პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎რესურსები ინტერნეტში: არ იძებნება, ამოვიღე ბმულები
 
ხაზი 237: ხაზი 237:
}}
}}


==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons|Paul Valéry}}
{{Commons|Paul Valéry}}
{{ვიკიპედია}}
{{ვიკიპედია}}
* [http://www.paulvalery.org/ Centre for Valéry Studies at Newcastle University]
* [http://unix.cc.wmich.edu/~cooneys/poems/fr/valery.daylewis.html "The Graveyard By The Sea"]
* [http://www.thedrunkenboat.com/valery.html "The Footsteps"]
* [http://www.paulvalery.fr/paul-valery-1.php ''Les Harpes Secretes'']
* [http://www.historyguide.org/europe/valery.html "Crisis of the Mind"]
* [[wikilivres:Paul Valéry|Works by Paul Valéry]]
* [http://valery.fabula.org/ Ressources sur Paul Valéry (ფრანგულად)]

{{DEFAULTSORT:ვალერი, პოლ}}
{{DEFAULTSORT:ვალერი, პოლ}}
[[კატეგორია:პოეტები]]
[[კატეგორია:ფრანგი პოეტები]]
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]

უკანასკნელი რედაქცია 20:35, 4 დეკემბერი 2019-ის მდგომარეობით

პოლ ვალერი

პოლ ვალერი (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?! (ვარიაციები დეკარტზე)


  •  

რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.


  •  

აი, რა არის ყველაზე ძნელი ამქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.


  •  

ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.


  •  

რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და „აზრებით“, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.


  •  

ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.


  •  

სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.


  •  

ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.


  •  

ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.


  •  

ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.


  •  

ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.


  •  

გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.


  •  

წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.


  •  

სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.


  •  

ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.


  •  

სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.


  •  

თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.


  •  

ქარი ძლიერდება... უნდა ვცადოთ და ვიცხოვროთ!


  •  

ჭკვიანი ქალი ისაა, რომელთან ყოფნისას შეგიძლია ყველა სახის სისულელე გამოამჟღავნო.


  •  

ის, რაც არაფერს ჰგავს - არ არსებობს.


  •  

ორი სიტყვიდან სჯობს მოკლე ამოირჩიო.


  •  

დღე ანათებს ჩემს აზრებს, ჩემი აზრები ანათებენ ჩემს ღამეს.


  •  

ღმერთო, მე ვიყავი ყოფიერების მეორე მხარეს და სიამოვნებას განვიცდიდი საკუთარ არარაობაში, მე გამომაგდეს ამ მდგომარეობიდან, რათა გამოვსულიყავი ცხოვრების კარნავალზე.


  •  

ადვლი ყოველთვის ცრუა, რთული კი ყოველთვის უხეირო.


  •  

გასამართლება არ არსებობს მაყურებლების გარეშე.


  •  

თუ არ შეუძლიათ შეუტიონ აზრს, უტევენ მოაზროვნეს.


  •  

სერიოზულ ადამიანს ცოტა იდეები აქვს, ბევრი იდეის მფლობელი ადამიანი არასოდეს არაა სერიოზული.


  •  

ნურასოდეს განსჯით ადამიანს თავისი მეგობრებით, იუდას საუკეთესო მეგობრები ჰყავდა.


  •  

ზრდილობიანობა კარგად ორგანიზებული გულგრილობაა.


Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
Paul Valéry
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პოლ ვალერი