შინაარსზე გადასვლა

ტირილი

ვიკიციტატიდან
  •  

„ერთი ცრემლის გაშრობა ბევრად რთულია, ვიდრე ზღვა სისხლის დაღვრა.”

  ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„ვინც ჩუმად ტირის, ის ჭეშმარიტად გლოვობს.”

  ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„ქალის ცრემლები შემაძრწუნებელია, მამაკაცის კი გამდნარი ტყვიაა, რადგან ქალი ტირის რათა გულზე მოეშვას, მამაკაცის ცრემლი კი სასტიკი წამებაა.”

  ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვი, რომელიც არასდროს ტირის, იდეალურია, თუმცა ამაში არის რაღაც შემაშფოთებელი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ამქვეყნად ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც ტირილის არ მოგერიდება...“

  ჰაინრიხ ბიოლი

  ციტატის წყარო: “კლოუნის თვალთახედვა” (1963 წ.)


  •  

ვტიროდი ხარბად ─ მარტოობით ნაალერსალი.

  ვალერიან გაფრინდაშვილი

  ციტატის წყარო: “სანტიმენტალური ტრიოლეტი”

  •  

„ხშირად, სამყაროსათვის შესამჩნევი სიცილის მიღმა იღვრება სამყაროსთვის შეუმჩნეველი ცრემლები.“

  ნიკოლოზ გოგოლი


  •  

„ხალხი ტირის არა იმიტომ, რომ სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ დიდხანს იყვნენ ძლიერნი.“

  ჯონი დეპი
  •  

„ქალს შეგიძლიათ ჰკითხოთ, რატომ ტირის, მაგრამ... არასდროს ჰკითხოთ, რატომ ტიროდა ─ მას ეს არ ახსოვს!“

  ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)
  •  

„მკვდარს კი ნუ დაიტირებთ, არამედ დაიტირეთ ის, ვინც დაიბადა, რათა ებრძოლოს ცხოვრების სიმუხთლეს.“

  ევრიპიდე
  •  

„არ გადმოყაროთ ცრემლები დღეს ძველი დარდებისთვის.“

  ევრიპიდე


  •  

ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის
ნეტარებით.

  პაოლო იაშვილი

  ციტატის წყარო: “დარიანული” (1923 წ.)

  •  

„არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან... მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს ─ გწამდეთ, მეგობრებო, ─ ის მართლა ტირის!..“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ცრემლს ამოაქვს გულიდან ის დაუტევარი შხამი, რაც ადამიანს გაგუდავდა ან ჭკუიდან შეშლიდა; ცრემლი ─ შეურიგალს, ყურით გაუგონარ უბედურებას შეგარიგებს...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„თუ ყველა ტირის და არ ტირი, თვალებზე ხელი აიფარე.“

  ოტია იოსელიანი


  •  

„ტირილი თუ შეგიძლია, დიდად არ გტკენია... ტკივილი ის არის, ტირილის თავიც რომ არ გაქვს...“

  პეტრე კვარაცხელია
  •  

„არსებობს ასეთი ცრემლები, რომლებიც აუცილებლად უნდა ამოიტირო, რომ შიგნით ყველაფერი არ გადაგეწვას...“

  სტივენ კინგი


  •  

„იტირე ვინმესთან ერთად ─ ეს უკეთ დაგეხმარება, ვიდრე მარტოობაში ტირილი.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„შენი თვალები ვერ იქნება ლამაზი, თუკი არასოდეს გიტირია.“

  სოფი ლორენი


  •  

„არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს; ისინი კი, ვინც იმსახურებენ ─ არასდროს გაიძულებენ, იტირო!“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ცხოვრების ფიალა სიტკბოებით გულს აგვიმსუყებდა, შიგ რომ ცრემლი არ იღვრებოდეს.“

  პითაგორა
  •  

„დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ.“

  პითაგორა
  •  

- ცრემლის წონას მეტყვი?
- გააჩნია, ვისი ცრემლი... ჭირვეულისა ─ ნიავზე მსუბუქია, მშიერი ბავშვისა ─ მთელ დედამიწას აიწონის!

  ჯანი როდარი
  •  

- არა მტკივა.
- აბა, ცრემლი რა არის?
- არ ვიცი.
- როგორ?
- ისე, არ ვიცი.
- იცი, რა?
- არა.
- ცრემლებს ვერ ვიტან, მეცოდები.
- მოვიწმინდო?
- არა.
- რათა?
- მე თვითონ მოგწმენდ.

  გურამ რჩეულიშვილი

  ციტატის წყარო: “მე ხომ გუშინ გაგიცანი” (1957 წ.)

  •  

„არასდროს იტირო იმისთვის, ვისაც შენთვის ტირილი არ შეუძლია!“

  ვიტორია დე სიკა
  •  

„შვილებს იმას კი ნუ ასწავლით, კაცები არ ტირიანო ─ ასწავლეთ, რომ არასდროს ატირონ ქალები.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„იცინე და მთელი სამყარო გაიცინებს შენთან ერთად; იტირე და მარტოს მოგიწევს ტირილი.“

  ელა უილერ უილკოქსი


  •  

კაცი ის არის, ვინც სატირელსა
ტირის და ანჩქლევს ცრემლის მდინარეს.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ვის ჰქვიან კაცი?”

  •  

„თავმოყვარეობა მაშინაც გვიკრძალავს ტირილს, როცა მარტო ვართ, რადგან საკუთარი თავიც სახიფათო მოწმეა...“

  ჯემალ ქარჩხაძე
  •  

„როდესაც ვიბადებით, ვტირით, რადგან ვგრძნობთ, რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.“

  უილიამ შექსპირი


  •  

„ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი, არაფერია ამქვეყნად.“

  ირაკლი ჩარკვიანი
  •  

„ბევრს ჩაუყლაპავს ბოლო ცრემლები: სიმწრის, სიბრაზის და სინანულის…“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”

  •  

„რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება ─ ცხვირის მოხოცვა.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„ტირილი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს ღიმილზე, რადგანაც ჩვენ თითქმის ყველას ვუღიმით, მაგრამ ვტირით მათთვის, ვინც გვიყვარს.“

  ოდრი ჰეპბერნი

,,იმის ნაცვლად, რომ თვალებიდან ცრემლებს იწმენდდეთ, ცხოვრებიდან მოიშორეთ ის ადამიანები, რომლებიც ტირილს გაიძულებენ!"