არაბული ანდაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Fixing interwiki issues
ხაზი 135: ხაზი 135:
[[li:Arabisje spraekwäörd]]
[[li:Arabisje spraekwäörd]]
[[lt:Arabų patarlės ir priežodžiai]]
[[lt:Arabų patarlės ir priežodžiai]]
[[nl:Arabische spreekwoorden]]
[[no:Arabiske ordtak]]
[[no:Arabiske ordtak]]
[[pl:Przysłowia arabskie]]
[[pl:Przysłowia arabskie]]

16:24, 18 აპრილი 2014-ის ვერსია

  • არასწორად გაგებულ შეკითხვას არასწორად უპასუხებენ.

  • ბევრი გზაა, რომელსაც გულთან არ მივყავართ.

  • გაბრაზება იწყება სიგიჟით და მთავრდება სინანულით.
  • გაიცინე და მთელი სამყარო შენთან ერთად გაიცინებს. იტირე და შენ მოგიწევს იტირო მარტომ.

  • ერთი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერ.

  • ვენახი გაყიდა და საწნახელი იყიდაო.

  • თვალი წარბებზე მაღლა ვერასდროს აღმოჩნდება.
  • თუკი ლომმა თავისი ეშვები გამოაჩინა, ნუ ჩათვლი, რომ შენ გიცინის.

  • ის, ვინც სხვებს დაუქცევს წყალს, თავადვე დალევს უკანასკნელი.
  • ის შეიცნობს ღმერთს ყველაზე უკეთ, ვინც ღვითისგან მხოლოდ ბოძებულს დასჯერდება.
  • ისეთი ძმა უნდა გყავდეს, რომლის გარეშეც შენ იმ ჯარისკაცის მსგავსი იქები, რომლიც ომში უიარაღოდ მიიჩქარის.
  • იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის.

  • კოღოს შეუძლია ლომს თვალიდან სისხლი ადინოს.

  • მანამ უნდა გამოჭედო რკინა, სანამ ცხელია.
  • მიეცი მეგობრებს შენი სისხლი და ფული.
  • მოერიდე იდიოტს, ის ძველ კაბასავითაა- რამდენჯერაც არ უნდა დაკემსო, ქარო მაინც ისევე გახევს.
  • მსახური, რომელიც ერთდროულად ორ ბატონს მსახურებს, ორივე მათგანს ეთვალთმაქცება.

  • ნემსივით, რომელიც მოსავს სხვებს, მაშინ, როცა თავადაც შიშველია.
  • ნუ სთხოვ მომღერალს იმღეროს, სანამ თავად არ მოესურვება სიმღერა.

  • რაც უფრო მოგემატება ჭკუა, მით ნაკლებს ილაპარაკებ.
  • რელიგია რომ არა, ხალხი ერთმანეთს ამოჟლეტდა.
  • როცა კამათი უაზროა, საუკეთესო რიტორიკა დუმილია.

  • სიბრიყვე დაავადებაა, რომელისაც არც ერთი წამალი არ შველის.
  • სჯობს ღირსეულად შეეგებო სიკვდილს, ვიდრე ლაჩარივით გაექცე.

  • ტირანის სახლი ნანგრევებშია.

  • უმეცარია, ვინც ფეხქვეშ ეგება მეფეებს,ხოლო მეგობრებს- გულს სტკენს.
  • უფრთხილდი შენ მტრებს ერთგზის ხოლო მეგობრებს- მრავალგზის, რადგანაც მეგობარმა უკეთესად იცის, როგორ მოგაყენოს ზიანი.

  • ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება.

  • ყველა ჩვენგანი თანასწორი, ისივე, როგორც სავარცხლის კბილები.

  • შეინახე შენი თეთრი მონეტა შავი დღისათვის.
  • შენი სახლი ყოველთვის ბარაქით სავსე იქნება, თუკი მოწყალებას გასცემ.

  • ცდა არ დააკლო, რომ გაათხოვო შენი ასული, მაგრამ მაინდამაინც ნუ ეცდები დანიშნო შენი ვაჟი.
  • ცეცხლი საკუთარ თავს ამოწვავს, თუკი ვერაფერს იპოვის დასაწვავად.
  • ცხენი ყველაზე უკეთ იცნობს თავის მხედარს.

  • წარმატების საიდუმლო: იარე წინ.

  • ხალხი არ უხდის მადლობას მას, ვინც არ არის ღმერთის მადლობელი.
  • ხალხი მიჰყვება გამარჯვებულს.
  • ხელში მოქცეული ერთი ჩიტი ხეზე მჯდომ ათ ჩიტს სჯობს.