მიგელ დე უნამუნო: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:


{{Q
| ციტატა = წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ჩემი რელიგია“
}}
{{Q
| ციტატა = როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „ჩემი რელიგია“
}}
{{Q
{{Q
| ციტატა = იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს.
| ციტატა = იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს.
ხაზი 51: ხაზი 65:
{{Q
{{Q
| ციტატა = ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.
| ციტატა = ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}

{{Q
| ციტატა = კარგი, მაგრამ, - ვეკითხები საკუთარ თავს, - მაინც რა არის შენი რელიგია? - და თავადვე ვპასუხობ - ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა - ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას...
| ავტორი =
| ავტორი =
| კომენტარი =
| კომენტარი =

10:42, 6 იანვარი 2013-ის ვერსია

  •  

წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს.

  ციტატის წყარო: „აბელ სანჩესი“


  •  

ნუ შეაფასებთ ადამიანებს მხოლოდ მეგობრების მიხედვით- არ დაგავიწყდეთ, რომ იუდა ისკარიოტელს ყველა მეგობარი უნაკლო ჰყავდა.


  •  

თუ კაცს არასოდეს უარუყვია თავისი ნათქვამი, ესე იგი საერთოდ არასოდეს უთქვამს რაიმე.


  •  

არსებობენ „თანამშრომელი“ ადამიანები, ვისაც წიგნის წაკითხვის შემდგომ იტყვიან, ამას მეც ხომ ვფიქრობდი, რომ დამეწერაო...
ისინი განსხვავდებიან იმ უბირთაგან, რომლებიც თავს იმტვრევენ ე.წ. სიმართლეს მიმსგავსებულ ამბების ძებნით, ანდა იმათგან, რომლებთაც ჰგონიათ, ცხადად ვცხოვრობო, და არ იცის, რომ ცხადად ის ცხოვრობს, ვინც გააცნობიერებს ვოცნებობო, ჭკუათმყოფელიც ის არის, ვინც საბოლოოდ შეიგნებს თავის სიგიჟეს!


  •  

უნდა იცხოვრო, რათა გიყვარდეს. დიახ, უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო.


  •  

ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ - ჩვენს როლს ვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს!


  •  

ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.


  •  

ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეშიც კარგად თავსდება! - ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიც კარგად თავსდება.


  •  

არ არის აუცილებელი, ვინმემ რამე დაგიშავოს და ამიტომ შეიძულო. საკმარისია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა და მაშინვე შეგძულდება.


  •  

ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის.