ჯორჯ ბერნარდ შოუ: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61: ხაზი 61:
}}
}}


{{Q
| ციტატა = პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}






* პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.





12:35, 17 თებერვალი 2013-ის ვერსია

ბერნარდ შოუ

ჯორჯ ბერნარდ შოუ (ინგლ. George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც შო); (*26 ივლისი, 1856, დუბლინი ― † 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925).


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  •  

სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილია.

 

As long as I have a want, I have a reason for living. Satisfaction is death.


  •  

ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.


  •  

გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.


  •  

ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.


  •  

არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.


  •  

სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ.


  •  

დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება,მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.


  •  

პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.




  • ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება-ის საკუთარი თავის შექმნაა.


  • რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!


  • ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი- თავად შექმნეს.


  • გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს.


  • ცეკვა- ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატვა.


  • ნუ გაუკეთებთ სხვას იმას,რაც თქვენთვის გინდათ.იქნებ, თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!


  • სიგარეტი - ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი


  • ქალისა და მამაკაცის ზრდილობიანობის საზომი კონფლიქტურ სიტუაციაში ჩადენილი საქციელია.


  • ვინც იცის, აკეთებს , ვინც არა- სხვებს ასწავლის.


  • შიშის მონობა - ყველაზე უარესი მონობაა.


  • როდესაც საკითხი სამხიარულოა, ფრთხილად მოძებნე მასში ფარული ჭეშმარიტება.


  • თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს აღარავინ შეიყვაროს.


  • პროგრესს არაფერი ძალუძს, მაგრამ გვქმნის კი ჩვენ უკეთესებს, ვიდრე უწინ ვიყავით.


  • რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.


  • პატრიოტიზმი-ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე აქ.


  • თუკი ორივეს თითო-თითო ვაშლი გვაქვს, მათი გაცვლით არაფერი შეიცვლება- ორივეს ისევ ერთი ვაშლი გვექნება, მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება.


  • მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია- იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის.


  • არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.


  • ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი რამაა. რა დასანანია, რომ ასე ტყუილად იფლანგება ბავშვებზე.


  • ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას - ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე.


  • რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!


  • ბოროტსა და უბედურ სამყაროში უმდიდრეს კაცს არაფრის ყიდვა შეუძლია, გარდა იმავე ბოროტებისა და უბედურებისა.


  • თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: "რატომ?" , მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: "რატომაც არა?! "


  • როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს- ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოში.


  • მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.


  • როცა ბრიყვს თავისი ნამოქმედარის რცხვენია, იგი ყოველთვის აცხადებს, რომ ეს მისი მოვალეობაა.


  • ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.


  • ვისაც სწორი დასკვნების გაკეთების ძალა შესწევს, ცინიკოსებს უწოდებენ ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია.


  • მეცნიერება არასდროს წყვეტს პრობლემას, თუკი ამ ერთს კიდევ ათი ასეთივე პრობლემა არ დაამატა.


  • ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს.


  • ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.


  • ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს.
ჟურ. თბილისელები; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) – გვ. 92.