შინაარსზე გადასვლა

სიღარიბე

ვიკიციტატიდან
  •  

„როგორც წესი, მხოლოდ ღარიბი ადამიანი არის გულუხვი.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ყველაზე ღარიბი ისაა, ვინც არ იცის როგორ გამოიყენოს ის, რაც გააჩნია.“

  პიერ ბუასტი
  •  

„სიღარიბე არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელსაც სჯერა, რომ არ ჰყოფნის აუცილებელი რაღაცები.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„ღარიბი ადამიანების უმეტესობა ღარიბია იმიტომ, რომ მათ ცხოვრებას შიშები მართავს.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„თუ ღარიბი დაიბადე, შენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, შენი ბრალი იქნება.“

  ბილ გეიტსი
  •  

„სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.“

  გოეთე
  •  

შენ სიღატაკეს არ იცნობ, ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა...

  ტერენტი გრანელი

  ციტატის წყარო: “შალვა დადიანს”

  •  

„მძიმეა სიგლახაკეში ცხოვრება, მაგრამ უარესია გამდიდრება უპატიოსნოდ.“

  წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
  •  

„ცოტა სურვილის ქონით ღარიბი ადამიანი მდიდარი ხდება.“

  დემოკრიტე
  •  

„სიღარიბე ცოდვად არ ჩაითვლება.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„სიღარიბეში შეიძლება კიდევ შეინარჩუნოთ თანდაყოლილი კეთილშობილური გრძნობები, მაგრამ გლახაკობაში ვერასოდეს ვერავინ ვერ შეინარჩუნებს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„სიღარიბე იმდენად ამცირებს ადამიანს, რომ მათ რცხვენიათ იმათიც კი, ვინც სიკეთეს უკეთებს.“

  ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„მათ აქვთ ფული ომისთვის, მაგრამ ─ მათ არ შეუძლიათ გამოკვებონ ღარიბები!“

  თუფაქი
  •  

„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას; გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას!..“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, „ვეფხისტყაოსანს“ დავწერდით კი არა ─ წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ჩვენი ქვეყნის უბედურება ის კი არ არის, რომ ღარიბებს ვერ აპურებს, უბედურება ისაა, რომ მდიდრების გაძღომას არ დაადგა საშველი!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სჯობს, ღარიბი იყო და თავისუფალი, ვიდრე ─ მდიდარი ტყვე. ბუნებრივია, ადამიანებს სიმდიდრეც სურთ და თავისუფლებაც. სწორედ ამის გამო, ზოგჯერ ღარიბ მონებად იქცევიან.“

  ალბერ კამიუ
  •  

„თუ ღარიბს დაინახავთ ქალაქში, სადაც ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, უნდა იცოდეთ, რომ ამ ქალაქის მმართველები ხალხის ქონებას იპარავენ.“

  ფრენკ კაპრიო
  •  

„შიში და არცოდნა, მღელვარება და დაუკმაყოფილებლობა, ტკივილი და დისჰარმონია ─ შინაგანი სიღატაკის მდგომარეობებია.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”

  •  

„ბევრ ადამიანს აქვს მკვეთრი მოთხოვნილება ფულზე, მაგრამ თუ ქვეცნობიერად ჩამოუყალიბდათ წარმოდგენა კვირაში 75 დოლარზე, სწორედ ამდენსვე გამოიმუშავებენ, თუმცა შეეძლოთ გაცილებით მეტი მიეღოთ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„სიღარიბე სინამდვილეში სათნოება არ არის. იგი გონებრივი აშლილობის მსგავსია [...] ღმერთს არ უნდა, რომ უბადრუკ ქოხში ცხოვრობდეთ და შიმშილობდეთ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”


  •  

„შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„სიღარიბე მათ ქცევის მიღებული სტანდარტებისგან ათავისუფლებს.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)

  •  

„უნდა შევიცოდოთ ის, ვინც თავიდანვე ფსკერზე იყო და სიღარიბესთან გამკლავება ყოველგვარი განათლების გარეშე, სრულიად ურესურსოდ უწევს.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)

  •  

„თანამედროვე ეპოქაში, სამწუხაროდ, გვყავს გაჭირვებული ახალგაზრდები, რომლებსაც მშობლებმა ფულის მეტი ვერაფერი მისცეს.“

  პავლე (სერბეთის პატრიარქი)
  •  

„ყოჩაღი იქნები, ღარიბი თუ ხარ, მაშ, რა იქნები! მოძრავი ყოველთვის უფრო ძლიერია უძრავზე: წყალი კლდეზე ძლიერია.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„მე მის გვერდით ვიდექი, ვუსმენდი, ვიცინოდი და თან ვფიქრობდი: რა საშინელებაა, გიყვარდეს ქალი და იყო ─ ღარიბი.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„უღარიბესია ის, ვისაც ფულის გარდა არაფერი გააჩნია.“

  ჯონ როკფელერი
  •  

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„ღარიბი ის კი არ არის, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვინც მეტს ნატრობს.“

  სენეკა
  •  

„თუ გასაჭირში ხარ, ან გულნატკენი, ან რაიმე გჭირდება ─ ღარიბებთან წადი; ისინი ერთადერთები არიან, ვინც დაგეხმარება, ერთადერთები...“

  ჯონ სტეინბეკი


  •  

„ყველაზე საშინელი სიღარიბე მარტოობაა და გრძნობა იმისა, რომ არავის უყვარხარ.“

  დედა ტერეზა
  •  

„თუ ქონებით ვართ ღარიბნი, განა ეს იმის მომასწავებელია, სულითა და გონებითაც გავკოტრდეთ.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„ღარიბის სახლში ღმერთი მეტია!“

  ოთარ ჭილაძე
  •  

გაჭირვებული სხვაგვარად აკაკუნებს ─
თითქოს სახურავზე დაცვივდა
წვეთები შემოდგომის წვიმისა.

  ვაჟა ხორნეული
  •  

და ძალიან ღარიბი იყო ─
მხოლოდ ცაში ხედავდა
მზესა და ვარსკვლავებს.

  ვაჟა ხორნეული
  •  

ერთნაირად ღარიბნი არიან ─
ვინც ბედნიერი
მხოლოდ სიზმარშია
და ვინც უბედური
ცხადშია მხოლოდ...

  ვაჟა ხორნეული
  •  

„მდიდართა სამოთხე ღარიბთა ჯოჯოხეთისგან არის შექმნილი.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„თუ სიღარიბის გეშინიათ, იგი მოვა თქვენთან.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„ადამიანებს თავიანთ საქმეზე რომ დაეხარჯათ იმ დროის ნახევარი მაინც, რომელსაც სექსის დევნაში ფლანგავენ, მათ ცხოვრებაში სიღარიბე არ იარსებებდა.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

თუ ღარიბი დაიბადე, არაა შენი ბრალი; თუ ღარიბი მოკვდი, შენი ბრალია!

  •  

„როგორც კი კარში სიღარიბე შემოაბიჯებს, სიყვარული ფანჯრიდან იპარება.“

  ბერძნული ანდაზა
  •  

„სიმდიდრეს ბევრი მეგობარი ჰყავს, სიღარიბეს კი ─ ნათესავიც არ ჰყავს.“

  — [[]]
  •  

„ჯიბეცარიელი ვისაც უყვარხარ, ასეთი სიყვარულის გჯეროდეს, გწამდეს, რადგან უანგაროა და წრფელი!“

  — [[]]

  ციტატის წყარო: ყვავილების ქოხი