ჯორჯ ბერნარდ შოუ: განსხვავება გადახედვებს შორის
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 125: | ხაზი 125: | ||
}} |
}} |
||
{{Q |
|||
| ციტატა = რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?! |
|||
| ავტორი = |
|||
| კომენტარი = |
|||
| ორიგინალი = |
|||
| დამოწმება = |
|||
}} |
|||
* ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი- თავად შექმნეს. |
* ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი- თავად შექმნეს. |
11:29, 6 სექტემბერი 2014-ის ვერსია
ჯორჯ ბერნარდ შოუ (ინგლ. George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც შო); (*26 ივლისი, 1856, დუბლინი ― † 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925).
სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილია. | |
As long as I have a want, I have a reason for living. Satisfaction is death. |
ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია. |
გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა. |
ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას. |
არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა. |
სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ. |
დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება,მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება. |
პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს. |
ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება - ის საკუთარი თავის შექმნაა. |
ჯენტლმენია მამაკაცი, რომელმაც მოიწვია გოგონა თავის სახლში გრავიურების სანახავად და ანახებს მას გრავიურებს. |
თუ თქვენ იპოვით საკუთარ ბედნიერებას და სიხარულით ცას ეწვევით, თქვენ დაემგვანებით მოხუცს, რომელიც სათვალეს ეძებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხვირზე ეკეთა. |
თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდი დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა. |
ვნებიან ქალთან უფრო ადვილია ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენ ქალთან, თუმცა ვნებიანს უფრო ხშირად ტოვებენ და არავინ ახრჩობს. |
კაცთმოძულეობა სარკეში შეფურთხებაა. |
ახლა, როდესაც არ შეგვიძლია ვიფრინოთ, როგორც ჩიტებმა, ვიცუროთ, როგორც თევზებმა, დაგვრჩენია მხოლოდ ერთი რამ გასაკეთებლად, ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ მიწაზე ადამიანურად. |
რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?! |
- ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი- თავად შექმნეს.
- გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს.
- ცეკვა- ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატვა.
- ნუ გაუკეთებთ სხვას იმას,რაც თქვენთვის გინდათ.იქნებ, თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!
- სიგარეტი - ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი
- ქალისა და მამაკაცის ზრდილობიანობის საზომი კონფლიქტურ სიტუაციაში ჩადენილი საქციელია.
- ვინც იცის, აკეთებს , ვინც არა- სხვებს ასწავლის.
- შიშის მონობა - ყველაზე უარესი მონობაა.
- როდესაც საკითხი სამხიარულოა, ფრთხილად მოძებნე მასში ფარული ჭეშმარიტება.
- თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს აღარავინ შეიყვაროს.
- პროგრესს არაფერი ძალუძს, მაგრამ გვქმნის კი ჩვენ უკეთესებს, ვიდრე უწინ ვიყავით.
- რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.
- პატრიოტიზმი-ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე აქ.
- თუკი ორივეს თითო-თითო ვაშლი გვაქვს, მათი გაცვლით არაფერი შეიცვლება- ორივეს ისევ ერთი ვაშლი გვექნება, მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება.
- მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია- იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის.
- არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.
- ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი რამაა. რა დასანანია, რომ ასე ტყუილად იფლანგება ბავშვებზე.
- ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას - ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
- რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!
- ბოროტსა და უბედურ სამყაროში უმდიდრეს კაცს არაფრის ყიდვა შეუძლია, გარდა იმავე ბოროტებისა და უბედურებისა.
- თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: "რატომ?" , მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: "რატომაც არა?! "
- როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს- ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოში.
- მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.
- როცა ბრიყვს თავისი ნამოქმედარის რცხვენია, იგი ყოველთვის აცხადებს, რომ ეს მისი მოვალეობაა.
- ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.
- ვისაც სწორი დასკვნების გაკეთების ძალა შესწევს, ცინიკოსებს უწოდებენ ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია.
- მეცნიერება არასდროს წყვეტს პრობლემას, თუკი ამ ერთს კიდევ ათი ასეთივე პრობლემა არ დაამატა.
- ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს.
- ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.
- ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს.
- ჟურ. თბილისელები; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.