პითაგორა: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Kapitolinischer_Pythagoras_adjusted.jpg|250px|left|პითაგორა]]
[[ფაილი:Kapitolinischer_Pythagoras_adjusted.jpg|მინი|250px|პითაგორა]]
'''[[:w:პითაგორა|პითაგორა]]''' (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος) (*~ძვ. წ. 580 - 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს.



* ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი.
* ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი.

11:56, 18 თებერვალი 2013-ის ვერსია

პითაგორა

პითაგორა (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος) (*~ძვ. წ. 580 - 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს.

  • ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი.


  • ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება.


  • ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.


  • მლიქვნელობა სურათზე დახატულ აღჭურვილობას ჰგავს: თუმცა სიამოვნებას გვანიჭებს, სარგებლობა არა აქვს.


  • ეცადე მზის ამოსვლას დაესწრო , იმიტომ რომ არ იცი , დაესწრები თუ არა მის ჩასვლას .


  • ჰქმენი დიადი ისე, რომ ნუ შეჰპირდები დიადს.


  • ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა.


  • ნუ დაგვპირდები, ისე გააკეთე დიადი.


  • ბძენ ზედამხედველს - გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება.


  • ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.


  • ხალხის ზნე რომ ისწავლო, ჯერ მისი ენა შეისწავლე.


  • აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა.


  • იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.


  • კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გინდა, რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე.


  • დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ.


  • სიმთვრალე სიგიჟისათვის ვარჯიშია.


  • ბაქია მოოქრულ იარაღს ჰგავს: გარეთ სხვაა, შიგნით სხვა.


  • განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს.


  • ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს.


  • რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ შენზე, აკეთე საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლი. იყავი ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ.


  • პირფერობა დახატულ იარაღს ჰგავს: შესახედავად სასიამოვნოა, მაგრამ უსარგებლოა, ვერ გამოიყენებ.


  • დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავ, ვიდრე არ განსჯი, რა გააკეთე და ვის რა არგე ამ დღეს.


  • დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე, დუმილს რომ ჯობდეს.


  • ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა.


  • ადამიანთა ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაკლები.
ჟურ. თბილისელები; 9-15 აგვისტო, 2010; N32 (502) – გვ. 104.


გამოყენებული ლიტერატურა

  • აკაკი გელოვანი - „სიბრძნის სიმფონია“, 1989, თბილისი, გვ.45-47;
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პითაგორა