შინაარსზე გადასვლა

ტკივილი

ვიკიციტატიდან
  •  

„როგორი არაკაცი უნდა იყო, რომ საყვარელ ქალს გული ატკინო და ისე მოიქცე ─ თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს?!“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

„გულნატკენზე სხვისი გულის ტკენას შვება არ მოაქვს!..“

  პრინცესა დაიანა
  •  

„გულს ის გატკენს, ვინც გულში ჩაახედე ─ ამიტომ, საბოლოოდ, შენი ბრალია!..“

  ჯონი დეპი
  •  

„სულიერი ჭრილობა უხილავია, მაგრამ ის არასდროს შუშდება; ყოველთვის მტკივნეულია, ყოველთვის სისხლსადენად გამზადებული, მუდამ გახსნილი რჩება ადამიანის გულის სიღრმეში...“

  ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)

  ციტატის წყარო: “გრაფი მონტე-კრისტო” (1844-1846 წწ.)

  •  

„ხუმრობა რაშია: თუ ცივი ხარ ─ შენ ტკენ გულს ადამიანებს; თუ მგრძნობიარე და თბილი ხარ ─ ადამიანები გტკენენ გულს!..“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„უნდა დააწესო ზღვარი ურთიერთობაში, თორემ თუ ზედმეტად თბილი, ზედმეტად წრფელი და გულუბრყვილო იქნები ─ ზედმეტად გატკენენ გულს!“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„მართალი ყოფილა ─ ადამიანს შეუძლია ცხოველზე მეტი ტკივილის ატანა...“

  გურამ დოჩანაშვილი


  •  

„როცა კარგ ადამიანს სტკივა, ყველამ, ვისაც კარგი ადამიანი ეწოდება, მასთან ერთად უნდა განიცადოს ეს ტკივილი.“

  ევრიპიდე


  •  

„რაც უფრო მეტს ანახებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია ─ მით უფრო მეტად გაგიმეტებს, რომ გული გატკინოს...“

  ოტია იოსელიანი


  •  

„გადატანილი ტკივილი... ─ გულში ერთი ადგილიდან მეორეში რომ გადაიტან, იმასა ჰქვია...“

  ფენიმორ კავაბატა
  •  

„გადატანით ყველაფერს გადაიტან, მაგრამ ─ ისეთი აღარ იქნები, როგორიც ადრე!..“

  ჯიმ კერი
  •  

„ტრაგედია და ტკივილი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება, სასჯელივით აღიქვა.“

  პაულო კოელიო

  ციტატის წყარო: “ზაჰირი” (2005 წ.)


  •  

„ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ─ ცოტა ფრთხილად იყავი.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„სიმართლე ისაა, რომ ბოლოს მაინც ყველა გულს გატკენს, უბრალოდ ─ უნდა იპოვო ის, ვინც ამად ღირს!..“

  ბობ მარლი
  •  

„როცა ტკივილს გადიხარ, გგონია, რომ აღარაფერს აქვს აზრი; მაგრამ სწორედ მაშინ იბადება ის ახალი ნაწილი შენში, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდი...“

  ჰარუკი მურაკამი


  •  

შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს, მე კი, ძვირფასო, ─ შენიც მტკიოდა!..

  შოთა ნიშნიანიძე

  ციტატის წყარო: “ძახილი”

  •  

ტკივილო, თუმცა ტანჯვას მარგუნებ
და მიფითრდება სიმწრით ტუჩები,
შენ მაინცა ხარ საღვთო სალბუნი
ხვალის იმედით და გაყუჩებით.

  შოთა ნიშნიანიძე

  ციტატის წყარო: “სულ რომ არ იყოს...”


  •  

„როცა ადამიანი ტკივილს გვაყენებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის, თვითონ, ძალიან უბედურია...“

  ოშო
  •  

„გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს ─ ტკივილს გვაყენებს მხოლოდ „მანამდე“ და „შემდეგ“.

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„პარადოქსი აღმოვაჩინე: თუ ტკივილამდე გიყვარს, ტკივილი ქრება და ─ სიყვარული რჩება.“

  დედა ტერეზა
  •  

„გატეხილი ტკივილების ყულაბაა ადამიანი, თუმცა იქიდან არასდროს ცვივა ეს ტკივილი ─ პირიქით, უფრო ემატება...“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

  ციტატის წყარო: “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” (2018 წ.)


  •  

„ვინ რა იცის, რა ტკივა მას, ვინც არ ლაპარაკობს...“

  ლევან ქართლელი
  •  

„იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “იგი” (1977 წ.)

