არტურ შოპენჰაუერი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 124: ხაზი 124:
{{Q
{{Q
| ციტატა = რაც უფრო ბედნიერია სიჭაბუკე, მით უფრო სევდიანია სიბერე. ამიტომ, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა.
| ციტატა = რაც უფრო ბედნიერია სიჭაბუკე, მით უფრო სევდიანია სიბერე. ამიტომ, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა.
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}

{{Q
| ციტატა = ყველა სასოწარკვეთილი სულელი, რომელსაც საამაყო არაფერი გააჩნია, სიამაყის უკანასკნელ რესურს, იმ ნაციაში ხედავს, რომელსაც ეკუთვნის. იგი ყოველთვის მზადაა, კბილებით დაიცვას მისი ყოველი შეცდომა და უგუნურება, ასე ემალება ის საკუთარი არარაობის შეგრძნებას.
| ავტორი =
| ავტორი =
| კომენტარი =
| კომენტარი =

17:49, 14 ივლისი 2017-ის ვერსია

არტურ შოპენჰაუერი

არტურ შოპენჰაუერი (დ. 22 თებერვალი, 1788 - გ. 21 სექტემბერი,1860 ), გერმანელი ფილოსოფოსი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ (1819).

  •  

ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.


  •  

ცხოვრება ბიზნესია, რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.


  •  

ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.


  •  

სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.


  •  

იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.


  •  

ყოველი დღე - პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება - პატარა დაბადება, ყოველი დილა - პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი - პატარა სიკვდილი.


  •  

ყოველი ჩვენგანი რომ არ იყოს დაინტერესებული საკუთარი თავით, ცხოვრება იქნებოდა იმდენად უინტერესო, რომ ვერცერთი ვერ გავუძლებდით მას.


  •  

ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი - ძალიან მოკლე წარსული.


  •  

ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.


  •  

ამ სამყაროში მხოლოდ ორი ალტერნატივაა - იყო მარტო ან იყო ვულგარული.


  •  

ყოველი ბავშვი მცირეოდენად მაინც გენიოსია, ყოველი გენიოსი მცირეოდენად მაინც ბავშვია.


  •  

მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია.


  •  

მამაკაცები ბუნებით უბრალოდ გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ; ხოლო ქალები კი- დაუძინებელი მტრები.


  •  

გაათავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვი, პირიქით, შენ მას მიეცი ძალიან ბევრი.


  •  

ცხოვრება მოკლეა, ხოლო სიმართლე დიდხანს ძლებს, ამიტომ, მოდით, ვილაპარაკოთ სიმართლე.


  •  

რაც უფრო ბედნიერია სიჭაბუკე, მით უფრო სევდიანია სიბერე. ამიტომ, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა.


  •  

ყველა სასოწარკვეთილი სულელი, რომელსაც საამაყო არაფერი გააჩნია, სიამაყის უკანასკნელ რესურს, იმ ნაციაში ხედავს, რომელსაც ეკუთვნის. იგი ყოველთვის მზადაა, კბილებით დაიცვას მისი ყოველი შეცდომა და უგუნურება, ასე ემალება ის საკუთარი არარაობის შეგრძნებას.