ფიოდორ დოსტოევსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 96: ხაზი 96:
{{Q
{{Q
| ციტატა = არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?

| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971
}}
{{Q
| ციტატა = ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა.
| ავტორი =
| ავტორი =
| კომენტარი =
| კომენტარი =

19:48, 23 მარტი 2013-ის ვერსია

თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი

თედორე დოსტოევსკი (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821 – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881) — რუსი მწერალი.

ციტატები

დანაშაული და სასჯელი (1866)

  •  

სიცრუე ადამიანის ერთადერთი უპირატესობაა სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით. იცრუებ - მართალს მიაგნებ. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის განმეორებას მაინც სჯობია, რადგან პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი!... და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაჩუქარი, მეტს ვეღარ ვეღირსები: არა მსურს „საყოველთაო ბედნიერებას“ ვუცადო. მინდა თვითონაც ვიცხოვრო, თორემ თუ ასე არ იქნა, სიცოცხლე არა ღირს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ახალგაზრდა ქალს თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება... მლიქვნელობა კი, თუნდ მასში ყველაფერი ყალბი იყოს, მაინცსაამო მოსასმენია. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს.

  ციტატის წყარო: „დანაშაული და სასჯელი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

თეთრი ღამეები (1848)

  •  

- არ შემიძლია ვდუმდე, როცა გული ლაპარაკობს. მაგრამ სულ ერთია... დამიჯერეთ, არც ერთი ქალი, არასდროს, არასდროს! არავითარი ნაცნობობა! ეს კია, რომ ყოველდღე ვოცნებობ, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვინმეს შევხვდები-მეთქი, ო, რომ იცოდეთ, ასე რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული!...
- როგორ, ვისზე?
- არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას. გრძნობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

  •  

ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა.

  ციტატის წყარო: „თეთრი ღამეები“ გამომცემლობა ნაკადული თბილისი 1971

იდიოტი (1868)

  •  

ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვნებით თავბრუდახვეული კაცი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და, საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს, იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც უნდა იყოს, ბრიყვი ბალღივით იქცევა.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ზოგიერთი ქალი მხოლოდ საყვარლად ვარგა, სხვა არაფრად.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით დამდგარს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რელიგიური გრძნობის არსს ვერა მსჯელობით, ვერა დანაშაულითა და ბოროტებით, ვერა ათეიზმით ვერ მიუდგები. აქ რაღაც ისე არ არის და არც არასოდეს იქნება ისე. აქ რაღაც ისეთია, რაზეც ნიადაგ ფეხს აისხლეტენ ათეისტები და მუდამ სხვაზე ილაპარაკებენ, არა იმაზე, რაზეც უნდა ილაპარაკონ.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

იმაზე უკეთ არაფერი მოიყვანს კაცს ჭკუაზე, როგორც ძველის მოგონება და მონანიება.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნულ ღირსებას. მაგრამ “საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი - ორი სხავდასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რაც უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო და ოცდათხუთმეტი წელი იქადაგო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისეც წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს უმთავრეს იდეას ვერავის გადასცემ.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

არარაობის და უძლურების შეგრძნების სიმწარესაც აქვს თავისი ზღვარი, რასაც ადამიანი ვერ გადააბიჯებს და რაშიც უდიდეს ნეტარებას პოულობს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

