სიტყვა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ნუ ანაყრებ სიტყვებით, პურის ნაცვლად.“ | |
| — არისტოფანე |
ბ
[რედაქტირება]„ზოგჯერ სიტყვა ისე სწრაფად ყინავს სულს, როგორც ზამთრის სუსხიანი ქარი ─ სხეულს.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„სიტყვები ოცნებად კი არა, ცხოვრებად უნდა აქციო.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
„ჩვენ იმდენი შეგვიძლია, რამდენიც ვიცით. ცოდნა ─ ძალაა.“ | |
| — ფრენსის ბეკონი |
გ
[რედაქტირება]„როცა იდეა მარცხდება, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.“ | |
| — გოეთე |
დ
[რედაქტირება]„სიტყვა საქმის ჩრდილია.“ | |
| — დემოკრიტე |
„სიტყვას კი რა შეუძლია! ─ ადამიანთა გაბედნიერება, ნუგეში, ალერსი, სიყვარული, გამხნევება. მთათა დანგრევა და ქალაქების გაშენებაც შეუძლია...“ | |
| — გურამ დოჩანაშვილი |
„სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს! სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც, ალბათ, არ უნდა გვეთქვა...“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„ორი სიტყვიდან სჯობს მოკლე ამოირჩიო.“ | |
| — პოლ ვალერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„უხეშ სიტყვას ჯობია არ უპასუხო: თვალში ნაგვის ნამცეცი რომ ჩაგივარდეს, არ უნდა მოსრისო, ამით ტკივილი უფრო გაგიძლიერდება.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)
ი
[რედაქტირება]„სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს: არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა ─ სიკვდილის ტოლფასი.“ | |
| — ილია II |
კ
[რედაქტირება]„სხვა თუ არაფერი, ისეთი სიტყვა უთხარი, სიცოცხლე მოუნდეს ადამიანს!“ | |
| — პაატა კვარაცხელია |
„ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი დაგვრჩეს.“ | |
| — პაულო კოელიო |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]სიტყვა გინდა?! ─ | |
| — მუხრან მაჭავარიანი |
ციტატის წყარო: “ტა,ტა,ტა,ტა!..”
„სიტყვა არის ხმამაღლა წარმოთქმული ფიქრი.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„თქვენს სიტყვებს აქვს იმის უნარი, რომ თქვენი ცნობიერება გაასუფთავოს მცდარი წარმოდგენებისაგან.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„არაფერია იმაზე უფრო საწყენი, ვიდრე ხედავდე, თუ როგორ კვდება კარგად ნათქვამი სიტყვა იდიოტის ყურში, რომელსაც შენ ის უთხარი.“ | |
| — შარლ ლუი მონტესკიე |
„რაც უფრო ახლოსაა ადამიანი, მით უფრო ცოტა სიტყვა გჭირდება და რაც უფრო ცოტაა სიტყვა, მით უფრო კარგად გესმის, რადგან არ სჭირდება ახსნა, რატომ გესმის იმის, ვისიც გესმის და მაშინ, როცა სიტყვები ცდილობენ თქვენ შორის გაჩენილი ბზარი ამოავსონ, ჩნდება უფსკრული, სიტყვებიც კარგავენ წონას, ფორმასა და შინაარსს, იქცევიან უბრალო, უღონო რხევად და არაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ.“ | |
| — ვახტანგ მოსიაშვილი |
ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„ზოგჯერ გინდა ძალიან ბევრი რამ უთხრა იმ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა... | |
| — ალ პაჩინო |
„თუ ერთ-ორ სასიამოვნო სიტყვას ადამიანის გაბედნიერება შეუძლია, ნაძირალა უნდა იყო, რომ ამ სიტყვების თქმაზე უარი თქვა.“ | |
| — ტომას პეინი |
„სიტყვა ─ მარცვალია, რომელიც საღ ნიადაგში ხარობს და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა დროს გიბოძოს ღონე, რათა „რაც დათესე, ის მომკა“. | |
| — პლატონი |
