შინაარსზე გადასვლა

სპარტაკი

ვიკიციტატიდან
„სპარტაკის ფიცი“ (1875), მარმარილო — ავტორი: ლუდოვიკო კარბონჩელი. ტიუილრის ბაღი.
რაფაელო ჯიოვანოლის „სპარტაკი“ პირველად 1874 წელს გამოქვეყნდა და მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში ხუთჯერ გამოიცა. მას მერე ის მრავალ ენაზე ითარგმნა. წიგნი ისტორიულ სინამდვილეზეა აგებული. მისი სიუჟეტის მიხედვით შეიქმნა არაერთი ფილმი.

წიგნი ავტორმა მიუძღვნა იტალიელი ხალხის თავდადებულ ბრძოლას უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ. რაფაელო ჯიოვანოლი თავად იყო ამ ბრძოლის მონაწილე, რომელიც „რისორჯიმენტოს“ სახელითაა ცნობილი.

„სპარტაკი“ ქართულად თარგმნა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ნინო ყიფიანმა. წიგნი პირველად გამოიცა 1932 წელს. ნინო ყიფიანისეული თარგმანი უკანასკნელ გამოცემას შეადარა და შეავსო ნონა კალანდარიშვილმა.

ანოტაცია

[რედაქტირება]

ანტიკური რომის შესახებ შექმნილ რომანთაგან „სპარტაკი“ უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი საკითხავია. მასში მოთხრობილია მონად ქცეული გლადიატორის, სპარტაკის, ამბავი, რომელმაც თანამებრძოლებთან ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო და მონათა უდიდეს აჯანყებას ჩაუდგა სათავეში (ძვ.წ. 73-71 წწ.).

ეს არის რომანი ამაღლებული და დრამატული სიყვარულის, მეგობრობისა და ღალატის, გამარჯვების სიხარულისა და მარცხის სიმწარის შესახებ.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„დიქტატორობაზე უარი ვთქვი, ესენი კიდევ მეუფედ მრიცხავენ! ო, სულმდაბლებო, სიცოცხლე არ შეგიძლიათ, თუ არავის ემონეთ!“

  სულას მიმართვა თანამოქალაქეებისადმი

  ციტატის წყარო: თავი II. სპარტაკი მოედანზე

  •  

„მონების ბრბო არ გვაკლია და, მაშასადამე, მბრძანებლებიც გამოჩნდებიან...“

  სულა

  ციტატის წყარო: თავი II. სპარტაკი მოედანზე

  •  

„ჩვენმა სამშობლომ ურთიერთშორის შფოთი და უთანხმოებაც რომ გამოიაროს, მაინც ყველას მმართველობით უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე ერთის დიქტატორობით.“

  კატილინა

  ციტატის წყარო: თავი II. სპარტაკი მოედანზე

  •  

„არაფრიდან თავის დღეში არაფერი არ შეიქმნება.“

  ლუკრეციუსი

  ციტატის წყარო: თავი II. სპარტაკი მოედანზე

  •  

„შენ მოგცეს თავისუფლება, რომელიც საკუთარი სისხლითა და სიმამაცით შეიძინე, მაგრამ ფული არ გაქვს, რომ ისარგებლო ამ თავისუფლებით...“

  კატილინას მიმართვა სპარტაკს

  ციტატის წყარო: თავი III. სამიკიტნო „დამმარხველი ვენერა“

  •  

„დავიჯერო, მაღალმა ღმერთებმა დააწესეს, ჩაგრულმა ვერასოდეს გაიხაროს, მუდამ ლუკმაპური ენატრებოდეს, რომ ეს ქვეყანა ორად იყოს გაყოფილი ─ მგლებად და ცხვრებად, მტარვალებად და ჩაგრულებად?!“

  კატილინა

  ციტატის წყარო: თავი III. სამიკიტნო „დამმარხველი ვენერა“

  •  

„თქვენ ყველაფერი წაართვით ხალხს, რაც კი წაერთმეოდა, არა დაუტოვეთ რა სინათლისა და ჰაერის მეტი, და არც იმას დაანებებთ, თქვენს ხელთ რომ ყოფილიყო!“