გულისხმიერებას და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მართლაც, იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა, ვთქვათ, მდიდარიცა ხარ, კარგი გვარიშვილიც, გვარიანი შესახედაობისაც, არც განათლება გაკლია, არც ჭკუა, არც თუ კეთილი გული და, ამავე დროს, ნიჭი არაფრისა გცხია, არაფრით გამოირჩევი, უხიაკსაც არავინ გიწოდებს, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, ერთი სიტყვით, ხარ ის, „რაც ყველა“. სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის; კარგი გვარი, მაგრამ არა გამორჩეული; შესახედაობა გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი; განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი, რაში გამოიყენო; ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი „აზრები“ - არა; გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება - არა, ა.შ. და ა.შ. ყოველი მხრივ. ასეთი ადამიანები საოცრად ბლომადაა ამ ქვეყნად, იმაზე მეტი, ვინემ გვგონია.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რა წამს ჩვენი ქალიშვილებიდან ზოგიერთმა თმა შეიკრიჭა, ლურჯი სათვალე წამოიცვა ცხვირზე და ნიჰილისტად მოინათლა, უმალ იწამეს, რომ სათვალეების წამოცმისთანავე საკუთარი „აზრებიც“ გაუჩნდათ. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანს ერთი ბეწოთი მაინც მოეცხოს რომელიმე ზოგადსაკაცობრიო და პატიოსანი შეგრძნების ნიშატი, რომ დაუყოვნებლივ განიმსჭვალოს რწმენით, თითქოს მასავით არავინ გრძნობს უკვე, რომ საერთო განვითარებაში ის მოწინავე კაცს წარმოადგენს. საკმარისია, ამა თუ იმ ადამიანმა ზეპირად მოჰკრას ყური რაიმე აზრს ან რომელიმე წიგნის ერთი ფურცელი წაიკითხოს, რასაც თავი და ბოლო არ გააჩნია; რომ მაშინვე ირწმუნოს, თითქოს ეს „მისი საკუთარი აზრებია“ და საკუთარი ტვინის ნაყოფი. მიამიტობის უსირცხვილობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირდაპირ საკვირველებამდე აღწევს ამ შემთხვევაში; ამბავი ესე დაუჯერებელია, მაგრამ ყოველფეხის ნაბიჯზე კი გვხვდება.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ორიგინალობის სურვილი ზოგ პატიოსან კაცს თაღლითობასაც კი ჩაადენინებს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ვინა თქვა, ადამიანი უბედური შეიძლება იყოსო? რა ბედენაა ჩემი დარდი და გაჭირვება, თუკი ბედნიერი შემიძლია ვიყო? იცით, ვერ გამიგია, რა გულით უნდა ჩაუარო ხეს, შეხედო და ბედნიერება არ იგრძნო? ელაპარაკო კაცს, გიყვარდეს იგი და ამან არ გაგაბედნიეროს!

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს.

  ციტატის წყარო: „იდიოტი“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

ძმები კარამაზოვები (1880)

  •  

ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარსდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არამარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?
- დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.
- ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!
- რატომ უბედური?
- იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება.
- შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია...
- მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვლათა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით - ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ... გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ... მექრთამეობას განეშორეთ... ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით... გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ის, რაც საკუთარ არსებობაში სიბილწედ მიგაჩნიათ, უკვე განიწმინდება, თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგათრობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისაგან განსხვავებით, ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების მსწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარი მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის კი მთელი მეცნიერებაა. მაგრამ აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წაგმართავთ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

დედა, ნუ ტირი, საყვარელო, - კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ, თქვენთან ერთად ვიმხიარულებ, სიცოცხლე ხომ, სიცოცხლე ხომ მხიარულება და სიხარულია. დედა, ნუ ტირი, სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ჩემო საყვარელნო, ძვირფასნო, რატომ მემსახურებით, განა ღირსი ვარ რომ მემსახუროთ? ღმერთი თუ შემეწევა და ვიცოცხლებ, მე თვითონ გემსახურებით, იმიტომ რომ ყველანი ერთმანეთს უნდა ვემსახურებოდეთ.
- ჩემო ძვირფასო, ამას ავადმყოფობა გალაპარაკებს.
- დედა, ჩემო სიხარულო, შეუძლებელია, ბატონები და მსახურები რომ არ იყვნენ, მაგრამ, დაე, მე ჩემი მსახურების მსახური ვიყო, ისე, როგორც ისინი ჩემი მსახურნი არიან. დედიკო, ამასაც გეტყვი, რომ ყოველი ჩვენგანი ყველას წინაშე ყველაფრის გამო დამნაშავეა, ხოლო მე ყველაზე მეტად ვარ დამნაშავე.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ბებერ მატყუარებს, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებით მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმ წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: „ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი „წმინდა“ მრისხანებისა და მრისხანებიის „წმინდა“ წუთის მიუხედავად.“

