ნიკოლო მაკიაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: az:Nikkolo Makiavelli
r2.7.3) (ბოტის დამატება: li:Niccolò Machiavelli
ხაზი 127: ხაზი 127:
[[it:Niccolò Machiavelli]]
[[it:Niccolò Machiavelli]]
[[ku:Niccolò Machiavelli]]
[[ku:Niccolò Machiavelli]]
[[li:Niccolò Machiavelli]]
[[lt:Nikolas Makiavelis]]
[[lt:Nikolas Makiavelis]]
[[nl:Niccolò Machiavelli]]
[[nl:Niccolò Machiavelli]]

12:59, 6 მაისი 2012-ის ვერსია

ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (Niccolò di Bernardo dei Machiavelli; დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია – გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია) - რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • მიზანი ამართლებს საშუალებას.
ხელმწიფე (1513), ორიგინალი სათაური (იტალ.): Il Principe (დაწერილია 1505).


  • ლომი ვერ გადაურჩება ხაფანგს,ხოლო მელია ვერ დაიცავს თავს მგლებისაგან. უნდა იყო მელა,რათა ხაფანგებს გადაურჩე და ამასთანავე, ლომი, რათა შეაშინო მგლები.


  • მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.


  • ბედი ჩვენი საქმეების მხოლოდ ნახევარს განაგებს, მეორე ნახევარს კი იგი ადამიანებს ანდობს.


  • ომი მაშინ იწყება, როცა ჩვენ გვსურს, მაგრამ არასდროს მთავრდება მაშინ, როცა ჩვენ ვთხოვთ.


  • ისინი, ვინც საუბრობენ ჩვენს დროში გაძარცულსა და ჩაგრულ ხალხზე, მივლენ ერთ დასკვნამდე – ყოველივე იმის ბრალია, რომ სწორედ ასე იქცეოდნენ მათი მმართველები.


  • იქ, სადაც დიდი სურვილია, დიდი სიძნელეები არ არსებობს.


  • ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.


  • ზიანი უნდა მიაყენო სწრაფად. რაც უფრო ნაკლებად გაანალიზებენ მას, მით უფრო ნაკლებია მისგან ზარალიც.


  • სჯობს წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით.


  • როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.


  • ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს.


  • ბედისწერა ჩვენი საქციელის ნახევარს განაგებს,ხოლო მეორე ნახევრის მართვას ჩვენ გვანდობს.


  • იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება.
ჟურ. თბილისელები; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) – გვ. 112.


  • ის ვისაც ყავს ძლიერი ჯარი, ადვილად იშოვის ძლიერ მოკავშირესაც.
ჟურ. არსენალი; 30 სექტემბერი-13 ოქტომბერი, 2011; N20 (141) – გვ. 14.


  • ყოველივე ის, რაც სასარგებლოა მტრისათვის, საზიანოე შენთვის.


  • ყოველივე ის, რაც სასარგებლოა შენთვის, საზიანოა მტრისთვის.


  • იმას, ვინც ომის დროს მოწინააღმდეგეს უფრო ფხიზლად ადევნებს თვალს და უფრო გულმოდგინედ წვრთნის თავის ლაშქარს, ნაკლები საფრთხე ემუქრება და შეუძლია გამარჯვების მეტი იმედი ჰქონდეს.


  • ყველაზე კარგი ჩანაფიქრი ის ჩანაფიქრია, რომელიც მის ასრულებამდე დაფარული რჩება მტრისათვის.


  • უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ბრძოლის ველზე სწრაფად შეიცნო ხელსაყრელი ვითარება და დროულად ისარგებლო ამით.


  • ძნელია მისი ძლევა, ვინც მტრის ძალებსაც კარგად იცნობს და თავის ძალებსაც.


  • მოლაშქრეთა სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სიმრავლე, მაგრამ ხელსაყრელი პოზიცია ზოგჯერ სიმამაცეზე უფრო სასარგებლოა და მომგებიანია.


  • ვინც უთავბოლოდ მისდევს უკუქცეულ მტერს, მხოლოდ იმას ილტვის, რომ მძლეველიდან ძლეულად იქცეს.


  • ვინც ჯარის მომარაგებაზე არ ზრუნავს, მანამდე დამარცხდება, სანამ ხმალს იშიშვლებს.


  • უნდა შეგეძლოს გადაწყვეტილების შეცვლა, თუკი ამჩნევ, რომ მოწინააღმდეგემ გამოიცნო იგი.


  • ჭკუათხელი კაცი რომ საქმეს წამოიწყებს, წინასწარ ტკბება წარმატების იმედით და ამ სიტკბოებაში გარეულ შხამს კი ვერ ამჩნევს.


  • კაცთა ყოველგვარ მტრობას შიში ან სიძულვილი უდევს საფუძვლად.


  • ქვეყანა ვერ ითმენს გაპარტახებას მთავრის მოხელეთაგან.


  • ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და საუკეთესო ჯარი.


  • გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი.

ლიტ.ნიკოლო მაკიაველი მთავარი 1532.



გამოყენებული ლიტერატურა

  • ნიკოლო მაკიაველი - „მთავარი“;