პატროკლოსი

  ციტატის წყარო: „სიმღერა აქილევსზე“ თავი 33