ალექსანდრე მაკედონელი: განსხვავება გადახედვებს შორის
No edit summary |
|||
ხაზი 123: | ხაზი 123: | ||
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] |
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]] |
||
[[კატეგორია:ბერძნები]] |
|||
[[კატეგორია:მხედართმთავრები]] |
[[კატეგორია:მხედართმთავრები]] |
15:15, 19 სექტემბერი 2014-ის ვერსია
ალექსანდრე მესამე (გვიანი ივლისი, 356 ძვ.წ. – 10 ივნისი, 323 ძვ.წ) — მაკედონიის მმართველი; მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და ა.შ. ცნობილია ალექსანდრე დიდის და ალექსანდრე მესამე მაკედონელის სახელით.
ციტატები
არისტოტელეს მე მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს. |
მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა. |
არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური. |
იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით. |
მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო. |
თუ მამაჩემმა ყველაფერი დაიპყრო, საომარს და საგმიროს ამ ქვეყანაზე ჩვენ არაფერს დაგვიტოვებს. |
გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს მოქმედებას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა. |
მე არ ვიპარავ გამარჯვებას! |
ძალიან ცუდია, დამარცხდე ბრძოლაში უცხოელ ჯარისკაცებთან, უარესია, დამარცხდე ბრძოლაში უცხოელ ქალთან. |
მხედრები დამოკიდებულნი არიან დიდების სურვილზე და ხშირად ტყუილი, რომელიც ირწმუნეს, ჭეშმარიტებად იქცევა. |
რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო მეტს ითხოვ. ომი შენს გამარჯვებაში იბადება. |
იღბალი მამაცთა თანამგზავრია. |
ურთულესი ომი, რაც მე გადამიტანია, ეს არის ომი ჩემს ცოლთან. |
რესურსები ინტერნეტში
- Alexander the Great: An annotated list of primary sources from Livius.org
- Wiki Classical Dictionary, extant sources and fragmentary and lost sources
- Plutarch, Life of Alexander (in English)
- Justin, Epitome of the Philippic History of Pompeius Trogus (in English)
- Plutarch, Of the Fortune or Virtue of Alexander the Great (in English)
- Quintus Curtius Rufus, Histories of Alexander (in Latin)