შინაარსზე გადასვლა

სურვილი

ვიკიციტატიდან
  •  

„რატომღაც ის, რაც ყველაზე მეტად გინდა, ან ამორალურია, ან აკრძალული ან ─ ჯანმრთელობისთვის საზიანო.“

  არტურ ბლოხი

  ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად რომ ახდეს, ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.“

  პიერ ბუასტი
  •  

„პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანი შეიცნობა არა მარტო იმით, რას აკეთებს, არამედ იმითაც, რა სურს მას.“

  დემოკრიტე
  •  

„თქვენ უნდა აღიქვათ თქვენი სურვილი, როგორც უკვე მომხდარი, მიღწეული არა მომავალში, არამედ უკვე ახლა.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”


  •  

„სურვილში შეიცნობა კაცის რაობა.“

  ბარუხ სპინოზა

თუ გინდა – იპოვი დროს, თუ არ გინდა – იპოვი მიზეზს...