ბარაკ ობამა: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25: ხაზი 25:
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:პოლიტიკოსები]]
{{განხილვის გვერდი}}

19:46, 20 ივლისი 2019-ის ვერსია

ბარაკ ობამა

ბარაკ ჰუსეინ ობამა II (ინგლისურად: Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი-დემოკრატი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი 2009–2017 წლებში. პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტობამდე, წარმოადგენდა ილინოისის შტატს აშშ-ის სენატში 2005–2008 წლებში.

მცირე ბიოგრაფია

ობამა დაიბადა ქალაქ ჰონოლოლუში, ჰავაის შტატში. 1983 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მუშაობდა ჩიკაგოში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დამცველად. 1988 წელს, ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო გაზეთ „Harvard Law Review“-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ, გახდა სამოქალაქო უფლებების დამცველი ადვოკატი, ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კონსტიტუციურ კანონებს. წარმოადგენდა მე-13 ოლქს შტატ ილინოისის სენატში 1997–2004 წლებში, სანამ აირჩევდნენ აშშ-ის სენატში. მიიღო მთელი ქვეყნის ყურადღება 2004 წლის მარტში პრაიმერის გამარჯვების შემდეგ, კვლავ მიიქცია ყურადრება 2004 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კონვენციაზე გამოსვლით და ნოემბერში არჩევნებში გამარჯვებით. 2008 წელს, გახდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც ერთწლიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ პრაიმერში დაამარცხა ჰილარი კლინტონი. ნოემბერში, უკან ჩამოიტოვა რესპუბლიკელთა კანდიდატი ჯონ სიდნი მაკ-კეინი და აირჩა აშშ-ს პრეზიდენტად; მისი ინაუგურაცია ჩატარდა 2009 წლის 20 იანვარს. ცხრა თვის შემდეგ, დასახელდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად.

თანამდებობაზე ყოფნის პირველი ორი წლის განმავლობაში, ობამა ხელი მოაწერა არაერთ მნიშვნელოვან კანონპროექტს: პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის (ხშირად მოხსენიებული როგორც „Obamacare“ ან „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“), დოდ–ფრენკის უოლ სტრიტის რეფორმის და მომხმარებელთა დაცვის აქტებს და მხარი დაუჭირა Don't Ask, Don't Tell-ის პოლიტიკის გაუქმებას. ხელი მოაწერა ამერიკის გამოჯანმრთელებისა და რეინვესტირების, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აქტს, უმუშევრობის დაზღვევის რეავტორიზაციას და სამუშაო ადგილების შექმნის 2010 წლის აქტს. ეროვნული ვალის ლიმიტებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ხელი მოაწერა ბიუჯეტის კონტროლის და ამერიკელ გადასახადების გადამხდელთა ტვირთის შემსუბუქების აქტებს. საგარეო პოლიტიკაში, გაზარდა ამერიკული კონტიგენტი ავღანეთში, რუსეთთან ერთად შეამცირა ბირთვული იარაღის რაოდენობა და გამოიყვანა ამერიკული ჯარი ერაყიდან. ამასთან ერთად, გასცა ლიბიის მმართველის, მოამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩატარების ბრძანება. მისივე ბრძანებებით ჩატარდა სამხედრო ოპერაციები, რომელთა შედეგადაც შედგა ოსამა ბინ ლადენის და ალ-ქაიდას სასარგებლოდ ოპერატიულ მუშაობაში ანვარ ალ-ავლაქის ლიკვიდაცია.

ობამამ მინაწილეობა მიიღო 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, დაამარცხა რესპუბლიკელთა კანდიდატი მიტ რომნი; მისი მეორე ინაუგურაცია შედგა 2013 წლის 20 იანვარს. მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, ობამა აქტიურად ცდილობდა ლგბტ-საზოგადოების უფლებების დაცვას. მისი ადმინისტრაცია ურჩევდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, არაკონსტიტუციურად ეცნო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. უზენაესმა სასამართლომ ობერგფელისა და ჰოდჯის საქმის განხილვის შემდეგ, არაკონსტიტუციურად ცნო ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. ობამა მხარს უჭერდა ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლს სენდი ჰუქის სკოლაში სროლის საპასუხოდ. ობამამ აგრეთვე გამოსცა რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება, რომლებიც ძირითადად ეხებოდა კლიმატის ცვლილებასა და იმიგრაციას. საგარეო პოლიტიკაში, ობამამ კვლავ გასცა ერაყში სამხედროების დისლოცირების ბრძანება, განაგრძო ავღანეთში აშშ-ის ოპერაციების დასრულების პროცესი, მონაწილეობა მიიღო პარიზის შეთანხმების შექმნა-გავრცელებაში, წამოაყენა ყირიმსა და უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ინიციატივა, მოახდინა კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. მისი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გაუმჯობესდა.

მის პრეზიდენტობას ისტორიკოსები და საზოგადოება ძირითადად დადებითად აფასებენ. ობამამ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა 2017 წლის 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ და ამჟამად ცხოვრობს აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონიში. 2018 წლის დეკემბერში, „Gallup“-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ობამა 11 წლის განმავლობაში ამერიკაში ყველაზე აღტაცებული მამაკაცი იყო

ციტატები

  • „თუ სწორ გზას ადგახარ და სიარული არ გეზარება, მაშინ აუცილებლად მიაღწევ იმ სამყაროს, რომელსაც ყოველთვის ეძებდი.“
  • „ცვლილებები არასდროს მოხდება, თუ სხვის დახმრებას ან „საჭირო მომენტს“ დაელოდები. იყავი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე, რადგან თვითონ ყველაზე კარგად იცი, რა გაქვს შესაცვლელი!“
  • „მომავალი მხოლოდ იმას აჯილდოვებს, ვინც არასდროს ამბობს უარს ოცნებაზე!“
  • „ახალგაზრდების მთავარი პრობლემა – სულსწრაფობაა. ერთის მხრივ, მოუთმენლობა კარგია, რადგან სამყარო კალეოდოსკოპიური სისწრაფით იცვლება, მაგრამ სასურველი ცვლილებების ლოდინში, ბევრს იმედი უცრუვდება და სწრაფად ნებდება წარუმატებლობას.“
  • „თუ მხოლოდ დიდი ფულის შოვნაზე ფიქრობ, მაშინ არც ამბიცია გაქვს, არც ოცნება და არც ფული გჭირდება არაფერში.“
  • „ნებისმიერი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არა გრანდიოზული პრობლემები, არამედ მეწვრილმანე ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის საკუთარ სარგებელს ეძებენ საერთო პრობლემაში.“
  • „თუ საკუთარი აზრი გაქვს და სითამამე გყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად, მაშინ ნუ შეგეშინდება იმ სისასტიკის, რომელსაც ადამიანები შენს მიმართ გამოიჩენენ.“

რესურსები ინტერნეტში

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ბარაკ ობამა