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

წლები და თვეები რა არის, დღეების თვლა რა საჭიროა, ადამიანს ერთი დღეც ეყოფა, ბედნიერება მთლად რომ შეიგრძნოს. ჩემო კარგებო, რას ვდაობთ, ერთმანეთთან თავს რად ვიქებთ, ერთმანეთზე წყენას გულში რად ვიჩერებთ? გვირჩევნია, ბაღში გავიდეთ, ვისეირნოთ და ვინავარდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი ვაქოთ, ერთმანეთს ვკოცნიდეთ და სიცოცხლეს ვლოცავდეთ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ახლა ყველა მიისწრაფის, სხვებს რაც კი შეიძლება მეტად გაემიჯნოს, საკუთარ არსებობაში სიცოცხლე სრულად განიცადოს, მაგრამ მისი მცდელობის შედეგი სიცოცხლის სრულად განცდის ნაცვლად მხოლოდ თვითმკვლელობაა, რამეთუ თავისი არსების სრულად განსაზღვრის მაგიერ წილად ხვდება სრული განმარტოება. რადგან ჩვენს საუკუნეში ყოველივე ერთეულებად დანახევრდა, ყველა თავის სოროში განმარტოვდა, ყველანი სხვებს ემიჯნებიან, ერთმანეთს ემალებიან, თუკი რამ გააჩნიათ, მალავენ და იმით ამთავრებენ, რომ ადამიანებისგან თავს განარიდებენ და ადამიანებს განირიდებენ. სიმდიდრეს განცალკევებით იხვეჭენ და ფიქრობენ, ძლიერნი და უზრუნველყოფილნი ვართო, მაგრამ უგუნურებმა არ იციან, რაც მეტს მოიხვეჭენ, მით უფრო ეუფლებათ თვითმომსპობი უძლურება. რამეთუ მხოლოდ თავის იმედად ყოფნას არიან მიჩვეულნი, მთლიანს ერთეულებად გამიჯვნიან, მიჩვეულან, რომ ადამიანთაგან შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ადამიანებისა და კაცობრიობის რწმენა დაუკარგავთ და მხოლოდ ფულსა და მოპოვებული უფლებების დაკარგვისა ეშინიათ. ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით. მაგრმა ამ საშინელ განმარტოებასაც ჟამი უსათუოდ დაუდგება და ყველანი ერთბაშად მიხვდებიან, ერთმანეთს რა არაბუნებრივად გაემიჯნენ. მაშინ დროების ასეთი სიო დაჰქროლებს და გაიკვირვებენ, წყვდიადში დიდხანს რომ ისხდნენ და სინათლეს ვერ ხედავდნენ, მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე... მანამდე კი დროშას უნდა მოვუაროთ და თითო-ოროლა ვინმემ მაინც მაგალითი უეცრად აჩვენოს, განმარტოებას განერიდოს, გმირობა გამოიჩინოს და ძმური სიყვარული თუნდაც შმაგურად გაამჟღავნოს. რათა დიადი აზრი არ ჩაკვდეს...

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ჯოჯოხეთი რა არის?
ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ადამიანი მართალთა დამდაბლებისა და შერცხვენის მოყვარულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ცხოვრება ცრემლიანი მორჩილება კი არა, დიადი სიხარულია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

- ო, მერწმუნეთ, რომ გამოცდილი მკურნალი ვარ სულისა.
- ქალბატონო, თუ თქვენ გამოცდილი მკურნალი ხართ, სამაგიეროდ, მე გამოცდილი სნეული ვარ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ძნელად სატვირთველი ტვირთი ყველას კუთვნილი ვერ იქნება, ზოგნი ვერ გაუძლებენ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიყვარული არაფრისგან არ იქმნება, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს „ძვირფასის ძიების“ უნარი გააჩნია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სისულელეები სჭირდება დედამიწას, სისულელეებზე დგას მსოფლიო, ამის გარეშე იქნებ არც არაფერი მომხდარიყო ამქვეყნად.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

თუ მსჯავრს დამდებთ ამ მსჯავრისთვისაც მადლობელი ვიქნები! მაგრამ დამინდეთ, ღმერთს ნუ წამართმევთ, რადგან ვიცი, ბედს დავემდურები, ჩემს სულს უმძიმს, ბატონებო!

