შინაარსზე გადასვლა

სიცოცხლე

ვიკიციტატიდან
  •  

„ჭეშმარიტად, რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან ელვა.“

  რიუნოსკე აკუტაგავა

  ციტატის წყარო: “უსიერ ტყეში” (1922 წ.)

  •  

„სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.“

  არისტოტელე
  •  

„ერთი პატიოსანი კაცის სიცოცხლე უფრო ძვირია, ვიდრე ორი მოღალატის, ხოლო საჭირო ადგილას დარტყმულ ხანჯალს უკვდავების დამსახურება შეუძლია.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით, თუ რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა!“

  პემ ბრაუნი
  •  

„სიცოცხლე არის ის, რის შენარჩუნებასაც ადამიანი ყველაზე მეტად ცდილობს და რასაც ყველაზე ნაკლებად უფრთხილდება.“

  ჟან დე ლა ბრუიერი

  ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)

  •  

„სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია!“

  მაჰათმა განდი
  •  

„ამ ცხოვრებაში ყოველდღიურ წვრილმან ამბებს რომ სიხარული არ მოჰქონდეს, სიცოცხლეს ფასი არ ექნებოდა.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.“

  გოეთე
  •  

„სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.“

  გოეთე
  •  

„გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.“

  გოეთე
  •  

„ადამიანთა უმეტესობას მანამდე არ ესმის, რა ძვირფასი საჩუქარია სიცოცხლე, სანამ სნეულებას და სატკივარს არ გადაეყრება.“

  იუსტაინ გორდერი
  •  

„სიცოცხლით ტკბობას აუცილებლად შეერწყმება სიკვდილის სურვილი.“

  მაქსიმ გორკი


  •  

„მე არაფერი ვიცი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ძალიან მინდა სიცოცხლე.“

  ჯონი დეპი
  •  

„სიცოცხლე გვეძლევა აუცილებელი პირობით, რომ აღსრულებამდე ვაჟკაცურად ვიცავდეთ.“

  ჩარლზ დიკენსი
  •  

„ადამიანების არსებობის უმთავრესი იდეა სიცოცხლე კი არა, იმის პოვნაა, რისთვისაც იცოცხლებს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი...“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„უნდა იცხოვრო სიცოცხლის მთელი დატვირთვით, რასაც ტანჯვა და სიხარული მოაქვს – აი, ეს არის ნამდვილი სიცოცხლე.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„სიცოცხლე – ესაა თანდათანობით დაბადება.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„სიცოცხლე მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი.“

  რალფ ემერსონი
  •  

„ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმსახურებს მას.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ჩვენი მისწრაფებების ჩახშობა გვიწამლავს სიცოცხლეს.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„სიცოცხლე მაინც სიცოცხლეა ─ იგი ერთხელ ეძლევა ადამიანს; სიკვდილი კი ხელში გიჭირავს ─ არსად წაგივა, იცი...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„სიცოცხლე ისე არ დაამთავრო, ხელახლა დასაწყები გაგიხდეს!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ადამიანი, რომელიც მზადაა, არაფრის გულისათვის მოკვდეს ─ სიცოცხლეს არ იმსახურებს!“

  მარტინ ლუთერ კინგი
  •  

„თუ ადამიანს არ აღმოუჩენია, რისთვისაც ის მოკვდებოდა, ის არც არის სიცოცხლის ღირსი.“

  მარტინ ლუთერ კინგი
  •  

„როგორ შევძლებთ გავიგოთ, რა არის სიკვდილი მაშინ, როცა ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რა არის სიცოცხლე?“

  კონფუცი
  •  

„სიცოცხლე, ეს ისაა, რისი შენარჩუნებაც ყველაზე მეტად გვინდა და რასაც ყველაზე ნაკლებად ვუფრთხილდებით.“

  ჟან დე ლაბრიუიერი
  •  

„ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„ყველა ნივთი ცოცხალია, მთავარია იცოდეთ, როგორ გააღვიძოთ მათში სული.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს სიკვდილზე, თუმც ადამიანი აკვნიდანვე თანდაყოლილი სიძულვილით ცდილობს მის დამსხვრევას.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„ღმერთი სიცოცხლეა ─ ჩვენ ვერ დავინახავთ სიცოცხლეს, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ცოცხლები ვართ [...] ჩვენ ყველანი სიცოცხლის ერთიანი კანონის მოქმედების შედეგი ვართ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„სიცოცხლე ─ მოძრაობაა წინ და მაღლა, მიახლოებაა უზენაესთან და ძილისგან გამოღვიძებაა.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”

  •  

„როცა საკუთარი თავის მიღმა არავის ეჯიბრები ─ სიცოცხლე დღესასწაული ხდება!“

  ვახტანგ მოსიაშვილი
  •  

„დიდხანს სიცოცხლის მთავარი ნაკლი ის არის, რომ თანდათან სასაფლაოზე მეტი ნაცნობი გროვდება, ვიდრე ქალაქის ქუჩებში.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)


  •  

სად არ ჩნდება, ფოთოლს სად არ ამოყრის
ეს სიცოცხლის ყიჟინა და ამბოხი!