  დრუზუსის მიმართვა სენატორებისადმი

  ციტატის წყარო: თავი III. სამიკიტნო „დამმარხველი ვენერა“

  •  

„სულმდაბალნო! ყოველთვის მზად ხართ, ფეხი ულოკოთ იმათ, ვინც ფეხქვეშ გთელავთ და ტალახში გსვრით და შეურაცხყოფთ იმას, ვინც თავს იმდაბლებს და ხელს გიწვდით საშველად!“

  კატილინას მიმართვა თანამოქალაქეებისადმი

  ციტატის წყარო: თავი III. სამიკიტნო „დამმარხველი ვენერა“

  •  

- სპარტაკ, ჩემო მხსნელო, შენისთანები დიადი საქმეებისთვის იბადებიან, ბოლოს კი გმირები ხდებიან.
- ან ტანჯულები!

  გალი კრიკსის მიმართვა

  ციტატის წყარო: თავი IV. რას აკეთებდა სპარტაკი განთავისუფლების შემდეგ

„სპარტაკი“ ბოლშოი თეატრში — 2013 წლის ოქტ. მოსკოვი
  •  

„უნიჭო კაცი მიაღწევს იმას, რასაც მოისურვებს; მე კი, თუმცა ვგრძნობ, რომ ჯარების წინამძღოლობაც შემიძლია, სულ მცირე სამსახურსაც ვერ ვეღირსე...“

  კატილინა

  ციტატის წყარო: თავი IV. რას აკეთებდა სპარტაკი განთავისუფლების შემდეგ

  •  

„ომი ღარიბებისა მდიდრების წინააღმდეგ, მონებისა ბატონების წინააღმდეგ, ჩაგრულებისა მჩაგვრელების წინააღმდეგ, ჩვენი საერთო საქმეა.“

  კატილინა

  ციტატის წყარო: თავი V. კატილინას სანადიმო ოთახი და ვალერიას კონკლავი

მარკუს ლიცინიუს კრასუსის კოსტიუმი 2014 წლის TIFF-ზე — ფილმიდან „სპარტაკი“ (1960)
  •  

„თუკი მათ შეუძლიათ ბრძოლა და სიკვდილი ბრბოს გასართობად, საკუთარი თავისუფლებისთვის ვერ იბრძოლებენ და ვერ დაიხოცებიან?!“

  ევტიპიდა

  ციტატის წყარო: თავი VI. მუქარა, მახე, ხიფათი

  •  

„განა უფლება გვაქვს, დამნაშავეს იგივე პატივი მივაგოთ, რასაც ჩვენი მამა-პაპანი წარსულში სათნოებისთვის მიაგებდნენ?!“

  მარკუს ემილიუს ლეპიდუსი

  ციტატის წყარო: თავი VIII. სულას სიკვდილის შედეგი

  •  

„მთავარია გამბედაობა, სიმამაცე, შეუპოვრობა; აღარ უნდა დავაყოვნოთ დაწყება და მერე თავისთავად წავა საქმე.“

  ენომაი

  ციტატის წყარო: თავი VIII. სულას სიკვდილის შედეგი

  •  

„გავარღვიოთ ეს ოქროს ჯაჭვი, რომლითაც თქვენ შეგვბოჭეთ ჩვენ, ქალები, მაშინ, როდესაც თქვენთვის ყველაფერი საკადრისად მიგაჩნიათ...“

  ვალერია

  ციტატის წყარო: თავი VIII. სულას სიკვდილის შედეგი

  •  

„ტყუილად ფიქრობთ, თქვენი ბრძანებით სიმამაცე და გამბედაობა ჩაუნერგოთ ლაჩარს გულში, უჭკუოს თავში ტვინი ჩაუდოთ და დიდსულოვანი, ჭკვიანი კაცი ბატისტვინად გადააქციოთ.“

