ნაპოლეონ I: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(ბოტი: Napoleon4.jpg შეიცვალა Jacques-Louis_David_007.jpg-ით)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[სურათი:Napoleon4.jpg|thumb|ნაპოლეონ I]]
[[სურათი:Jacques-Louis_David_007.jpg|thumb|ნაპოლეონ I]]
{{Wikipedia}}
{{Wikipedia}}
'''ნაპოლეონ ბონაპარტი''' ([[w:15 აგვისტო|15 აგვისტო]] [[w:1769|1769]] - [[w:5 მაისი|5 მაისი]] [[w:1821|1821]]) საფრანგეთის იმპერატორი.
'''ნაპოლეონ ბონაპარტი''' ([[w:15 აგვისტო|15 აგვისტო]] [[w:1769|1769]] - [[w:5 მაისი|5 მაისი]] [[w:1821|1821]]) საფრანგეთის იმპერატორი.

18:42, 15 ივნისი 2008-ის ვერსია

ნაპოლეონ I
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ნაპოლეონ I

ნაპოლეონ ბონაპარტი (15 აგვისტო 1769 - 5 მაისი 1821) საფრანგეთის იმპერატორი.


  • დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.


  • ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.


  • ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.


  • სარდალი, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებზე და მაშველ ძალაზე ფიქრობს,უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.


  • ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ყავს.


  • იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება:ხმალი და გონება.საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.


  • გვარდია კვდება,მაგრამ არ ნებდება(ისტორიული სიტყვები,თქმული ვატერლოოს ბრძოლისას)


  • ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.


  • არასდროს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს შეცდომის დაშვებაში.


  • შეუძლებელია შეძრწუნების გარეშე გაიხსენო ეს ბუმბერაზი(რუსეთი), რომელსაც ვერ შეუტეთ ვერც ფლანგებიდან, ვერც ზურგიდან, თვითონ კი დაუსჯელად გესხმის თავს საიდანღაც, ან იხევს უკან, ყინულეთში, სიკთდილისა და კაეშნის წიაღში. ეს ხომ არაა ის მითიური ანტეოსი, რომელსაც ვერანაირად ვერ დაამარცხებ, თუ ხელს არ ჩაავლებ, არ ასწევ და ჰაერში არ გაგუდავ? მაგრამ ვინ იზამს ამას? სადღა ნახავ ჰერაკლეს?


  • რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს.ესაა ბაგრატიონი.


  • სიტყვა "შეუძლებელს" მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით.


  • საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას.


  • რა არის სიყვარული? -ვნება,რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს დედამიწას, ხოლო მეორეზე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.


  • ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.


  • ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად- იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.


  • ამ პირამიდებიდან ჩვენ 40 საუკუნე გადმოგვყურებს.


  • რელიგია- ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.


  • გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.


  • ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.


  • დამარცხებული მტერი ის მტერია, რომელზეც გადაბიჯება შეიძლება.


  • მე რომ თავის დროზე ტალიერანი და ფუშე ჩამომეხრჩო, ტახტზე დავრჩებოდი.


  • მე ხმალს ქარქაშში მხოლოდ მაშინ ჩავაგებ, როცა ყველაფერი დამთავრდება.


  • მე ჩემი ხმალი გამიკვლებს გზას.
  • ტაქტიკის ან საინჟინრო და საარტილერიო საქმის შესწავლა თითქმის ისევე შეიძლება, როგორც გეომეტრიისა.


  • საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე,