პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: tr:Paul Valéry
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: uk:Поль Валері
ხაზი 84: ხაზი 84:
[[sl:Paul Valéry]]
[[sl:Paul Valéry]]
[[tr:Paul Valéry]]
[[tr:Paul Valéry]]
[[uk:Валері Поль]]
[[uk:Поль Валері]]
[[zh:保羅·瓦樂希]]
[[zh:保羅·瓦樂希]]

16:45, 24 ივნისი 2012-ის ვერსია

პოლ ვალერი

პოლ ვალერი, (Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry), (დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი), ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.


  • მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)


  • რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.


  • აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.


  • ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.


  • ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.


  • სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.


  • დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ, როგორც ადამიანნი და მეორეჯერ, როგორც დიდნი.


  • ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.


  • ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.


  • ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.


  • ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.


  • გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.


  • წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.


  • სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.


  • ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.


  • სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.


  • თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პოლ ვალერი