სიმშვიდე
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]ბ
[რედაქტირება]„განა ერთ გულში შეუძლიათ იცხოვრონ სიმშვიდემ და სიყვარულმა?“ | |
| — პიერ ბომარშე |
„იმას, ვინც დარდს არ გამოხატავს ─ გარეგნული სიმშვიდის შესანარჩუნებლად, წარმოუდგენელი შინაგანი ბრძოლის გადატანა უხდება.“ | |
| — შარლოტა ბრონტე |
გ
[რედაქტირება]„სიმშვიდით შენ შეგიძლია შეძრა სამყარო.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„წყნარი ხალხი ყოველთვის მომწონდა. შენ არასდროს იცი, ისინი თავიანთ ოცნებებში ცეკვავენ, თუ მსოფლიოს ტვირთს ატარებენ.“ | |
| — ჯონ გრინი |
დ
[რედაქტირება]ე
[რედაქტირება]„ბოლოს ხვდები, რომ საკუთარ თავთან მშვიდად ყოფნა ყველაზე მშვენიერი ადგილია სამყაროში.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„მოთმინება რომ გეყოს და უფრო ღრმად იხედებოდე, მოსვენებას შიგნით ჰპოვებ.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„კეთილშობილი ადამიანი სულით მშვიდია, პატარა ადამიანი მუდამ აღშფოთებულია.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]„იმისათვის, რომ სხვა ადამიანებთან მშვიდად იცხოვრო, პირველ რიგში, საკუთარ თავთან მშვიდად ცხოვრება უნდა მოახერხო.“ | |
| — ჰარპერ ლი |
მ
[რედაქტირება]„ის, ვისაც მართლა უნდა სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, მიიღებს მას - მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად უსამართლოდ მოგექცნენ ან როგორ უპატიოსნოდ მოიქცა უფროსი, რა არამზადა აღმოჩნდა თქვენი ნაცნობი, ყველაფერ ამას არა აქვს მნიშვნელობა ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრობს.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ადამიანი ის არის, ვისაც სიმშვიდე მოაქვს.“ | |
| — მოემი |
„მამაკაცები ყველაფერს სცემენ პატივს, რაც მათ სულიერ სიმშვიდეს მიანიჭებს.“ | |
| — მერილინ მონრო |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]„განა შეიძლება გრძნობის პატრონი დამშვიდებული იყოს ჩვენს დროში?!“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„სიმშვიდე უფრო მეტად სჭირდება ადამიანს, ვიდრე სიწყნარე.“ | |
| — დათო ტურაშვილი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ის, რასაც მშვიდად აღიქვამთ, თქვენს მართვას ვეღარ შეძლებს.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„აიყვანო თავი ხელში, როცა გულნატკენი ხარ და არ მოაწყო სცენები, როცა გაბრაზებული ხარ ─ აი, რას ნიშნავს, იყო იდეალური ქალი.“ | |
| — კოკო შანელი |
„ზოგჯერ ჩვენს დიდ დანაკარგშიც ვპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, ხან კი ჩვენს მონაპოვარს მწარედ დავტირით.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
ჩ
[რედაქტირება]„ხელების მოძრაობა იმიტომ არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღებს გაუსწრო; იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
„ფრთხილად იყავით მშვიდ ადამიანებთან: როდესაც მათი მოთმინების ფიალა ივსება, ისინი წვავენ პორტებს და არა გემებს.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„რაც უფრო მარტივად შევხედავთ საჩოთირო კითხვებს, მით უფრო მშვიდი იქნება ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობები.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
„სიმშვიდე დაუმარცხებელი პასუხია ცხოვრების ყოველ გამოწვევაზე.“ | |
| — შრი ჩინმოი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება][...] და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “მე მინდა შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა”
„რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„არაფერი არ იძლევა იმდენ უპირატესობას სხვებზე, რამდენსაც უნარი ─ დარჩე მშვიდი და გულცივი ნებისმიერ ვითარებაში.“ | |
| — თომას ჯეფერსონი |
ჰ
[რედაქტირება]„ჩვენ ყველას გვინდა ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე, მაგრამ მათ ვერ იყიდი ─ ისინი უნდა გამოიმუშაო.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„ბოროტეული მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.“ |
ციტატის წყარო: ძველი აღთქმა. “იგავნი სოლომონისა” (თავი 28)
წყნარ ჭაობში ეშმაკები ბუდობენ
„როდესაც შენ თავს არიდებ კონფლიქტს სიმშვიდის შესანარჩუნებლად, შენ იწყებ ომს საკუთარ თავთან...“ | |
| — [[]] |
„რაც უფრო იზრდები, მით უფრო ნაკლებად გინდა ეს იაფფასიანი ინტრიგები, ცარიელი სპექტაკლები, ისტერიკები. გინდა მხოლოდ მყუდრო სახლი, გემრიელი ვახშამი, ადამიანი, რომელმაც იცის რამდენი შაქარი უნდა ჩაგიყაროს ჩაიში.“ | |
| — [[]] |