ვინსენტ ვან გოგი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 84: ხაზი 84:
}}
}}


{{DEFAULTSORT:ვან გოგი, ვინსენტ}}

{{DEFAULTSORT: ვინსენტ ვან გოგი}}
[[კატეგორია: პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია: პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია: მხატვრები]]
[[კატეგორია: ჰოლანდიელი მხატვრები]]
[[კატეგორია: ჰოლანდიელები]]

20:09, 5 დეკემბერი 2019-ის ვერსია

ვინსენტ ვან გოგი

ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია — გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი) — ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.

ციტატები

  •  

რომც შევძლო ცხოვრებაში ოდნავ თავის წამოწევა, მაინც იგივეს გავაკეთებ, რასაც ახლა, დავლევ პირველივე შემხვედრთან და დავხატავ მას.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

რამდენი სილამაზეა ხელოვნებაში! მას ვისაც ახსოვს ყოველივე, რაც კი ნახა, არასოდეს დარჩება აზრით მშიერი, არასოდეს იქნება მარტოხელა.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

ღმერთის განსჯა მის მიერ შექმნილი სამყაროთი არ შეიძლება, ეს მხოლოდ წარუმატებელი ეტიუდია.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

ვიცოდი, რომ ჩემი სიყვარული მოკლულია, მგრამ ყოველი სიკვდილის შემდეგ აღდგომა დგება, შენ კი ჩემი აღდგომა ხარ.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

როდესაც ამსტერდამში ჩავედი, მითხრეს: „თქვენი შეუდრეკლობა ამაზრზენია“. მე ლამფის ცეცხლს შევუშვირე ხელი და ვუთხარი: „ნება დამრთეთ, ვიხილო ის, სანამ ხელი ცეცხლში მაქვს“.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

მარტოობაში ადამიანი დაიღუპება, გადარჩენა სხვასთან ერთადაა.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

იტანჯებოდე და არ წუწუნებდე - აი ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო ცხოვრებაში.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

ამ ქვეყნად რომ სწორ გზას დაადგე, საკმარისი არ არის იყო უბრალოდ ბედნიერი, რომ სინდისი სუფთა გქონდეს - ადამიანმა უნდა დაეხმარო კაცობრიობას, უნდა შექმნა რაიმე ახალი, შენი არსებობით დაამტკიცო სიწმინდე და უარჰყო გარყვნილება, რომელშიც ალპობს თავის ცხოვრებას კაცობრიობის უმრავლესობა.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

მას ვისაც მოქმედება სურს, არ ეშინია წარუმატებლობის.

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები


  •  

არც ისე ცუდია, როდესაც გაქვს სამსახური, გაქვს ფული ახალი მოდელის დასახატად, მაგრამ სად არიან მეგობრები? სად არის ის ახლო ადამიანი, რომელსაც შეიძლება ერთი სიტყვა უთხრა, თუნდაც ამინდზე?!

  ციტატის წყარო: ვინსენტ ვან გოგი ცოტატები