შინაარსზე გადასვლა

ტანჯვა

ვიკიციტატიდან
  •  

„ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს?“

  — რიუნოსკე აკუტაგავა

|- |   | ციტატის წყარო: “ცხოვრება იდიოტისა” (1927 წ.)

  •  

„თუ გინდა, რომ იყო ბედნიერი, ტანჯვა უნდა შეიყვარო.“

  — ვუდი ალენი
  •  

„ნუთუ, მისაღებია ცხოვრების ტანჯვა, თუკი მომავალში უხილავ წერტილად გადაქცევა გვიწერია?“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„ვინ განსაზღვრავს იმ წერტილს, სადაც სხეულის ტკბობა ტანჯვად იქცევა და სადაც ტანჯვა ჯერ კიდევ სიტკბოებაა?“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„ტანჯვა გვასწავლის სიყვარულს.“

  — რიტა მეი ბრაუნი
  •  

„მამაკაცები ქალებს ყოველთვის უმალავენ მოსალოდნელ საშიშროებას, რადგან ჰგონიათ ─ ამით ტანჯვას აარიდებენ.“

  — შარლოტა ბრონტე
  •  

„არ მჯერა, რომ ღვთაებრივს ეზიარება ის, ვისაც მიწიერი ტანჯვის ეშინია.“

  — ჯორდანო ბრუნო
  •  

„კაცი თვითონ რომ მოიწყობ ჯოჯოხეთს, ტყუილია ─ ისეთს სხვა ვერ გიზამს!“

  — ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„ის, ვისაც სხვებისთვის ყველაზე მეტი სიკეთე მოაქვს, თვითონ ყველაზე მეტად იტანჯება...“

  — გურამ გეგეშიძე

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„უაზრო არსებობა ყველაზე მძიმეა ტანჯვათა შორის.“

  — თეოდორე გიგნაძე
  •  

„იტანჯებოდე და არ წუწუნებდე ─ აი, ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო ცხოვრებაში.“

  — ვინსენტ ვან გოგი
  •  

„გაჭირვებით და სიმწრით ჩვენ შეგვიძლია გონიერებას შევმატოთ ის კვანძი, რომელსაც ვერ ამოვიკითხავთ წიგნებში.“

  — ნიკოლოზ გოგოლი
  •  

„ტანჯვა და ტკივილი გონიერი და ღრმა ადამიანის თანმდევია მუდამ.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ტანჯვა და ცრემლი ხომ იგივე სიცოცხლეა.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„გოლგოთაზე ასვლა ადვილი როდია.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

- რა არის ჯოჯოხეთი?
- ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია.

  — ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ვინც მეტი იტანჯა, მაშასადამე, ღირსიცაა მეტი ტანჯვის.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„ცოდნა მოიპოვება ტანჯვით.“

  — ესქილე
  •  

„ყველაზე დიდ ტანჯვას ადამიანი განიცდის საკუთარი მოსაზრებებით.“

  — ლეონარდო და ვინჩი
  •  

„თუ გარეგნული ცხოვრება არ ეთანხმება შინაგანს, ეს ფარული „მე“ იტანჯება, წვალობს.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ადამიანი ბოლომდე არ გამოცლის ამქვეყნიური ტანჯვის ფიალას.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ცხოვრების ფარდის უკან დაგებულია უხილავი ხელით ნაქსოვი ტანჯვის ბადე. მისი ნაქარგი არ ემორჩილება რაიმე წესებს ან კანონებს.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„დედამიწაზე ხალხის ნაწილმა უნდა იტანჯოს, რათა მეორე ნაწილი ტანჯვისგან დაიხსნას.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება,
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

  — ილია II
  •  

„სწორედ ტანჯვაში ეჩვევა ადამიანი სიმართლეს.“

  — ალბერ კამიუ

|- |   | ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„ხდება ხოლმე, დიდხანს იტანჯები და არც კი იცი...“

  — ალბერ კამიუ

|- |   | ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„შენ შეგიძლია გაემიჯნო სამყაროს ტანჯვას, ეს შენთვის ნებადართულია და შენს ბუნებას პასუხობს, მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს გამიჯვნაა შენი ტანჯვის ერთადერთი მიზეზი, რომლისთვისაც თავის არიდება შენ შეგეძლო.“

  — ფრანც კაფკა
  •  

„ჯანსაღი ფსიქიკის მქონენი მხოლოდ რეალური ისტორიებით იტანჯებიან, არაჯანსაღი ფსიქიკის კი ─ გამოგონილით. თუ ეს ტანჯვაც არ ეყოთ, საყვარელ კაფკას, დოსტოევსკის და ალკოჰოლს იშველიებენ.“

  — მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„არასწორი აღქმა პასუხისმგებელია ყველა ტანჯვაზე და დაუკმაყოფილებლობაზე, რომლებსაც განვიცდით.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„თუ რაიმეა, რაც იტანჯება, ეს სულია; იტანჯება ─ მაშასადამე, არსებობს.“

  — მერაბ მამარდაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “ცნობიერება და ცივილიზაცია”

  •  

„გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები ─ აი, რა არის ქარიშხლის არსი.“

  — ჰარუკი მურაკამი

|- |   | ციტატის წყარო: “კაფკა პლაჟზე” (2002 წ.)