  •  

„ტკივილი ერთ სიტყვაში ვერ ეტევა ─ ტკივილი პატარა მოთხრობა უნდა იყოს...“

  მეირ შალევი
  •  

„თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.“

  კოკო შანელი
  •  

„ნაიარევზე ხუმრობს ის, ვინც თავად არასოდეს დაჭრილა.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„სიყვარულს ტკივილი არ მოაქვს ─ ტკივილი მოაქვთ მათ, ვინც სიყვარული არ იცის!“

  არტურ შოპენჰაუერი


  •  

„ჩემი გულის ტკივილი შეიძლება იყო ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასდროს იქნება სხვისი ტკივილის მიზეზი.“

  ჩარლზ ჩაპლინი
  •  

„გული თუ გატყდა ─ შესაძლებელიც აღარ სჯერა...“

  აკაკი წერეთელი


  •  

„შენ ხომ მაინც იცი, რა მტკივნეულია ის, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობენ?!“

  თამაზ ჭილაძე
  •  

„იქნებ, აჯობებდა, ცოტა ხნით მაინც დაგვევიწყა ქართული გულარხეინობა და მთელი ხმით, ყველას გასაგონად გვეყვირა ჩვენს სატკივარზე?!“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)

  •  

მე ვმალავ, მაგრამ ─ ჯერ კიდევ ვღელავ,
მე მტკივა, მაგრამ ─ ვეჩვევი ტკივილს...

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “დევებით სავსე ქუდი”


  •  

„რა იოლია სხვისი ტკივილი, რა ადვილია ─ სხვისთვის სათქმელად!..“

  ტარიელ ხერხელაური


  •  

„სწორედ ეს იყო მისი სნეულებისა და სატკივარის მიზეზი: აღარაფრის და არავის სიყვარული რომ არ შეეძლო...“

  ჰერმან ჰესე
  •  

„არავინ გიყვარდეს ─ ეს უდიდესი ნიჭია, რომელიც დაუმარცხებელს გაგხდის, რადგან როცა არავინ გიყვარს, გვერდს უქცევ ყველაზე დიდ ტკივილს.“

  ადოლფ ჰიტლერი


  •  

„ვინმესთვის გულის ტკენა ისეთივე ადვილია, როგორც ზღვაში კენჭის სროლა, თუმცა არასდროს იცი რა სიღრმეში ჩავარდება ის.“

  — [[ ]]
  •  

„შენს ტკივილს თუ გრძნობ, ცოცხალი ყოფილხარ, თუ სხვის ტკივილს ─ ადამიანი!“

  — [[ ]]
  •  

„როცა ადამიანს ბევრ კარგს უკეთებ, პატივს სცემ და ეხმარები, ის კი ვერაფერს ამჩნევს ─ სჯობს, გაჩერდე. რაც უფრო შორს შეტოპავ, მით მეტად გეტკინება ბოლოს გული!“

  — [[ ]]
  •  

„ადამიანი ვერ გაიგებს სხვის ტკივილს იქამდე, სანამ ეს სატკივარი მას არ შეეხება...“

  — [[ ]]
  •  

„არ მისცე შენს ჭრილობებს უფლება გაქციონ პიროვნებად, რომელიც არ ხარ!“

  — [[]]
  •  

„თუ რამე გტკივა, გაჩუმდი ─ ზოგმა სწორედ მტკივნეულ ადგილზე იცის დარტყმა.“

  — [[]]
  •  

„შენ არ გეშინია ახალი სიყვარულის ─ შენ გეშინია ძველი ტკივილის...“

  — [[]]
  •  

„თუ ვინმესგან მოისმენთ, რომ სიყვარული არ არსებობს, ნუ დაუჯერებთ ─ უბრალოდ მას ძალიან, ძალიან უყვარდა, მაგრამ შემდეგ ძალიან ატკინეს.“

  — [[]]
  •  

„ჭრილობა, რომელიც საყვარელმა ადამიანმა მოგაყენა, არ იკურნება, რადგან მან კარგად იცოდა, სად უნდა დაერტყა.“

  — [[]]
  •  

„ამ ცხოვრებაში არის ტკივილი, რომელიც გვანადგურებს და არის ტკივილი, რომლითაც ვიზრდებით.“

  — [[]]
  •  

„ვისაც ყველაზე მეტად სტკივა, ის ჩუმადაა. ხოლო ის, ვინც სხვას ატკინა ─ ხმამაღლა გაჰყვირის ხოლმე და მსხვერპლის როლს თამაშობს.“

  — [[]]
  •  

„ძლიერი ქალების ისტორია გულნატკენ გოგოდ ყოფნით იწყება...“

  — [[]]
  •  

„მომხდარმა გული მატკინა, მაგრამ ─ თვალიც ამიხილა!“

  — [[]]
  •  

„ხანდახან უნდა გეტკინოს, რომ საკუთარი თავის ფასი ისწავლო.“

  — [[]]
  •  

„არასოდეს დაკარგო დღევანდელი ბედნიერება გუშინდელ ტკივილზე ფიქრით.“

  — [[]]
  •  

„იცოდე, ერთ დღესაც შენი ტკივილი შენს ძალად გადაიქცევა.“

  — [[]]