აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q379612
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:AkakiTsereteli.jpg|thumb]]
[[ფაილი:AkakiTsereteli.jpg|thumb]]
'''[[w:აკაკი წერეთელი|აკაკი როსტომის ძე წერეთელი]]''' (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. [[w:სხვიტორი|სხვიტორი]], ახლანდელი [[w:საჩხერის მუნიციპალიტეტი|საჩხერის მუნიციპალიტეტი]] — გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), გამოჩენული ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
'''[[w:აკაკი წერეთელი|აკაკი როსტომის ძე წერეთელი]]''' (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. [[w:სხვიტორი|სხვიტორი]], ახლანდელი [[w:საჩხერის მუნიციპალიტეტი|საჩხერის მუნიციპალიტეტი]] — გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე) ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
==ციტატები==

{{Q
{{Q
| ციტატა = რა იციან, რომ ეს გული მკვდარია! რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზედ მწარია!
| ციტატა = რა იციან, რომ ეს გული მკვდარია! რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზედ მწარია!
ხაზი 97: ხაზი 97:
}}
}}



== რესურსები ინტერნეტში ==
{{ვიკიპედია}}
{{ვიკიპედია}}
* [http://www.lib.ge/each_author.php?28 აკაკი წერეთელი], შემოქმედება, www.lib.ge.


{{DEFAULTSORT:წერეთელი, აკაკი}}
{{DEFAULTSORT:წერეთელი, აკაკი}}

13:39, 12 დეკემბერი 2019-ის ვერსია

აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე) — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ციტატები

  •  

რა იციან, რომ ეს გული მკვდარია! რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზედ მწარია!

  ციტატის წყარო: „მუხამბაზი“. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია, გამომც. მერანი, 1980, თბილისი. გვ. 223

  •  

ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.


  •  

და სადაც სიყვარულია - იქ სიწმინდეა. ღმერთია.


  •  

ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.


  •  

ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია.


  •  

პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს - მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება.


  •  

ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?! მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!


  •  

იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს სადაც ეკალი სთესია?


  •  

პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.


  •  

მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული.


  •  

ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო.


  •  

გული თუ გატყდა, შესაძლებელიც აღარ სჯერა!