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მე ღმერთს კი არა, მის მიერ შექმნილ ღვთიურ სამყაროს არ ვაღიარებ.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მთელი სიცოცხლე ის მაწამებდა მხოლოდ, რომ კეთილშობილება მწყუროდა. ფარნით ვეძებდი, დიოგენეს ფარნით, და მიუხედავად ამისა, მთელი სიცოცხლე მაინც მხოლოდ სისაძაგლეებს ჩავდიოდი.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მე ვარ და მე მიყვარს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

მსჯავრს ვდებ ჩემს სიცოცხლეს და ვზღავ სიცოცხლით ამ მსჯავრისთვის.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

ცხოვრება მინდა და ვცხოვრობ, ლოგიკის მიუხედავადაც კი. შეიძლება არც მჯეროდეს ცხოვრებისეული წესრიგის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს გაზაფხულზე კვირტიდან ახალამომსკდარი, წებოვანი, თხელი ფოთლები, აქ არც ლოგიკა და არც გონება არ გჭირდება, შიგნეულით, გულ-ღვიძლით გიყვარს; მიყვარს ცისფერი ცა, მიყვარს ზოოგიერთი ადამიანი, ხანდახან, არც კი ვიცი რატომ, მაგრამ დამიჯერე, მიყვარს.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

  •  

შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, მით უფრო ირწმუნებთ ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას. თუ მოყვასთა თქვენთა თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია.

  ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ გამომცემლობა საქართველოს მაცნე

ეშმაკნი (1872)

  •  

რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ - სიცოცხლე შენთვის სულ ერთია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუ გინდა ეს ქვეყანა დაიმორჩილო, ჯერ შენი თავი დაიმორჩილე.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედი მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, თუმცა არც იცი, რატომ და რისთვის - იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით, მეტსაც ვიტყვი, ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, იმასაც დროებით, ასე იცის თურმე მწუხარებამ.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

იცით კი, რომ სიმართლე მუდამ დაუჯერებელია? სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავე წუთს ბედნიერი გახდება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანის ცხოვრების მეორე ნახევარი პირველ ნახევარში დაგროვილი ჩვევებისაგან შედგება.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

დიდი ნიჭის მქონე ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს?

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

- ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს... უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, ფარული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი...

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უსაზღვრო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასთვის და ყოველივესთვის, რაიც მისთვის საკუთარ ბედნიერებაზე უფრო მეტად საჭიროა... ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანს მუდამ შეეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოუღებთ ბოლოს. უსაზღვრო და უსასრულო ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ის პატარა პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს... ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო და დიადს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება. მათ არ იციან, არა, რომ ეს უკვდავი, დიადი აზრი მათშიც არსებობს!

  ციტატის წყარო: „ეშმაკნი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

საწყალი ადამიანები (1846)

  •  

ოჰ, ნეტავი რა მომელის, როგორი იქნება ჩემი ბედი! რა მძიმეა ცხოვრება, როცა აწმყო გაურკვეველია, არა გაქვს მომავალი, არ იცი რა გელის. უკან მიხედვისა კი გეშინია. იქ ყველაფერი მწუხარებით არის მოცული, მისი ერთხელ მოგონებაც კი გულს მისერავს. მთელი სიცოცხლე უნდა ვიტირო ჩემი დამღუპველი ბოროტი ადამიანების გამო.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მოგონებები, სასიხარულოა თუ მწარე, მუდამ მტანჯველია. მაგრამ ეს ტანჯვაც ტკბილია და, როდესაც გულს სიმძიმე შემოაწვება, როდესაც გული გტკივა და გელევა, ნაღვლიანი ხარ, მოგონებები მაშინ აახლებენ და აცოცხლებენ მას, ისევე როგორც ნესტიან საღამოს ცვარნამი აახლებს და აცოცხლებს ხოლმე დღის პაპანაქებისაგან დახრუკულ, საცოდავ მჭკნარ ყვავილს.

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

მდიდარ ადამიანებს არ უყვართ, როცა ღარიბები თავიანთ ხვედრს ხმამაღლა შესჩივიან. გვაწუხებენო, თავს გვაბეზრებენო, სიღარიბე ყოველთვის თავმოსაბეზრებელია; ძილს უფრთხობს ალბათ მათ მშიერთა გმინვა!

  ციტატის წყარო: „საწყალი ადამიანები“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი (1861)

  •  

ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

თქვენთვის, მჯღაბნელებისათვის ყველა მომხიბვლელია, ვისაც კაბა აცვია.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

ასე მოსდით ზოგჯერ უგულკეთილეს, ამავე დროს სუსტი ძარღვების მქონე ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი გულკეთილობისა, თვით ნეტარებამდე აჰყვებიან ხოლმე საკუთარ ვარამსა და რისხვას, ეძებენ საბაბს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ყველაფერი გადმოანთხიონ, თუნდაც გული ატკინონ სხვა უდანაშაულო და მეტწილად მათთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

ქალს მაგალითად ზოგჯერ მოთხოვნილება აქვს, თავი უბედური და დაჩაგრული ეგონოს, თუნდაც არც წყენა მიეყენებინოს ვინმეს.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

რაც სამუდამოდ დაკარგულია, იმას ვეღარ დაიბრუნებ.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

თავად ვიქმნით სადარდებელს და თავადვე ვჩივით.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

უკეთუ ქალი რამეში დამნაშავედ გრძნობს თავს, უმალ ამჯობინებს შემდგომში ათასგვარი ალერსით გამოასწოროს თავისი დანაშაული, ვიდრე დანაშაულის აშკარა მხილების დროს აღიაროს იგი და პატიება ითხოვოს.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა!

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

  •  

რაც უფრო მეტია სათნოება და სიკეთე, მით მეტი ეგოიზმია მასში.

  ციტატის წყარო: „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

ყმაწვილი (1875)

  •  

რასაც არ უდნა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძიება იმისა, თუ ვის დაემონოს...

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყველა ხომ ერთნაირი ბუნებისა არ არის; ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას, რომელსაც ასე იოლად ვერ განდევნი და ვეც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო, ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ფული ერთადერთი გზაა, რომელიც არარა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ვისაც სულ ცოტა ჭკუა მაინც აქვს, მას არ შეუძლია იცოცხლოს და არ ეზიზღებოდეს თავისი თავი, სულ ერთია - პატიოსანია ის თუ უპატიოსნო.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

ყოველ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, უთუოდ შემონახული აქვს ხსოვნაში რაიმე მოგონება ისეთი ამბისა, რაც მას გადახდენია და რაც მას შეუფასებია ან მზადაა შეაფასოს როგორც ფანტასტიკური, უჩვეულო, იშვიათი, თითქმის სასწაულებრივი რამ, სიზმარი იქნება ეს, შეხვედრა, მკითხაობა, წინაგრძნობა, თუ რაღაც ამგვარი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

უჭირს ადამიანს იცოდეს ყველა შეცოდება, გაერკვეს რა არის ცოდვა და რა არა: აქ საიდუმლოებაა, რომელსაც კაცის გონება ვერ ჩასწვდება.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

სულ ერთია, სიკვდილის მერეც სიყვარულია!..

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

უღმერთოდ ცხოვრება მარტოოდენ ტანჯვაა და სხვა არაფერი.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

  •  

თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად რჩება; ხოლო თუ მოკვდა მრავალ ნაყოფს გამოიღებს.

  ციტატის წყარო: „ყმაწვილი“ გამომცემლობა „მერანი“ თბილისი

მკვდარი სახლის ჩანაწერები (1862)

  •  

სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

პატიმრის, თავისუფლება აღკვეთილის იმედი - სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანისა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ტირანია - ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა.

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

  •  

აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა... რა საამური წუთია!

  ციტატის წყარო: „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ელფის გამომცემლობა 2011

თვინიერი 1876

  •  

ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ვაი რომ, სულმდაბლობისა ყველაზე უკეთ გაგვეგება.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ვარ კაცთა შორის უკეთილშობილესი, თუმც მევე არ მჯერა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

როცა ადამიანს ასამართლებ, უნდა იცოდე კიდეც, რა იყო და როგორი იყო.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ახალგაზრდობა სულგრძელია, მე კარგ ახალგაზრდობაზე მოგახსენებთ, სულგრძელია და ამასთან ფიცხი, მოუთმენელი. ცოტა თუ შეგცდა - უმალ ზიზღით შემოგაქცევს ზურგს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

