ჯორჯ ბერნარდ შოუ: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1: ხაზი 1:
{{წყარო}}
{{წყარო}}
[[ფაილი:George bernard shaw.jpg|thumb|ბერნარდ შოუ]]
[[ფაილი:George bernard shaw.jpg|thumb|ბერნარდ შოუ]]
[[w:ჯორჯ ბერნარდ შოუ|'''ჯორჯ ბერნარდ შოუ''']] ([[w:ინგლისური ენა|ინგლ.]] George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც ''შო''); (*[[w:26 ივლისი|26 ივლისი]], [[w:1856|1856]], დუბლინი ― [[w:2 ნოემბერი|2 ნოემბერი]], [[w:1950|1950]], ეიოტსენტლორენსი) — [[w:ირლანდია|ირლანდიელი]] დრამატურგი, [[w:ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი ([[w:1925|1925]]).
[[w:ჯორჯ ბერნარდ შოუ|'''ჯორჯ ბერნარდ შოუ''']] ([[w:ინგლისური ენა|ინგლ.]] George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც ''შო''); (დ. [[w:26 ივლისი|26 ივლისი]], [[w:1856|1856]], დუბლინი ― გ. [[w:2 ნოემბერი|2 ნოემბერი]], [[w:1950|1950]], ეიოტსენტლორენსი) — [[w:ირლანდია|ირლანდიელი]] დრამატურგი, [[w:ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი ([[w:1925|1925]]).
==ციტატები==

{{რჩეული}}
{{რჩეული}}


ხაზი 378: ხაზი 378:


{{DEFAULTSORT:შოუ, ჯორჯ ბერნარდ}}
{{DEFAULTSORT:შოუ, ჯორჯ ბერნარდ}}
[[კატეგორია:მწერლები]]
[[კატეგორია:ირლანდიელი მწერლები]]
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]
[[კატეგორია:პიროვნებები ანბანის მიხედვით]]

უკანასკნელი რედაქცია 11:42, 12 დეკემბერი 2019-ის მდგომარეობით

ბერნარდ შოუ

ჯორჯ ბერნარდ შოუ (ინგლ. George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც შო); (დ. 26 ივლისი, 1856, დუბლინი ― გ. 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925).

ციტატები[რედაქტირება]

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  •  

სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილია.

 

As long as I have a want, I have a reason for living. Satisfaction is death.

  •  

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.


  •  

ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.


  •  

გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.


  •  

ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.


  •  

არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.


  •  

სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის - ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ.


  •  

დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება,მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.


  •  

პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.


  •  

ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება - ის საკუთარი თავის შექმნაა.


  •  

ჯენტლმენია მამაკაცი, რომელმაც მოიწვია გოგონა თავის სახლში გრავიურების სანახავად და ანახებს მას გრავიურებს.


  •  

თუ თქვენ იპოვით საკუთარ ბედნიერებას და სიხარულით ცას ეწვევით, თქვენ დაემგვანებით მოხუცს, რომელიც სათვალეს ეძებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხვირზე ეკეთა.


  •  

თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდი დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა.


  •  

ვნებიან ქალთან უფრო ადვილია ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენ ქალთან, თუმცა ვნებიანს უფრო ხშირად ტოვებენ და არავინ ახრჩობს.


  •  

კაცთმოძულეობა სარკეში შეფურთხებაა.


  •  

ახლა, როდესაც არ შეგვიძლია ვიფრინოთ, როგორც ჩიტებმა, ვიცუროთ, როგორც თევზებმა, დაგვრჩენია მხოლოდ ერთი რამ გასაკეთებლად, ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ მიწაზე ადამიანურად.


  •  

რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!


  •  

ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელსაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი - თავად შექმნეს.


  •  

გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს.


  •  

ცეკვა - ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატვა.


  •  

ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!


  •  

სიგარეტი - ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი.


  •  

ქალისა და მამაკაცის ზრდილობიანობის საზომი კონფლიქტურ სიტუაციაში ჩადენილი საქციელია.


  •  

ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა - სხვებს ასწავლის.


  •  

შიშის მონობა - ყველაზე უარესი მონობაა.


  •  

როდესაც საკითხი სამხიარულოა, ფრთხილად მოძებნე მასში ფარული ჭეშმარიტება.


  •  

თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს აღარავინ შეიყვაროს.


  •  

პროგრესს არაფერი ძალუძს, მაგრამ გვქმნის კი ჩვენ უკეთესებს, ვიდრე უწინ ვიყავით.


  •  

რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.


  •  

პატრიოტიზმი - ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე აქ.


  •  

თუკი ორივეს თითო-თითო ვაშლი გვაქვს, მათი გაცვლით არაფერი შეიცვლება - ორივეს ისევ ერთი ვაშლი გვექნება, მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება.


  •  

მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია - იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის.


  •  

არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.


  •  

ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი რამაა. რა დასანანია, რომ ასე ტყუილად იფლანგება ბავშვებზე.


  •  

ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას - ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე.


  •  

რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!


  •  

ბოროტსა და უბედურ სამყაროში უმდიდრეს კაცს არაფრის ყიდვა შეუძლია, გარდა იმავე ბოროტებისა და უბედურებისა.


  •  

თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: „რატომ?“, მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: „რატომაც არა?!“


  •  

როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს - ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოში.


  •  

მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია, ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.


  •  

როცა ბრიყვს თავისი ნამოქმედარის რცხვენია, იგი ყოველთვის აცხადებს, რომ ეს მისი მოვალეობაა.


  •  

ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.


  •  

ვისაც სწორი დასკვნების გაკეთების ძალა შესწევს, ცინიკოსებს უწოდებენ ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია.


  •  

მეცნიერება არასდროს წყვეტს პრობლემას, თუკი ამ ერთს კიდევ ათი ასეთივე პრობლემა არ დაამატა.


  •  

ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს.


  •  

ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.