სულელი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ჭკუასუსტ ადამიანს არ შეუძლია შეიმუშაოს ცხოვრების საკუთარი სტილი და მიჰყვეს მას.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ აი, მოდის უმეცარი, რომელმაც ეს არ იცის, და სწორედ ის აკეთებს აღმოჩენას.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
ბ
[რედაქტირება]„ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ─ ისინი კრეტინები არიან!“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
„ოხ, რა წამებაა უსმინო, როცა ორატორი მოსაწყენ სიტყვას გატყლარჭულად წარმოთქვამს, ანდა უნიჭო პოეტი თავის უბადრუკ ლექსებს პათოსით კითხულობს.“ | |
| — ჟან დე ლა ბრუიერი |
|- | | ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)
„სულელი მუდამ მოძებნის უფრო მეტ სულელს, რომელთაც გააკვირვებს.“ | |
| — ნიკოლა ბუალო |
„ჭეშმარიტება სულელისთვის იგივეა, რაც ჩირაღდანი სიბნელეში: ის ანათებს ისე, რომ მას არ დევნის.“ | |
| — პიერ ბუასტი |
გ
[რედაქტირება]„სულელი იმიტომ არსებობს, რომ ჭკვიანები გაერთონ.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„ჭკუანაკლულობაში ბრალი მის პიროვნებას და ადამიანობას კი არ მიუძღვის, არამედ მის სხეულს, მის არსებას, რომელიც ასეთი შეიქმნა მისი სურვილისაგან დამოუკიდებლად.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
|- | | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„ვერავინ მგვრის შიშს ისე, როგორც სულელი, რომელიც შეპყრობილია ჭკვიანად გახდომის სურვილით.“ | |
| — გოეთე |
„ადამიანები უფრო სულელები არიან, ვიდრე ბოროტები – ისინი ხედავენ მხოლოდ იმას, რაც მათთან ახლოსაა, რისი აღებაც ძალუძთ.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
დ
[რედაქტირება]„სულელს ის აყენებს ზიანს, ვინც მას აქებს.“ | |
| — დემოკრიტე |
„არაფერი ისე არ ამძიმებს ადამიანს, როგორც ცარიელი თავი.“ | |
| — სოლომონ დოდაშვილი |
„ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამისა და თანაც მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)
„სადაური იდიოტი ვარ, თუკი ვამჩნევ, რომ იდიოტად მთვლიან?!“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ნუ დასცინებთ ბრიყვს! დაივიწყეთ! დაივიწყეთ ყველამ... დაივიწყეთ, თუ შეიძლება, გულქვაობას ნუ გამოიჩენთ!“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„იდიოტსაც სცოდნია, რომ პირფერობით უფრო გავა ფონს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
ე
[რედაქტირება]„ადრე სისულელე საჯაროდ არ გამოდიოდა, ჩვენს დროში კი აჯანყებებს აწყობს.“ | |
| — უმბერტო ეკო |
ვ
[რედაქტირება]„როდესაც სულელი ადამიანი წარმატებას აღწევს, ის კიდევ უფრო სულელი ხდება და არა უფრო ჭკვიანი.“ | |
| — არსენ ვენგერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„რამდენიც გინდა გაანათლე, შტერი ─ შტერია!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„თუკი ადამიანი ვერ იგებს, რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა ─ თქვენ ჩაგთვლით სულელად!“ | |
| — კარლ იუნგი |
კ
[რედაქტირება]„სულელი მთელ სიცოცხლეს გაატარებს ბრძენის გვერდით და ოდნავადაც ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას, ისევე, როგორც კოვზი ვერასოდეს გაიგებს საჭმლის გემოს.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]„სჯობს, რეგვენი იყო და შენი აზრები გქონდეს, ვიდრე ბრძენი ─ სხვისი აზრებით.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
„ყველა, ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ადამიანის სიბრიყვე მისსავე მუშტებზე ძლიერია.“ | |
| — ფრანსუა რაბლე |
„სულელების მეშინია, განსაკუთრებით კი ქალების ─ არასდროს იცი, როგორ ესაუბრო მათ ისე, რომ მათ დონემდე არ დაეცე.“ | |
| — ფაინა რანევსკაია |
ს
[რედაქტირება]უტვინომ რაგინდ სიტყვებით იკეკლუცოს და იკარგოს, | |
| — საადი |
„ზოგჯერ კაცს სურს იყოს სულელი, თუ ეს იმის გაკეთების საშუალებას მისცემს, რასაც სიჭკვიანე უკრძალავს.“ | |
| — ჯონ სტეინბეკი |
ტ
[რედაქტირება]„მტკიცებულებათა ვერცერთი რაოდენობა ვერ დაარწმუნებს იდიოტს!“ | |
| — მარკ ტვენი |
„მადლობელი ვიყოთ სულელების ─ მათ გარეშე ჩვენი უმრავლესობა წარმატებას ვერ მიაღწევდა.“ | |
| — მარკ ტვენი |
უ
[რედაქტირება]„ტვინდახურული ადამიანების პრობლემა ისაა, რომ მათი პირი მუდამ ღიაა!“ | |
| — მიშელ უელბეკი |
ფ
[რედაქტირება]ბრიყვი ჭკვიანის ბარგია, | |
| — ვაჟა-ფშაველა |
|- | | ციტატის წყარო: “ქებათა-ქება (ჯანღმა დაჰფარა ქვეყანა)”
„აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე, თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად ─ მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია!“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„სულელი ის არის, ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„ბრიყვისთვის და სულელისთვის საკუთარი ჭკუის ჩვენების მხოლოდ ერთი გზა არსებობს ─ ხმა არ გასცე!“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
„როდის იყო, სულელი სიბრძნეს ეძებდა?! ─ სულელს თავისი სისულელე ეძვირფასება!“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
„ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
„სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის ─ ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]„ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ...“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს იცვლის საკუთარ აზრს.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას.“ | |
| — ჰაინრიხ ჰაინე |
„როცა ტვინი არ აქვს ადამიანს თავში, წუხდება არა თავად უტვინო, არამედ მის გვერდზე მყოფი ხალხი.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„პროპაგანდა არ აქცევს ადამიანებს იდიოტებად ─ ის თავიდანვე მათზეა გათვლილი.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„უვიცი კაცი ემსგავსება ხარს, რომელსაც საჭმელად ცერცვი უპოვია, ღორებს, რომლებიც ტალახში ტკბებიან; ვირებს, რომელნიც ოქროს ჩალას ამჯობინებენ.“ | |
| — ჰერაკლიტე |
მადლობა გადაუხადეთ სულელებს (ტვენი)
„ზოგჯერ უნდა ითამაშო სულელის როლი, რათა გაასულელო სულელი, რომელიც ფიქრობს, რომ შენ გასულელებს.“ | |
| — [[ ]] |
|- | | ციტატის წყარო: ჯოკერი
„შენ შეგიძლია გააჩუმო 40 მეცნიერი, ერთი ფაქტის დასახელებით, მაგრამ ვერასოდეს გააჩუმებ 1 იდიოტს, სულ რომ 40 ფაქტი მოუყვანო!“ | |
| — [[]] |
„თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის ─ უკნიდან, სულელის ─ ყველა მხრიდან.“ | |
| — ებრაული ანდაზა |