გენიოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის შეცვლა: bg:Гениалност — Гении
r2.7.3) (ბოტის დამატება: ko:천재
ხაზი 89: ხაზი 89:
[[es:Genio]]
[[es:Genio]]
[[it:Genialità]]
[[it:Genialità]]
[[ko:천재]]
[[lt:Genijus]]
[[lt:Genijus]]
[[pl:Geniusz]]
[[pl:Geniusz]]

11:33, 22 სექტემბერი 2012-ის ვერსია

  • ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან. ისინი მზად არიან ყველა შეიწყნარონ, გარდა გენიისა.
ოსკარ უაილდი
  • აზრის სიღრმე, წარმოსახვის სიძლიერე და სულის აქტიურობა – აი, რა არის გენია.
დენი დიდრო
  • გენია არის მოთმინება შრომის, შეუპოვრობის აპოლოგია.
ჟორჟ ლუი ლეკლერკ ბიუფონი
  • გენია ერთი მიმართულებით კონცენტრირებული აზრის მოთმინება არის.
ისააკ ნიუტონი
  • გენია – ინტენსიური ენერგიაა.
ჯონ ფლეტჩერი
  • გენიალობა და ბოროტება ერთიმეორეს ვერ შეეწყობა.
ვოლფანგ ამადეუს მოცარტი
  • გენიალური ადამიანი ა წარმოადგენს მხოლოდ მორალურ არსებას, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, პირიქით, ის წარმოადგენს მრავალი საუკუნისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტის მატარებელ არსებას. ამიტომაც ის უმეტესად სხვებისთვის ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი თავისათვის.
არტურ შოპენჰაუერი
  • გენიას შეუძლია გაიმარჯვოს ყოველგვარ დაბრკოლებაზე, რასაც კი მას მტრული ბედი შეახვედრებს.
ბესარიონ ბელინსკი
  • გენია ყოველთვის ჩანს, რადგან მის წინააღმდეგ ყველა ბრიყვი და უნიჭო ერთიანდება.
ჯონათან სვიფტი
  • გენიოსები ბუნებასავით ჰქმნიან.
ალექსანდრე ლოსევი
  • გენიოსები დიდ აზრებთან ერთად გაუგონარ პარადოქსებსაც არ თაკილობენ.
კონსანტინე გამსახურდია
  • გენიოსები მეტეორები არიან, რომელთა მოწოდებაა დაიწვან, რათა გაანათონ საუკუნე.
ნაპოლეონ I (ბონაპარტე)
  • გენიოსები მუზას, როგორც ციდან ასევე გენიალური წიგნებიდანაც, ღებულობენ.
გიოარსი
  • გენიოსები ნათლად და ზედმიწევნით გრძნობენ მას, რასაც სხვები ბუნდოვნად გრძნობენ.
ერნესტ რენანი
  • გენიოსების უკვდავების გარანტია მარტო მათი გენიოსობა კი არ არის, არამედ ადამიანთა თაობების განუწყვეტელი ერთგულება მათი შემოქმედებისადმი, მაშასადამე, დამფასებელთა გემოვნების სიმტკიცე.
ალექსანდრე კალანდაძე
  • გენიოსები წინ უსწრებენ საუკუნეებს, მაშინ როცა ტალანტები წინ უსწრებენ მხოლოდ წლებს.
ონორე დე ბალზაკი
  • გენიოსთა სიზმრები ჭეშმარიტებაა. დიად ადამიანთა წინასწარმეტყველებანი გასაოცარი და ზედმიწევნითი სიზუსტით მართლდება. უფრო ხშირად ისინი მოულოდნელად და უჩვეულოდ სრულდება ხოლმე, მაგრამ მათ ყოველთვის აზრი წარმოშობს.
ანატოლ ფრანსი
  • გენიოსი გზას ხსნის, ნიჭიერი კი – ამ გზაზე დადის.
მ. ებნერ-ეშენბახი
  • გენიოსი თავის თავს ხშირად თვითონ იღუპავს.
სამუელ ჯონსონი
  • გენიოსობა – ერთი პროცენტი შთაგონებაა და ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ოფლი.
თომას ალვა ედისონი
  • გენიოსობა – ესაა ხედვა, რომელიც ჰორიზონტის ყველა პუნქტს ერთი თვალის მოვლებით აღიქვამს.
პოლ ანრი გოლბახი
  • გენიოსს წინასწარ განჭვრეტის ნიჭი აქვს.
ანატოლ ფრანსი
  • გენიოსს წლოვანება არ გააჩნია, ის ყველაფერს გადალახავს, რასაც ჩვეულებრივი ჭკუის შეჩერება შეუძლია.
ფრანსუა დე ლაროფშუკო
  • დამსახურებას ისევე ნიადაგ თან ახლავს სახელი, როგორც ყოველივე სხეულს მისივე ჩრდილი, თუმცა ისევე, როგორც ჩრდილი, ის ხან წინ უძღვის და ხან უკან მისდევს მას.
სენეკა
  • დიადი ღირსების ადამიანებს ადვილად არ აპატიებენ ხოლმე მცირე შეცდომებსაც კი.
მ. ებნერ-ეშენბახი
  • დიდად ნიჭიერნი იწვევენ ხოლმე სიძულვილს – ასევე რკინა იფარება ჟანგით; მხოლოდ უფერულ ადამიანთ არა ჰყავთ მტრები.

ლიტერატურა

  • აფორიზმების ენციკლოპედია, გივი გ. კალანდაძე, "ოაზისი", 2006.