მეც ხომ უბედური ვიყავი! მეც ხომ ყველამ გამრიყა, გამრიყა და დამივიწყა!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ახალგაზრდობის სულგრძელობა კაი რამაა - მაგრამ კაპიკად ფასობს. რატომ? იმიტომ, რომ მუქთად მოსდის, იმიტომ, რომ უშრომლად მოსდის.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ქალს ხომ ორიგინალობის ნატამალი არ გააჩნია, ეს ხომ აქსიომა გახლავთ, ეს ხომ ჩემთვის დღესაც აქსიომაა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტებად რჩება, ხოლო მოსიყვარულე ქალი საყვარელი კაცის ნაკლსაც, საყვარელი კაცის სიავკაცესაც გააღმერთებს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

უცნაურობა ნაკლი როდია, პირიქით, ქალს კიდეც ხიბლავს ზოგჯერ უცნაურობა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

იცით, ბატონებო, ზოგი იდეა ხმამაღლა თუ ითქვა, სიტყვად თუ იქცა, ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, შენვე შეგრცხვება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ყველანი საძაგლები ვართ და სიმართლე ვერ აგვიტანია.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

თქვენ მე გამრიყეთ, ადამიანებო, უხმოდ, ზიზღით გამაგდეთ, ჩემს სიფიცხეს შეურაცხყოფა მიაგებეთ. მაშსადამე, უფლება მაქვს კედელი აღვმართო ჩემ და თქვენ შორის.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ვაჰმე, რომ სიმართლეზე საშინელი ამქვეყნად არაფერი ყოფილა!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ჩვენ დაწყევლილები ვართ, ადამიანის ცხოვრება დაწყევლილია აწ და მარადის!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

გოროზი, ამაყი, ნუგეშისა და ნამუსის მოწმენდას არავის სთხოვს, უსიტყვოდ იტანჯება.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ნუ შეშინდები, ადამიანო, იყავი ამაყი! შენ არ ხარ დამნაშავე!..

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

იმაზე საწყენი და აუტანელი განა რა არის, როცა შემთხვევა დაგღუპავს, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, როცა, საუბედუროდ, ყველაფერი შენს დასაღუპად დაემთხვევა ერთმანეთს, თუმცა შეიძლება ავდრის ღრუბელივით ჩაევლო.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ახლა კი დავრჩი ამ ცარიელ ოთახებში, დავრჩი ისევ მარტოდმარტო, დავრჩი ობლად. აგერ წიკწიკებს და წიკწიკებს საათი, რა ენაღვლება, ან რა აწუხებს. მე კი არავინ დამრჩა, არავინ მყავს მე უბედურს.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

რა ჭირად ვიხლი ახლა მაგ თქვენს კანონებს? რაში მჭირდება თქვენი წესები, თქვენი ადათი, თქვენი ცხოვრება, სახელმწიფო, თქვენი მრწამსი? მოვიდეს და გამასამართლოს თქვენმა მსაჯულმა, თუნდაც საჯაროდ, მე ვეტყვი, არაფერი არა მწამს-მეთქი. რად დამიმსხვრია უმეცრებამ, გაუგებრობამ ის, რაც ყველაზე მეტად მიღირდა? რა თავში ვიხლი ახლა თქვენს კანონებს? განზე გავდგები ყველაფრისგან. ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთი გახლავთ!

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე - ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი - ესაა თქვენი დედამიწა.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

  •  

„ერთმანეთი გიყვარდეთ ხალხნო“, - ვინა თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობლად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი.

  ციტატის წყარო: „თვინიერი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2011

მოთამაშე (1867)

  •  

მძულხართ იმიტომ, რომ ამდენი უფლება მოგანიჭეთ და კიდევ უფრო იმიტომ, რომ ასე მჭირდებით.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

რაც შეეხება გამორჩენასა და მოგებას, მარტო რულეტზე კი არა, სადაც არ გინდათ, ადამიანები მუდამ ერთმანეთს აცლიან ლუკმას და მუდამ მოგებას ცდილობენ. ხოლო გამორჩენა და მოგება რაოდენ საძაგლობაა, ეს უკვე სხვა საკითხია.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

პირდაპირ საკვირველი და სასაცილოა, რარიგ მეტყველია ხოლმე მორცხვი და ავადმყოფურად კდემამოსილი შეყვარებული კაცის თვალები, თუმცა უმალ მიწის გასკდომასა და შიგ ჩავარდნას არჩევს, ვინემ თავისი გრძნობები სიტყვითა და მზერით გაამჟღავნოს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ადამიანს ყველა გარემოებაში შეუძლია ღირსება შეინარჩუნოს. თუ საამისოდ ბრძოლა დასჭირდა, ეს კიდევ უფრო აამაღლებს, განა დაამცირებს!

