შინაარსზე გადასვლა

სიძულვილი

ვიკიციტატიდან
  •  

„თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათგან განთავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ არსებებზე უარესია და მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია.“

  ნეტარი ავგუსტინე
  •  

„მძულს ყველა, ვისაც აქვს რთული და ქვემძრომის სული.“

  ანაკრეონტი


  •  

„სიძულვილი გამამაგრებელი წამალია, ის ადამიანს აცოცხლებს, შურისძიებისაკენ მოგვიწოდებს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„თუ ადამიანის გული სვენებ-სვენებით ადის სიყვარულის მწვერვალისკენ, სამაგიეროდ სიძულვილის ციცაბო დაღმართში იშვიათად თუ შეფერხდება.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„გააფთრებით სძულთ ქალებს ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს სიყვარულზე იმ წუთში, როცა მათ ნებავდათ.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„უფროსი ძმის სიძულვილი უმცროსისადმი ბუნებრივია (ახალმოვლენილი ძმა მის წილ ნამცხვარს იტაცებს), მაგრამ სიძულვილი ყოველთვის ორმხრივი არ არის.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ზღვარგადასული სიძულვილი სხვა არაფერია, თუ არა ─ სიყვარული.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„სიძულვილისთვის მიძღვნილი ყოველი საათი, სიყვარულისთვის წართმეული მარადისობაა.“

  კარლ ლუდვიგ ბერნე
  •  

„შეგიძლიათ თქვათ, რომ სიძულვილის გრძნობა არასწორია? შეიძლება ასეცაა. მაგრამ ომის დროს? ჩვენი მტრების სიძულვილი მართებულია.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)

  •  

„არავის არ ძალუძს ისეთი სიძულვილი, როგორც მწერალს.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “დადლი სტოუნის საოცარი აღსასრული” (1954 წ.)

  •  

„ერთხელაც მან მითხრა, რომ მე უცნაური ვიყავი და სწორედ ამიტომ შევუყვარდი. თუმცა ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა მიზეზი, რის გამოც ერთ დღესაც შემიძულებდა იგი.“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

„თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს ─ ის რაღაცას წარმოადგენს.“

  გოეთე
  •  

„მათ ვძულვარ, მაშასადამე ─ ჩემი ეშინიათ.“

  ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)

  ციტატის წყარო: “გრაფი მონტე-კრისტო” (1844-1846 წწ.)

  •  

„ო, ხასიათით მდაბალნო! სიყვარულითაც კი ისე გიყვართ, თითქოს გძულდეთ... ო, როგორ მძულხართ ყველანი!“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„სიძულვილი ─ ჭეშმარიტი, ბუნებრივი ვნებაა; ანომალია კი სწორედ სიყვარულია. სწორედ მის გამო გააკრეს ქრისტე ჯვარზე.“

  უმბერტო ეკო
  •  

„მას, ვისაც არ ძალუძს მაღალი საქმენი, სძულს დიადის მქმნელნი.“

  ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„როგორც კი შევამჩნევთ, რომ ადამიანი ვერაფრისთვის ვერ დაგვაფასებს, იმ წუთასვე ვიწყებთ მის შეძულებას.“

  ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„სუსტების მიმართ სიძულვილი უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე მათთან მეგობრობა.“

  ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„თქვენ ვერ გიტანთ მხოლოდ ის, ვისაც ვერ გაურკვევია, თუ რატომ ხართ ასეთი კარგი!“

  პაულო კოელიო
  •  

„თუ ვინმე გძულს, ე.ი. მან დაგამარცხა.“

  კონფუცი
  •  

ბრმა სიძულვილი ─
ვერაფერი იარაღია!

  მურმან ლებანიძე


  •  

„ადამიანები ხშირად სძულთ სხვებს არა მათი ნაკლოვანებების, არამედ მათი ღირსებების გამო.“

  ნიკოლო მაკიაველი


  •  

„თუცა ვიყოთ მოძულე კაცთა, ყოველივე უხმარ ჩვენდა იყვნეს და არცაღა შემიყვარნეს ჩვენ ღმერთმან და ვერცა კეთილი რამე მოვიღოთ მისგან, უწყოდეთ ყოველთა!“

  სულხან-საბა ორბელიანი
  •  

„არ ღირს მტრების სიძულვილი ─ ემოციები ფიქრს ხელს უშლიან.“

  მარიო პიუზო


  •  

„ყველაზე დიდი სიძულვილი ჩნდება მათ მიმართ, ვინც შეძლო გულში ჩაწვდომა, ხოლო შემდეგ ─ სულში ჩაფურთხება.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.“

  ჯონ სტეინბეკი
  •  

„ადამიანის გაგება არასდროს მიგვიყვანს სიძულვილთან.“

  ჯონ სტეინბეკი
  •  

„ვინც სიძულვილს სიძულვილით არ პასუხობს, ის თავსაც გადაირჩენს და სხვასაც გადაარჩენს.“

  ჯონ სტეინბეკი


  •  

„სადაც სიყვარული მთავრდება, იქ სიძულვილი იწყება.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„არ არის აუცილებელი, ვინმემ რამე დაგიშავოს და ამიტომ შეიძულო. საკმარისია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა და მაშინვე შეგძულდება.“

  მიგელ დე უნამუნო
  •  

„ვინც თქვას, რომ მიყვარს ღმერთი და თავისი ძმა სძულდეს, ცრუა.“

  იოანე ღვთისმეტყველი


  •  

„ჩვენ არ უნდა გვძულდეს ისინი, ვინც ჩვენდამი ბოროტება ჩაიდინა, რადგან როგორც კი შევიძულებთ, ჩვენც მათნაირი გავხდებით.“

  ტუპაკ ამარუ შაკური
  •  

„თუ თქვენ მოსწონხართ ადამიანებს, ესე იგი, კარგი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ თუ ისინი ვერ გიტანენ ─ უკეთესი ხართ.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„კაცთმოძულეობა სარკეში შეფურთხებაა.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ


  •  

„არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„თუ ემოციურად ინტელექტუალი ადამიანი ხარ, ვერ შეძლებ ვინმე გეზიზღებოდეს... იმიტომ, რომ ზრდასრულში ხედავ დაჭრილ ბავშვს, რომელსაც იარები არ მოურჩენია... და გესმის ─ რატომ არის ისეთი, როგორიც არის.“

  დენიელ ჩიდიაკი


  •  

რა უფრო გძულს ქვეყანაზე?
წვრილმანობა.

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ

  •  

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
კარგი გული კი მაშინვე სცნობს ─
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “ჩემო კალამო” (1861 წ.)

  •  

მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ,
როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “აი, გავიდა ეს წელიწადიც”

  •  

„ქალში სიძულვილი არაა ─ ან უყვარხარ, ან წაშლილი ფერი ხარ მისთვის.“

  ვაჟა ხორნაული


  •  

„თუ გძულს ადამიანი, მასში რაღაც ისეთი გძულს, რაც შენი ნაწილია. ის, რაც ჩვენი ნაწილი არ არის, ჩვენ არ გვაღიზიანებს.“

  ჰერმან ჰესე

ისინი მე ვერ მიტანენ, მე კი მათ შესახებ არც კი მსმენია... გვძულს ჩვენი სისუსტის მოწმენი. მიზეზი იმისა, რომ ვიღაცას სძულხარ გახლავს, ის რომ მას სურს იყოს შენი მსგავსი. თქვენ ვერ გიტანენ მხოლოდ ისინი, ვისაც ვერ გაურკვევიათ, თუ ხართ მათზე კარგი.