შინაარსზე გადასვლა

ტრადიცია

ვიკიციტატიდან
  •  

„ადრე საზოგადოებრივი ტრადიციები წმინდა იყო; დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ადამიანის სოციალურ ცხოვრებასთან მიმართებით არაფერია ხელშეუხებელი და მყარად დადგენილი.“

  — ალფრედ ადლერი

|- |   | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

„იქნებ დამნაშავე იყო ის ტრადიცია, რომელიც უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს უმცროსისაგან და სრულებით ვერ ეგუება სხვისი ნების თავისუფლებას?“

  — გურამ გეგეშიძე

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

ხალხთ ჩვეულება დიდია:
დევსა ჰგავ, რკინის მკვნეტავსა!..

  — ვაჟა-ფშაველა

|- |   | ციტატის წყარო: “სიკვდილი გმირისა” (1899 წ.)

  •  

„ტრადიციის ერთგულებას არათუ არასდროს დაუკნინებია ერი, არამედ პირიქით, განუმტკიცებია ხოლმე იგი საფრთხის ჟამს. მაგრამ ახალი ხედვაც უნდა გაჩნდეს, მსოფლიო წინ უნდა წავიდეს.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ტრადიციები ისტორიაა, ისტორია ცხოვრებაა ერისა. ერის სიცოცხლე ტრადიციების სიცოცხლეა.“

  — ოთარ ჩხეიძე
  •  

„ხშირია შემთხვევები, როცა ტრადიციას მუზეუმის საკუთრებად ვაქცევთ ხოლმე, რითაც თითქოს მისდამი უღრმეს პატივისცემასა და მოწიწებას გამოვხატავთ, რაც სრულებითაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მუზეუმის ვიტრინებში ხავერდის ბალიშებზე დასვენებული, ჰაერის განსაზღვრულ ტემპერატურაზე განსაკუთრებულად განათებული ტრადიცია მკვდარია და არავითარი სიკეთის მოტანა აღარ ძალუძს; იმ მხატვარსა ჰგავს, რომელსაც ძველი დამსახურებისათვის გვირგვინი კი დაადგეს, მაგრამ ხატვა აუკრძალეს.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)

  •  

„ტრადიცია არა მარტო ჩვენი გუშინდელი დღეა, არამედ ჩვენი მომავალიც, უფრო სწორად, მხოლოდ მისი მეშვეობით შევძლებთ ხვალინდელ დღეში გადასვლას ჩვენი მეობისა და ჩვენი განსაკუთრებული სახის დაუკარგავად.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)