  •  

„ტკივილი გარდაუვალია. ტანჯვა ─ ნებაყოფლობითი.“

  — ჰარუკი მურაკამი
  •  

„ორი გზა არსებობს ტანჯვისგან განსათავისუფლებლად: სწრაფი სიკვდილი და ხანგრძლივი სიყვარული.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„მხოლოდ ძლიერ ტანჯვას შეუძლია, სულს სრული თავისუფლება მიანიჭოს.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„დუმილი უდიდესი ადამიანური ტანჯვაა.“

  — ბლეზ პასკალი
  •  

„ჩვენ, ადამიანები, სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ხარისხით ტანჯვას ვართ მიჩვეული; რაც მთავარია, ერთმანეთს მის გახანგრძლივებაში ვშველით.“

  — დონ მიგელ რუიზი

|- |   | ციტატის წყარო: “ოთხი თანხმობა” (1997 წ.)

  •  

„ტანჯვა თავს უსაფრთხოდ გაგრძნობინებთ, რადგან მას კარგად იცნობთ.“

  — დონ მიგელ რუიზი

|- |   | ციტატის წყარო: “ოთხი თანხმობა” (1997 წ.)

  •  

„მსოფლიო მიიწევს წინ მათი წყალობით, ვინც იტანჯება.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ერთი რამ არის საშინელება ─ სამუდამოდ დაუკავშირო ბედი ტანჯულ ადამიანს. ეს ხომ მუდმივი წამებაა.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ის უნდა შეიყვარო, ვისაც უყვარხარ. სხვა შემთხვევაში, დაიტანჯები.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული, უბედური არ იქნება.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ტანჯვა რომ არ ყოფილიყო, კაცს არ ეცოდინებოდა თავისი საზღვრები, არ ეცოდინებოდა თავისი თავი.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„სამყარომ მშობიარე ქალის მძიმე ტკივილები უნდა გამოსცადოს, რათა თუნდაც სრულიად უბრალო ყვავილმა გაახილოს ამქვეყნად თვალი.“

  — ოსკარ უაილდი

|- |   | ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„ტანჯვის პრობლემის პასუხი მისგან შორს კი არ არის, თავად მასშია.“

  — ალან უოტსი
  •  

„ნებისმიერ ადამიანს საკმარისი ტანჯვა აქვს იმისთვის, რომ ჩვენ მისი არ გვშურდეს.“

  — ნათია ფანჯიკიძე
  •  

„ჩვენი ტანჯვა რომ ვინმეს გამოადგებოდეს, მაშინ კიდევ შეიძლებოდა მსხვერპლის გაღების ფიქრით მაინც გვენუგეშებინა თავი!“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი.“

  — უილიამ შექსპირი
  •  

მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც
არის დიდი ნეტარება…

  — აკაკი წერეთელი
  •  

„ადამიანი მოწაფეა, ტანჯვა კი ─ მასწავლებელი; ღმერთი თურმე იმას უფრო მეტ სატანჯველს უგზავნის, ვინც უყვარს ─ იმას უფრო მეტად სცდის, ვისიც სწამს.“

  — ოთარ ჭილაძე
  •  

მაგრამ ზოგჯერ
კედლიდან კედლამდე
რამხელა მანძილია
ტანჯვით გასავლელი.

  — ვაჟა ხორნეული
  •  

„ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ იტანჯება, როცა ცდილობს იყოს ისეთი, როგორსაც მისგან ელიან.“

  — კნუტ ჰამსუნი

|- |   | ციტატის წყარო: “მისტერიები” (1892 წ.)

  •  

„ჯოჯოხეთში მოხვედრის არ მეშინია, რადგანაც ერთხელ უკვე ვიყავი მანდ.“

  — ლუიზა ჰეი

|- |   | ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„სულიერი ზრდისთვის საუკეთესო შესაძლებლობები ხშირად ჩნდება სიცოცხლის ყველაზე უფრო რთულ მომენტებში, როდესაც ხდება თითქოსდა ჩვენი პიროვნების გამოცდა სიმტკიცეზე.“

  — ლუიზა ჰეი

|- |   | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„ყველაზე რთული მომენტი მაშინ გავიარე, როცა ყველას სჯეროდა, რომ კარგად ვიყავი...“