შინაარსზე გადასვლა

სინდისი

ვიკიციტატიდან
  •  

„სინდისი მკაცრი ხელოვნებაა.“

  რიუნოსკე აკუტაგავა
  •  

„მოაზროვნე ათეისტი, რომელსაც გააჩნია სინდისი, თავადაც ვერ ხვდება რა ახლოს არის ღმერთთან ─ აკეთებს სიკეთეს ისე, რომ არ ელოდება ჯილდოს, მორწმუნე ფარისევლებისგან განსხვავებით.“

  ჰანს კრისტიან ანდერსენი
  •  

„სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი.“

  აპულეიუსი
  •  

„გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.“

  არისტოტელე
  •  

„ადამიანი, რომელსაც შეუძლია სინდისის ქენჯნა განიცადოს, ნამდვილი ბოროტმოქმედია იმიტომ, რომ მას სათნოების იდეა აქვს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„ჩვენი სინდისი უტყუარი მსაჯულია, სანამ იგი არ ჩაგვიკლავს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„სინდისის ქენჯნა უფრო შემწყნარებელია, იგი არც ქუჩაში გვაგდებს, არც სატუსაღოში, არც გარყვნილების ბუნაგში; ის ჩვენ მხოლოდ ეშაფოტზე გვგზავნის, სადაც ჯალათი გვაკეთილშობილებს...“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„რა უნდა იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე შესცქეროდე შენს ცხოვრებას და ხედავდე, რომ იგი შროშანივით სპეტაკია.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდება, თავის დღეში აღარ ამოვა.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„შენი სინდისი ზომავდა შენი სურვილის სიძლიერეს, რამდენად გსურდა ყოფილიყავი ის, ვინც ხარ.“

  რიჩარდ ბახი
  •  

„როცა სინდისი არ არის წმინდა, ვერ იქნება გულწრფელი მხიარულება.“

  პიერ ბუასტი


  •  

„ადამიანის ყვირილი ვერ ჩააღწევს იქ, სადაც სინდისის ჩუმი, მშვიდი ხმა ისმის.“

  მაჰათმა განდი
  •  

„მრისხანე გულს არ გააჩნია სინდისი.“

  დენი დიდრო
  •  

„სინდისი ─ ეს არის ღმერთის მოქმედება ადამიანში.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„თუ შემთხვევა მოგვეცა, სინდისის გრძნობასაც გავქელავთ; თავისუფლებას, სიმშვიდეს, თვით სინდისსაც კი, ყველაფერს გასაყიდად გავიტანთ.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„მთავარია, რომ საკუთარი სინდისი არაფერზე გდებდეს ბრალს, თორემ ვიღაც რას იტყვის და როგორ შეგაფასებს, ეს უაზრო და უმნიშვნელოა...“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი ─ ის რომ გაუწყდება, მერე იოლია ძალიან ცხოვრება!“

  ნოდარ დუმბაძე
  •  

„სინდისიერ კაცში სხვა დადებით თვისებებს ნუღარ ეძებ.“

  ანზორ ერქომაიშვილი


  •  

„სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.“

  პოლ ვალერი
  •  

„ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.“

  ვოლტერი


  •  

„სინდისდაკარგულთან რა გაგივა!“

  დავით კლდიაშვილი


  •  

„უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს, იმიტომ, რომ ობოლია.“

  აბრაამ ლინკოლნი
  •  

„სინდისი სამსჯავროა, რომლის წინაშე ადამიანი ერთსა და იმავე დროს თავისი თავისთვის ბრალდებულიც არის, მოწმეც, მსაჯულიც და ჯალათიც.“

  ლა – ლუცერნი
  •  

აურაცხელი
სანაგვეზე
ჰყრია სინდისი;
გადის ცხოვრება
კაცის კაცთან
სკამზე ჭიდილში.

  მუხრან მაჭავარიანი
  •  

„სინდისი იმას აქვს სუფთა, ვისაც ის არადროს გამოუყენებია.“

  მონტესკიე
  •  

„სული, რომელშიც ჩახშობილია სინდისი და მორალი, რომელშიც წაშლილია სწრაფვა ზნე-ჩვეულებისა და საზოგადოებისათვის ანგარიშის გაწევისადმი, ─ ეს მკვდარი სულია....“

  ანდრე მორუა

  ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)


  •  

„ერთადერთი სარკე, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა გაუსწორო თვალი, საკუთარი სინდისია!“

  ია ნანეიშვილი


  •  

„სუფთა სინდისს არც ტყუილის ეშინია, არც მითქმა-მოთქმის და არც ჭორების.“

  ოვიდიუსი
  •  

„ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს.“

  რომენ როლანი
  •  

„სინდისი ხომ არასოდეს მოატყუებს ადამიანს, რომელიც გულწრფელად გამოელის მისგან რჩევა-დარიგებას.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„სინდისს შეუძლია აკრძალოს ის, რასაც კანონი არ კრძალავს.“

  სენეკა
  •  

„ნუ გგონია, რომ რაიმე ცუდს ჩაიდენ და დაიმალება, რადგანაც სხვებს რომ დაემალო, შენს საკუთარ სინდისს ვერსაით წაუხვალ!“

  სოკრატე
  •  

„ყველაზე მშვიდად სძინავს არა მას, ვისაც სინდისი სუფთა აქვს, არამედ მას, ვისაც სინდისი საერთოდ არ აქვს.“

  მარკ ტვენი
  •  

„ადამიანები ხშირად ამაყობენ სუფთა სინდისით მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლე მეხსიერება აქვთ.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„სინდისი სიმხდალის აღიარებული სახელწოდებაა.“

  ოსკარ უაილდი


  •  

„რაც უფრო კეთილშობილია ადამიანი, მით მკაცრია და ეჭვიანი მისი სინდისი და გამოდის, რომ საბოლოო ჯამში, თავის თავს უბოროტეს ცოდვებში სწორედ ისინი ადანაშაულებენ, ვინც ყველაზე შორს წავიდა წმინდანობისკენ მიმავალ გზაზე.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„იქ რა უნდა, რა ესაქმება ბედნიერებას, საცა ქენჯნაა და მხილებაა სინდისისა?!“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინდისი გაწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს.“

  ჯემალ ქარჩხაძე
  •  

„დიდი ძალა აქვს სინდისს: უდანაშაულოს უსპობს ყოველგვარ შიშს, ხოლო დამნაშავეს წამდაუწუმ მის მიერ დამსახურებული ყველა სასჯელი ეხატება თვალწინ.“

  ციცერონი
  •  

„ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„საკუთარ სინდისზე წინ არავინ დააყენო.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„ადამიანი სინდისია ─ სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება; მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო ─ ვეღარ იქნება ადამიანი.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„არც ერთ მოსამართლეს არ ძალუძს, დაკითხოს ადამიანი ისე მოწამეობრივად, როგორც საკუთარ სინდისს.“

  ვიქტორ ჰიუგო

ნამუსი ბევრმა გაყიდა, მაგრამ ვერავინ იყიდა