ბენჯამინ ფრანკლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თარგი რჩ
ბოტის დამატება: az:Bencamin Franklin, mr:बेंजामिन फ्रँकलिन
ხაზი 96: ხაზი 96:
[[af:Benjamin Franklin]]
[[af:Benjamin Franklin]]
[[ang:Benjamin Franklin]]
[[ang:Benjamin Franklin]]
[[az:Bencamin Franklin]]
[[bg:Бенджамин Франклин]]
[[bg:Бенджамин Франклин]]
[[bs:Benjamin Franklin]]
[[bs:Benjamin Franklin]]
ხაზი 118: ხაზი 119:
[[ku:Benjamin Franklin]]
[[ku:Benjamin Franklin]]
[[lt:Bendžaminas Franklinas]]
[[lt:Bendžaminas Franklinas]]
[[mr:बेंजामिन फ्रँकलिन]]
[[no:Benjamin Franklin]]
[[no:Benjamin Franklin]]
[[pl:Benjamin Franklin]]
[[pl:Benjamin Franklin]]

16:20, 14 ივლისი 2010-ის ვერსია

ბენჯამინ ფრანკლინი

ბენჯამინ ფრანკლინი (დ. 17 იანვარი, 1706, ბოსტონი ― გ. 17 აპრილი, 1790, ფილადელფია) — აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე; მეცნიერი, გამომცემელი; ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი.


  • დრო ფულია.


  • სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია.


  • არაფერია უეჭველი გადასახადების და სიკვდილის გარდა.


  • ხელთათმანებიანი კატა თაგვს ვერ დაიჭერს.


  • არ უთვალთვალო მუშებს- ეს იგივეა, დაუტოვო მათ შენი საფულე, თანაც გახსნილი.


  • ასწავლე შენს შვილებს გაჩუმება. ლაპარაკის სწავლას ისინი თავადაც მოახერხებენ.


  • დემოკრატია უნდა იყოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ორი მგელი და ერთი ცხვარი, რომლებიც კენჭს იყრიან იმაზე, თუ რა ჭამონ სადილისათვის.


  • ჩვენ არასდროს ვბრაზდებით უმიზეზოდ, მაგრამ ეს მიზეზი იშვიათად თუა გონივრული.


  • ის ვინც თანახმაა გაცვალოს თავისუფლების თუნდაც მცირე ნაწილი უსაფრთხოებაზე, არ იმსახურებს არც თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას!


  • მას, ვინც უგონოდაა შეყვარებული საკუთარ თავზე, არასდროს გამოუჩნდება მეტოქეები.


  • ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა.
ნაწყვეტი 1783 წლის 11 სექტემბერს პოლკოვნიკ კუინსისთვის მიწერილი წერილიდან.
  • თუკი შეგიძლია, დახარჯო იმაზე ნაკლები ფული, ვიდრე გაქვს, ჩათვალე, რომ ფილოსოფიური ქვა შენს ხელშია.


  • ექიმი რაც უფრო კარგი პროფესიონალია, მით მეტი უსარგებლო წამალი იცის.


  • თავისთავად სიღარიბე არ არის სირცხვილი, მაგრამ სირცხვილია, გრცხვენოდეს მისი.


  • ნუ ისეირნებ მზის გულზე, თუკი ცვილის თავი გაქვს.


  • ერიდეთ ახალგაზრდა ექიმსა და ხადაზმმულ დალაქს.


  • არაფრის კეთებაში ისაა პრობლემა, რომ არ იცი, როდის მორჩები.


  • მოტივაცია გამოიყურება შემდეგნაირად- შენი ოცნებები იცვამენ სამუშაო უნიფორმას.


  • გაუნათლებელი გენიოსი იგივეა, რაც დაუმუშავებელი ვერცხლი საბადოში.


  • გასაღები, რომლითაც სარგებლობენ, მუდამ გაპრიალებულია.


  • ადამიანი იარაღის მკეთებელი ცხოველია.
  • 13 სათნოება
  1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
  2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
  3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
  4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.
  5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
  6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
  7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
  8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
  9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე, იყო მიმტევებელი.
  10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
  11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
  12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა
  13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტესა და სოკრატეს.


  • ფრთხილად იყავით წვრილმან ხარჯებთან დაკავშირებით; პატარა ხვრელს დიდი ხომალდის დაღუპვა შეუძლია.