  ვალერია

  ციტატის წყარო: თავი VIII. სულას სიკვდილის შედეგი

  •  

„მხოლოდ ვიყო თავისუფალი, ჩემი თავი მევე მეკუთვნოდეს, თვითონ მე ვიყო საკუთარი გულის მბრძანებელი.“

  ვალერია

  ციტატის წყარო: თავი VIII. სულას სიკვდილის შედეგი

  •  

„მე ვერ ვიქნები შენი... იმიტომ, რომ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი ─ ფიცი, წმიდა და გაუტეხელი, მართმევს თავისუფლებას...“

  სპარტაკი

  ციტატის წყარო: თავი VIII. სულას სიკვდილის შედეგი

  •  

„ოჰ, ღმერთებო, დავიჯერო ჯოჯოხეთში ამაზე მეტი სატანჯველი იქნება?! ─ გიყვარდეს საუკეთესო, უწმიდესი, უდიდესი ქალი, უყვარდე იმასაც და გაურბოდე.“

  სპარტაკი

  ციტატის წყარო: თავი VIII. სულას სიკვდილის შედეგი

  •  

„იმ მძვინვარე მხეცებს ადამიანის სახით ჩვენი სისხლი სწყურიათ, მაშ თვითონვე თავიანთი მახვილებით გაგვიჭრან ძარღვები და მაშინ ნახონ, რომ ჩვენც, მონებს, გლადიატორებს, ისეთივე სისხლი გვაქვს, როგორც მათ. რომ ისინიც ისეთივე მოკვდავნი არიან, როგორც ჩვენ!“

  სპარტაკი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„ყოვლის შემძლებელმა იუპიტერმა ყველა ერთნაირად გააჩინა, ყველას ერთნაირად ანათებს მისი მზე და ყველა ერთნაირად უნდა დატკბეს სიცოცხლით.“

  სპარტაკი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„მამაცი კაცი არასდროს არის საწყალი.“

  იულიუს კეისარი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„რაც მე მწადია, ეს არავინ იცის, იქნებ თვითონ მეც...“

  იულიუს კეისარი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„დადგება უხეშ ძალებზე ბატონობის დრო, გონების ბატონობისა ─ ვნებაზე [...] დრო ხალხთა თანასწორობისა, ურთიერთშორის ძმობისა, სიკეთის ზეიმის მთელ ქვეყნიერებაზე.“

  სპარტაკი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„დავიღუპები სახელით სამართლიანი საქმისათვის და ჩვენი სისხლიდან აღმოცენდება თავისუფლების ხე, შურისმაძიებლების ახალი თაობა, რომელიც მჩაგვრელთა შუბლზე ახალ სამარცხვინო ლაქას ამოიკითხავს.“

  სპარტაკი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„ჩააგონე, აიტანონ ყველაფერი, რომ შემდეგში კანონიერი გზით მოიპოვონ ის, რასაც ვერ შეიძენენ იარაღის ძალით.“

  იულიუს კეისარი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„თუ მართლა უკვდავი ოლიმპოს ღმერთები წყვეტენ ადამიანის ბედს და იქ მაინც არსებობს სამართალი, რომელიც დედამიწაზე არ არის, ჩვენი საქმე არ დაიღუპება.“

  სპარტაკი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„ვიცი, რამდენად შეუძლია ბედისწერის დამარცხება შეუდრეკელ სიმამაცეს, განსაკუთრებით სამხედრო საქმეში.“

  იულიუს კეისარი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„ხშირად გამოიწვევს ხოლმე მძიმე საქმეს სულ უბრალო მიზეზი.“

  იულიუს კეისარი

  ციტატის წყარო: თავი IX. ლოთი რესპუბლიკის მხსნელად

  •  

„ .“

  — [[]]

  ციტატის წყარო: თავი X. ამბოხება

  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
  •  

„ .“

  — [[]]
სპარტაკის სიკვდილი მონათა მესამე ომში. ძვ.წ. 71 წელი — მხატვარი ჰერმან ვოგელი (1882)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]

https://www.goodreads.com/book/show/22819338