„სიტყვები ფოთლებს წააგავს: როცა ისინი ხშირია, იშვიათად ხარობს მათში აზრის ნაყოფი.“ | |
| — ალექსანდე პოუპი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.“ | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„ო, სიტკბოებავ, ლამაზი სიტყვებით გამოხატული ცოდნისა.“ | |
| — ფილიპ სიდნი |
„ვისთანაც სიტყვა უქმია, მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.“ | |
| — სოკრატე |
ტ
[რედაქტირება]„კეთილი სიტყვა იქნებ მოკლეც იყოს და იოლი სათქმელიც, მაგრამ მისი გამოძახილი კი დიდხანს ჩაგვესმის ხოლმე.“ | |
| — დედა ტერეზა |
„სწორი სიტყვა შეიძლება ეფექტური იყოს, თუმცა არცერთი სიტყვა არაა ისეთი ეფექტური, როგორც სწორ დროს აღებული პაუზა.“ | |
| — მარკ ტვენი |
„შეუძლებელია სიტყვით შეუცვალო აზრი ადამიანს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ყველა სიტყვა სამართლიანობის, სიკეთის, კანონის, სარწმუნოების, ღმერთისა და სხვათა შესახებ რჩება მხოლოდ სიტყვებად, რათა ამ სიტყვებით დაიფაროს უტლანქესი ანგარება და ულმობელობა.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ცხოვრებაში ადამიანებს საფრთხე კი არ წარმართავთ, არამედ სიტყვების ჭკუაზე დადიან, ადამიანებს იმის შემძლეობა კი არ უყვართ, რომ კაცმა რამე აკეთოს, არა ─ მათ ურჩევნიათ რაიმე საგნის თაობაზე წინასწარ შეპირებული სიტყვები უთხრან ერთმანეთს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„ადამიანის ერთ, თბილ სიტყვას შეუძლია შეცვალოს მთელი დღის განწყობა.“ | |
| — ჩარლზ ჩაპლინი |
„საკუთარი სიტყვების ჩაყლაპვა არასდროს მიმძიმებს კუჭს.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„კაცმა რომ თქვას, მოკლე სიტყვები უკეთესია, ხოლო ძველი სიტყვები ─ საუკეთესო.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქმნება.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ციტატის წყარო: “ოთარაანთ ქვრივი” (1886-1887 წწ.)
„სიტყვა თქმაა და არა ─ ქმნა; თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ძვირფასო! სიტყვას აქვს თავის ფასი, | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “დევებით სავსე ქუდი”
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი, | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “სექტემბერი”
ხ
[რედაქტირება]ტანჯული მგზავრებივით | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„როგორ სიტყვასაც იტყვი, ისეთ პასუხს გაიგონებ.“ | |
| — ჰომეროსი |
თუ მეგობრებთან სიტყვების შერჩევა გჭირდება ─ ისინი არ არიან შენი მეგობრები. არ მესმის სიტყვების, რომლებიც ქმედებებს არ ამართლებენ. ჯერ იყო სიტყვა
„ძალიან ბევრი ადამიანი იკარგება უგზოუკვლოდ, როდესაც სიტყვების საქმით დამტკიცების დრო დგება.“ | |
| — [[ ]] |
„სიტყვა გარეგანი სამოსელია აზრისა.“ | |
| — [[]] |
„სიტყვა კვდება არა იქ, სადაც მისი თქმისთვის სჯიან, არამედ იქ, სადაც მას არ ისმენენ.“ | |
| — [[]] |
„რამდენი სუიციდია საჭირო იმისთვის, რომ ხალხმა გაიაზროს, თუ როგორი მტკივნეულია მათი დამპალი, გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვები?!“ | |
| — [[]] |
ციტატის წყარო: ტელესერიალი “13 მიზეზი” (2017 წ.)
„ერთი სიტყვა და ყველაფერი გადარჩენილია, ერთი სიტყვა და ყველაფერი დაკარგულია.“ | |
| — [[]] |
„როგორი ნაწყენიც არ უნდა ვყოფილიყავი მასზე, მაინც ველოდი მის ერთ სიტყვას, რომელიც ორივეს გადაგვარჩენდა.“ | |
| — [[]] |
,უთქმელი სიტყვის ბატონი ხარ, ნათქვამის- მონა" ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი დარჩეს.