  შოთა ნიშნიანიძე

  ციტატის წყარო: “ბალახი”

  •  

სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,
თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა!

  გრიგოლ ორბელიანი

  ციტატის წყარო: “ჰე, მამულო...”

  •  

„საკითხავი ის კი არ არის ─ არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ; საკითხავია ─ შენ ხარ თუ არა ცოცხალი გარდაცვალებამდე.“

  ოშო
  •  

„ღმერთს არ უყვარს გულქვა სულები და ივიწყებს მათ არსებობას ─ ამიტომაც ცოცხლობენ ისინი უსასრულოდ დიდხანს...“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ჩვენი ცოდნა სიცოცხლის შესახებ სიკვდილით შემოიფარგლება.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„არაფერი დამთავრებულა მათთვის, ვინც ცოცხალია!“

  რომენ როლანი
  •  

„კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლო.“

  გურამ რჩეულიშვილი

  ციტატის წყარო: “ასვლა” (1956 წ.)


  •  

„სიცოცხლე თეატრივითაა, რომლის წარმოდგენაშიც მთავარია არა ხანგრძლივობა, არამედ ის, თუ როგორ შეასრულებ მასში საკუთარ როლს.“

  სენეკა
  •  

„უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა ─ იმისათვის იცოცხლო, რომ ჭამო!“

  სოკრატე
  •  

„იყო ცოცხალი, საერთო ჯამში, ნიშნავს ─ გქონდეს ნაიარევები...“

  ჯონ სტეინბეკი


  •  

მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია...

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “ნეაპოლში”

  •  

„სანამ სიცოცხლეა, ბედნიერებაც არის. წინ ბევრი, ბევრი რამეა...“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„სიცოცხლე შეძელით ─ სიკვდილი ყველას შეუძლია!“

  დათო ტურაშვილი
  •  

„მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა ვუყოთ ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას, მაინც ვოცნებობთ უკვდავებაზე.“

  ანატოლ ფრანსი
  •  

შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “იას უთხარით ტურფასა”

  •  

„ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს ─ არსებობს ბედნიერი წუთები.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„საბედნიეროდ, ჩვენი სიცოცხლე ჯერჯერობით არც ისე უშფოთველია, თორემ გზას აკვნიდან სამარემდე უფრო სწრაფად გავივლიდით.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ადამიანი იქამდე ცოცხლობს, სანამ ვინმეს უყვარს....“

  თამაზ ჭილაძე
  •  

„ვაი იმას, ვინც სიცოცხლიდან მხოლოდ კარგის ამოკენკვას შეეცდება ─ სიცოცხლე როგორიცაა, ისეთი უნდა ჩაიხუტო გულში; არც იმის სიმახინჯემ უნდა შეგაწუხოს და არც იმის სიბინძურემ, რადგან სიმახინჯისა და სიბინძურის დაძლევით მივეახლებით სიმშვენიერესა და სიწმინდეს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)

  •  

„ჩვენ მაინც ყველაფერი უნდა ვიღონოთ სიცოცხლის გადასარჩენად, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მეობის, ჩვენი თავისთავადობის გადარჩენას ნიშნავს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)

  •  

„ხანდახან წუთი სიცოცხლეს უდრის.“

  ოთარ ჭილაძე
  •  

„სიცოცხლე, ხანგრძლივიცა და ხანმოკლეც, სიკვდილთან შეჩვევაა და მეტი არაფერი...“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, ადამიანად შობილი, ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

სიცოცხლის სილამაზე ესაა ─
წყაროსთან დაჩოქება
და მდინარეებთან ჭიდილი.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე დღე ან საათია დიდი სიხარულისთვის გადადებული: ქორწილის ღამე, მემკვიდრის დაბადება და საპატიმროდან გამოსვლა. ყოველივე დანარჩენი უბრალო ღიმილია, დინჯი კმაყოფილება.“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„სიცოცხლის მიზანია ─ იცხოვრო ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც არ მოკვდე...“

  მუსა ჯალილი
  •  

„სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.“

  იტალიური ანდაზები