მიშელ ფუკო: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Stone BKH1.JPG|thumb|200px|ქვა წარწერით – მიშელ ფუკო]]
[[w:მიშელ ფუკო|მიშელ ფუკო]] (ფრანგ. Michel Foucault [miˈʃɛl fuˈko]), 15 ოქტომბერი, 1926, პუატიე — 25 ივნისი 1984, პარიზი) — ფრანგი ფილოსოფოსი, კოლეჟ დე ფრანსის შემეცნებათა სისტემების ისტორიის კათედრის გამგე.ფუკოს ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეცნიერების განვითარებას: მისი გავლენა შეეხო ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ასევე მთელ რიგ გამოყენებითი და პროფესიული ცოდნის სფეროებს.
[[w:მიშელ ფუკო|მიშელ ფუკო]] (ფრანგ. Michel Foucault [miˈʃɛl fuˈko]), 15 ოქტომბერი, 1926, პუატიე — 25 ივნისი 1984, პარიზი) — ფრანგი ფილოსოფოსი, კოლეჟ დე ფრანსის შემეცნებათა სისტემების ისტორიის კათედრის გამგე.ფუკოს ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეცნიერების განვითარებას: მისი გავლენა შეეხო ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ასევე მთელ რიგ გამოყენებითი და პროფესიული ცოდნის სფეროებს.



06:08, 4 აგვისტო 2009-ის ვერსია

ქვა წარწერით – მიშელ ფუკო

მიშელ ფუკო (ფრანგ. Michel Foucault [miˈʃɛl fuˈko]), 15 ოქტომბერი, 1926, პუატიე — 25 ივნისი 1984, პარიზი) — ფრანგი ფილოსოფოსი, კოლეჟ დე ფრანსის შემეცნებათა სისტემების ისტორიის კათედრის გამგე.ფუკოს ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეცნიერების განვითარებას: მისი გავლენა შეეხო ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ასევე მთელ რიგ გამოყენებითი და პროფესიული ცოდნის სფეროებს.



  • ის, რასაც თანამედროვე აზროვნება არსებითად განიხილავს, არის აზრის მიმართება ჭეშმარიტებისა და ყოფიერების ფორმებთან. ჩვენი რეფლექციის ცაზე მეფობს დისკუსი – შესაძლოა, მიუღწეველიც, რომელიც ერთდორულად ონტოლოგიაც შეიძლება იყოს და სენატიკაც. სტრუქტურალიზმი ახალი მეთოდი არ გახლავთ, იგი თანამედროვე ცოდნის კვლავ ცოცხალი და მშფოთვარე სინდისია.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.


  • გრძელი, მაგრამ გარდაუვალი და უცილობელი გზებით ისტორია ადამიანს იმ ჭეშმარიტებამდე მიიყვანს, რომელიც მას საკუთარ თავთან შეაჩერებს.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.


  • თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადება თავისი არსით ადამიანის სხეულში ჩაბუდებული უწესრიგობა, სახიფათო ცვლილებაა, რაც საფრთხეს უქმნის თვით სიცოცხლეს, თუ, ასევე, მას ბუნებრივ ფენომენად მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი კანონზომიერებები, თავისი მსგავსებები და თავისი ტიპები აქვს, მაშინ დავინახავთ, თუ რა ადგილი შეიძლება ჰქონდეს არქეოლოგიას სამედიცინო თვალსაზრისით. ის, რაც არქეოლოგიურ ანალიზს ეძლევა სხვისი ზღვრული გამოცდილებიდან მოყლებული ვიდრე სამედიცინო ცოდნის კონსტიტუციურ ფორმებამდე და ამ ფორმებიდან საგანთა წესრიგსა და იგივეს გააზრებამდე, არის მთელი კლასიკური ცოდნა, ან, გნებავთ, ის ზღურბლი, რომელიც კლასიკურ აზროვნებას გვაშორებს და ქმნის ჩვენს მოდერნულობას. ამ ზღურბლზე აღმოცენდა პირველად ის უცნაური ხატება ცოდნისა, რომელსაც ადამიანს უწოდებენ, და აქედანვე მიეცა გასაქანი ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებს.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ. 31–32


  • ჩრდილში სარკე თავისი ანარეკლით ანგარიშმიუცემლად გვიჩვენებს იმას, რასაც ყველა უყურებს წინა პლანზე. იგი თითქოს ჯადოსნურად ასახავს იმას, რასაც ვერ წვდება თითოეული პერსონაჟის მზერა:მხატვრისა ან მოდელისა, რომელიც სურათზე სარკისეულ ორეულს განასახიერებს.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ. 46


  • ყოველგვარ კულტურაში იმის გამოყენებასა, რისთვისაც შეიძლებოდა მომწესრიგებელი კოდები გვეწოდებინა, და წესრიგის შესახებ რეფლექციებს შორის არსებობს წესრიგის წმინდა გამოცდილება და მისი მყოფობის მოდუსები.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.



  • ენა ცოდნას ეკუთვნის, რის გამოც თავისუფლდება მთელი ისტორიული სივრცე, რომელიც გარდასულ ეპოქებში არ არსებობდა.
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ. 127



ლიტერატურა

  • მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ.
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
მიშელ ფუკო