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

მარტოოდენ ფრანგებსა და კიდევ, მგონი, ევროპელებიდან ზოგს გააჩნიათ ისეთი გარეგნული ფორმა, უღირსი ფრიად ღირსეულად აჩინოს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ვიცი, არავითარი იმედი არა მაქვს და თქვენთვის ნული ვარ. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით: ყველგან მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გხედავთ, სხვა ჩემთვის არაფერი არსებობს. რად მიყვარხართ ასე, ვერ გეტყვით. იცით კი, რომ შეიძლება სულაც არ ხართ ლამაზი? წარმოიდგინეთ, ისიც არ ვიცი, მართლა ლამაზი სახე გაქვთ თუ არა? გული ნამდვილად ცუდი გაქვთ, არა მგონია, ჭკუაც კეთილშობილი გქონდეთ. კი, კი, შესაძლოა ასეც იყოს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

რატომ მიწყრებით? იმიტომ, რომ თქვენს მონად ვაცხადებ თავს? მერე რა, მიმსახურეთ, ჰო, მიმსახურეთ მონასავით! იცით თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლათ? იმიტომ კი არა, გადაგიყვარეთ ან ვიეჭვიანე, არა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მინდა გშთანთქოთ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ადამიანი ბუნებით მტარვალია, სხვისი წვალება უყვარს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ბუნებრივად თავაზიან ფრანგს იშვიათად შეხვდები. მუდამ ნაძალადევად, მუდამ ანგარიშით არის თავაზიანი.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ყველა ქალი ერთნაირია! ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ჭეშმარიტად სიბერეშიაც მოგკითხავს და დაგსჯის ღმერთი სიამაყისთვის.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერ და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

ადამიანს მართლაც უყვარს საკუთარი მეგობარიც კი თავის წინ დამცირებული იხილოს.

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

  •  

მართლა რაღაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა უცხო მხარეში გადახვეწილი, შენს ქვეყანას, შენს მეგობრებს მოშორებული, ხვალ რომ არ იცი, რას შეჭამ, აიღებ და უკანასკნელ, შენს უკანასკნელ გულდენს ჩამოხვალ!

  ციტატის წყარო: „მოთამაშე“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

უგვანო ანეგდოტი (1862)

  •  

ჩვენ ყველანი ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის ძალგვიძს.

  ციტატის წყარო: „უგვანო ანეგდოტი“ გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1984 წ.

სხვა ნაწარმოებები

  •  

ადამიანებს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს ერთი შეხედვით რომ ახარისხებენ და არაფერს პოულობენ საერთოს.

  •  

სიმართლის სხივს ვერავითარი ნისლი ვერ გაუძლებს.

  •  

არის ხალხი, ვისაც მეტისმეტი გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს, მეტადრე თუ გაბრაზებამ ზღვარს გადააცილა.

  •  

ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს მხეცური ბუნება აქვს, მაგრამ სინამდვილეში დიდი უსამართლობაა, რომ ადამიანი ცხოველს შეადარო: ცხოველი ვერასოდეს იქნება ისეთი ულმობელი, როგორიც ადამიანია.

  •  

ადამიანებს ბავშვებივით უნდა მოუარო, ზოგზე კი, როგორც ავადმყოფზე ზრუნავენ საავადმყოფოში, ისე უნდა იზრუნო.

  •  

რა მშვენიერია ყოველივე ღვთიური!

  •  

დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან.

  •  

ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა.

  •  

ხალხის უმაღლესი და დამახასიათებელი ნიშანია სამართლიანობის განცდა.

  •  

მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია.

რესურსები ინტერნეტში

Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
Category:Fyodor Dostoyevsky