ყურანი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q428
ხაზი 1: ხაზი 1:
'''[[W:ყურანი|ყურანი]]''' არის ისლამის წმიდა წიგნი. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. შეიძლება რომ ერთი აია იყოს ერთი ციტატა.
'''[[W:ყურანი|ყურანი]]''' არის ისლამის წმიდა წიგნი. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. შეიძლება რომ ერთი აია იყოს ერთი ციტატა.


== სურა I გამხსნელი (წიგნისა) ==
== სურა I ალ-ფათიჰა (გამხსნელი (წიგნისა)) ==
[[File:გამხსნელი.jpg|300px|thumb|right|გამხსნელი წიგნისა]]
[[File:გამხსნელი.jpg|300px|thumb|right|გამხსნელი წიგნისა]]
* 1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.
* 1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.

14:43, 2 თებერვალი 2016-ის ვერსია

ყურანი არის ისლამის წმიდა წიგნი. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. შეიძლება რომ ერთი აია იყოს ერთი ციტატა.

სურა I ალ-ფათიჰა (გამხსნელი (წიგნისა))

გამხსნელი წიგნისა
  • 1. სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.

2. ქება ალაჰს, უფალს სამყაროთა,

3. მოწყალესა, მწყალობელსა.

4. სამსჯავროს დღის მბრძანებელსა.

5. მხოლოდ შენა გმონებთ და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას.

6. გვიწინამძღვრე პირდაპირი გზით;

7. იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება; არა – შერისხულთა და არცა – გზააბნეულთა.

სურა II ძროხა

  • სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.

1. ალიფ, ლამ, მიმ,

2. ეს წიგნი – ეჭვი არ არის მასში – ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის;

3. მათთვის, რომელთაც ირწმუნეს დაფარული, დგრებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ.

4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა შენზე; რაც გარდმოვლენილა შენზე უწინ და ზესთასოფლისა სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ.

5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან თავიანთი უფლის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან.

  • 21. ო, ხალხო, ემონეთ თქვენს უფალს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ; რათა ეგების, ღვთისა გეშინოდეთ.

22. რომელმაც ნოხად გიქციათ მიწა, ზეცა კი – სახურავად; გარდმოადინა ციდან წყალი და აღმოაცენა მისით ნაყოფები თქვენს საზრდოდ. ნუ შეუქმნით ალაჰს თანასწორთ, მაშინ, როცა თქვენ უკვე იცით.

23. ხოლო თუ დაგაეჭვებთ ის, რაც გარდმოვუვლინეთ ჩვენს მონას მაშინ, ერთი სურა მაინც მოიტანეთ ამის მსგავსი და უხმეთ თქვენს მოწმეებს – თვინიერ ალაჰისა – თუკი მართალნი ხართ.

24. და თუ ეს არ გაგიკეთებიათ და ვერაც გააკეთებთ, მაშ გეშინოდეთ ცეცხლისა, რომლის სახმილია ადამიანები და ქვები, და რომელიც გამზადებულია ურწმუნოთათვის.

25. ხოლო ახარე მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეთ აღასრულებდნენ – მათია წალკოტები, რომელთა წიაღაც მიედინებიან მდინარენი. და როცა კი ამ წალკოტთა რომელიმე ნაყოფს ჭაშნიკს გაუსინჯავენ, იტყვიან – ეს ის არის, რაც უწინაც გაგვისინჯავსო, და მას რაიმეს შეადარებენ. ეყოლებათ მათ იქ (მუდმივად) განწმენდილი წყვილები და იქნებიან იქ მარადიულნი.

  • 255. ალაჰი – არა არს ღმერთი, თვინიერ მისისა, მარად ცოცხალისა, მიწყივარსებულისა. არასოდეს წაართმევს მას თავს თვლემა, არცა ძილი. მისია ყოველი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ვინ არის, ვინც მის წინაშე შუამდგომლობას გაბედავს, ისე თუ მისი ნება არ იქნა, რომელმაც იცის ყველაფერი, რაც მათზე უწინ იყო და რაც იქნება მათ შემდგომ. ხოლო ისინი ვერაფერს მისწვდებიან მისი ცოდნისაგან იმის გარდა, რასაც თვით ინებებს. გაშლილია მისი ტახტი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არ უჭირს ამ ორის დაცვა. ჭეშმარიტად, იგი მაღალია, დიდებული.

256. არანაირი იძულება – სარწმუნოებაში! გარჩეულია ჭეშმარიტი გზა გზააბნევისგან. ხოლო ვინც არ დაუჯერებს ტაღუთს და ირწმუნებს ალაჰს, მოეჭიდება მტკიცე თოკს, რომელსაც ერთი ნაპობიც კი არსადა აქვს. ალაჰი ყოველისგამგონეა, ყოველისმეცნიერი.

257. ალაჰია მეგობარი მათი, ვინც ირწმუნა; გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში. ხოლო მათი მეგობარი, ვინაც არ ირწმუნა, ტაღუთია. ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი. იქნებიან იქ მარადიულნი.

სურა III იმრანის სახლეული

სურა IV ქალები

სურა V მაგიდა

სურა VI საქონელი

სურა VII ზღუდეები

სურა VIII ნადავლი

სურა IX მონანიება (გამიჯვნა)

სურა X იუნუსი

სურა XI ჰუდი

სურა XII იუსუფი

სურა XIII ქუხილი

სურა XIV იბრაჰიმი

სურა XV ალ–ჰიჯრი

სურა XVI ფუტკარი

სურა XVII ღამეული გადაყვანა (ისრაელის ძენი)

სურა XVIII გამოქვაბული

სურა XIX მარიამი

სურა XX ტა ჰა

სურა XXI წინასწარმატყველნი

სურა XXII ჰაჯი

სურა XXIII მორწმუნენი

სურა XXIV სინათლე

სურა XXV განსხვავება

სურა XXVI მგოსნები

სურა XXVII ჭიანჭველანი

სურა XXVIII ამბავი

სურა XXIX ობობა

სურა XXX რომაელნი

სურა XXXI ლუკმანი

სურა XXXII თაყვანისცემა

სურა XXXIII დაჯგუფებანი

სურა XXXIV საბა

სურა XXXV შემოქმედი / ანგელოზნი

სურა XXXVI ია სინ

სურა XXXVII დამწკრივებულნი

სურა XXXVIII სადი

სურა XXXIX გუნდები

სურა XL მიმტევებელი / მორწმუნე

სურა XLI განმარტებულა(ნ)

სურა XLII თათბირი

სურა XLIII შემკულობანი

სურა XLIV კვამლი

სურა XLV მუხლმოყრილნი

სურა XLVI ქვიშის ბორცვები

სურა XLVII მუჰამადი

სურა XLVIII გამარჯვება

სურა XLIX ოთახები

სურა L კაფ

სურა LI მიმომფანტველნი

სურა LII (სინას) მთა

სურა LIII ვარსკვლავი

სურა LIV მთვარე

სურა LV მოწყალე

სურა LVI მოსაწევნელი

სურა LVII რკინა

სურა LVIII მომჩივანი ქალი

სურა LIX შეკრება

სურა LX ქალი, რომელიც გამოიცდება

სურა LXI (მებრძოლთა) მწკრივი

სურა LXII პარასკევი

სურა LXIII თვალთმაქცნი

სურა LXIV ურთიერთმოტყუება

სურა LXV განქორწინება

სურა LXVI აპრძალვა

სურა LXVII მეუფება

სურა LXVIII კალამი / ნუნი

სურა LXIX გარდუვალი

სურა LXX საფეხურები

სურა LXXI ნუჰი

სურა LXXII ჯინები

სურა LXXIII თანზე სამოსშემოხვეული

სურა LXXIV წამოსასხამში გახვეული

სურა LXXV აღდგომა

სურა LXXVI ადამიანები

სურა LXXVII წარმოგზავნილნი

სურა LXXVIII ცნობა

სურა LXXIX ამომრთმეველნი

სურა LXXX მოიღუშა

სურა LXXXI დაგრაგვნა

სურა LXXXII გადაპობა

სურა LXXXIII ამწყავნი

სურა LXXXIV გადასკდომა

სურა LXXXV თანავარსკვლავედნი

სურა LXXXVI ღამით მავალი

სურა LXXXVII უზენაესი

სურა LXXXVIII დამბურავი

სურა LXXXIX განთიადი

სურა XC ქალაქი

სურა XCI მზე

სურა XCII ღამე

სურა XCIII რიჟრაჟი

სურა XCIV გადახსნა / განა ჩვენ არ გადავხსენით?

სურა XCV ლუღვი

სურა XCVI ლეკერტი

სურა XCVII განჩინება

სურა XCVIII ნათელი მტკიცება

სურა XCIX მიწისძვრა

სურა C მოჭენავენი

სურა CI გამგმირავი

სურა CII მომხვეჭელობა

სურა CIII დაისი

სურა CIV მქირდავი

სურა CV სპილო

სურა CVI კურაიში

სურა CVII საბოძვარი

სურა CVIII / წყალ / უხვი

სურა CIX ურწსუნონი

სურა CX შეწევნა

სურა CXI პალმის ბოჭკონი

სურა CXII სიწრფელე (რწმენისა)

სურა CXIII ცისკარი

სურა CXIV კაცნი

  • სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა.

1. თქვი: საშველად მივაშურებ უფალს კაცთა,

2. მუფეს კაცთა,

3. ღვთაებას კაცთა,

4. სიავისაგან დაფარული მაცდუნებლისა,

5. რომელიც ცდუნებას თესს გულებში კაცთა –

6. ჯინთა და კაცთა.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ყურანი