შინაარსზე გადასვლა

სირცხვილი

ვიკიციტატიდან
  •  

„სირცხვილი ─ ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა.“

  არისტოტელე
  •  

„თუნდაც მარტო იყო საკუთარ თავთან, არ თქვა და არ გააკეთო არაფერი ცუდი ─ ისწავლე გერიდებოდეს საკუთარი თავის იმაზე მეტად, ვიდრე სხვების.“

  დემოკრიტე
  •  

„რაც პირველი მორცხვობა დავძლიე, დავკარგე ზომიერების გრძნობაც.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„შიმშილის, წყურვილისა და სიყვარულის არ უნდა შეგრცხვეს ─ ისინი ღმერთისგან გვეძლევა.“

  ნიკოს კაზანძაკისი
  •  

„როცა ადამიანი ერთხელ მომატყუებს ─ მისი სირცხვილია; როცა მეორედ მომატყუებს ─ ჩემი სირცხვილი.“

  სტივენ კინგი
  •  

„ქვეყანაში, რომელსაც კარგად მართავენ, რცხვენიათ სიღარიბის, ხოლო ქვეყანაში, რომელსაც ცუდად მართავენ, რცხვენიათ სიმდიდრის.“

  კონფუცი


  •  

„თუკი სიამაყე წინ უძღვის დაცემას, სირცხვილია ის, რაც ხელს გიშლით ადგომაში დაცემის შემდეგ.“

  მაქს ლუკადო


  •  

„სიმორცხვე თავს იქ იჩენს, სადაც ნამდვილი გატაცება, სიყვარული იბადება და არა მისი მსგავსი რაღაც ფუჭი ან უსიცოცხლო გრძნობა.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„გონიერი არსებების ბუნებაში ჩადებულია არასრულფასოვნების შეგრძნების უნარი. აქედან გვაქვს სწორედ სირცხვილის შეგრძნება ჩვენი არასრულფასოვნების წინაშე.“

  მონტესკიე
  •  

„რასაც კეთილგონიერება და სირცხვილის გრძნობა ახლავს, მუდამ ყვავილობს და ნაზად იფურჩქნება.“

  პინდარე
  •  

- სირცხვილია, გეუბნები.
- განა ვინმე გვიყურებს?
- არა.
- აბა?
- შენი!
- ჩემი?
- ჰო!

  გურამ რჩეულიშვილი

  ციტატის წყარო: “მე ხომ გუშინ გაგიცანი” (1957 წ.)

  •  

„პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი, მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესია სირცხვილი.“

  სოკრატე
  •  

გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..

  ტიციან ტაბიძე
  •  

„კარგი გრძნობაა, გრცხვენოდეს ადამიანების, მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ვერაფერი იმაზე უკეთ ვერ გიჩვენებს ზნეობრივი სრულყოფის რა საფეხურზე იმყოფება ადამიანი, ვიდრე ის, თუ რისი რცხვენია და რისი არ რცხვენია მას.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„სირცხვილი ის კი არ არის, იყო ნამდვილი ─ თუნდაც უხეში და სხვისთვის იქნებ არაკომფორტულიც... სირცხვილი ის უფროა, ნიღბების ცვლაში საკუთარი სახე დაკარგო.“

  ცირა ტურაშვილი
  •  

„არასოდეს გავიხადოთ მიზნად ადამიანის შერცხვენა ─ ეს შესაძლოა მისი სულის ნაწილების მკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდეს.“

  ნათია ფანჯიკიძე
  •  

„სისულელის პირველი ნიშანია სირცხვილის სრული არქონა.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„კეთილ ადამიანს ზოგჯერ ძაღლისაც კი რცხვენია.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება.“

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი” (1899 წ.)

  •  

სახეზე ხელები აიფარა ─
ესაა მისი გალავანი
და შენი სირცხვილი.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„მკაცრად დოზირებული სიმართლე ყველაზე დახვეწილი ტყუილია.“

  რობერტ ჰაინლაინი
  •  

„ნუ შეგრცხვება ცხოვრებაში ოთხი რამის: ძველი ტანსაცმლის, ღარიბი მეგობრების, უბრალო ცხოვრების, მოხუცი მშობლების.“

  — [[ ]]

  ციტატის წყარო: კინოფილმი “ალესილი კეპები” (2013 წ.)