შინაარსზე გადასვლა

ტყუილი

ვიკიციტატიდან
  •  

„ტყუილი ─ ეს გუშინდელი სიმართლეა.“

  — რიუნოსკე აკუტაგავა
  •  

„სიცრუის მთქმელის მთავარი დანაშაული სიცრუის თქმა კი არა, მსმენელის სიცრუით შეურაცხყოფაა.“

  — ჭაბუა ამირეჯიბი
  •  

„ახალგაზრდობის მოტყუება ძალიან ადვილად შეიძლება, რადგან ის მალე იჯერებს.“

  — არისტოტელე
  •  

„მატყუარებს, როცა ისინი საუბრობენ, სიმართლის არ სჯერათ.“

  — არისტოტელე
  •  

„განა, ხშირად გული არ უარყოფს პირით წარმოთქმულ ტყუილს?“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„როდესაც ადამიანი ცრუობს, ის იძულებული ხდება, სიცრუე სიცრუეს დაუმატოს.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„ვისაც არ სურს, რომ თოჯინების თამაშით მოტყუვდეს, ტილოს კედლის ჭუჭრუტანებიდან კი არ უნდა უცქიროს, ფარდულში უნდა შევიდეს.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„კაცებმა არ იციან, თუ რამდენ ყვავილსა სთელავს ახალგაზრდა ქალის გულში პირველი მოტყუების სიმწარე.“

  — ონორე დე ბალზაკი
  •  

„ტყუილი ყოველთვის გამოსავალია.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„სხვას როგორ დაუჯერებენ ბავშვები, როცა საკუთარი მშობლები უყვებიან ტყუილებს?“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ.“

  — ოტო ფონ ბისმარკი
  •  

„ყველა ცრუობს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ადამიანები არასდროს უსმენენ ერთმანეთს.“

  — არტურ ბლოხი

|- |   | ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„თუკი ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სულელია ─ ეს ნიშნავს, რომ შენ იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდი.“

  — ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„ნუ დაუწყებთ ძებნას ადამიანებს, რომლებიც არ იტყუებიან ─ ასეთები არ არსებობენ; მოძებნეთ ისინი, ვინც იტყუებიან, თუმცა, არ გღალატობენ ─ ასეთებთან საქმის დაჭერა შესაძლებელია.“

  •  

„არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება ─ ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს!“

  — ზვიად გამსახურდია
  •  

„რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი ─ უფრო სწრაფად შეიძლება მისი დაჯერება.“

  — იოზეფ გებელსი
  •  

„ათასჯერ გამეორებული ტყუილი სიმართლე ხდება.“

  — იოზეფ გებელსი
  •  

„ვინც ბევრს ყბედობს, ის ბევრსაც სტყუისო.“

  — იაკობ გოგებაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “ყვავი და კაჭკაჭი”

  •  

„ჩვენ არასდროს ვტყუვდებით ─ ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.“

  — გოეთე
  •  

„უმჯობესია, რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად მოატყუო ისინი.“

  — გოეთე
  •  

„პირველი ტყუილი პირველ სიყვარულზე ძნელი ყოფილა.“

  — ლევან გოთუა
  •  

[...] მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!

  — იოსებ გრიშაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “ქალი მსახიობი”

  •  

„ძნელია მოატყუო ნატურა, რომელსაც სწყურია შეგნებული შთაბეჭდილებები, ვინც ბოლომდე იგრძნო ბევრი ბოროტება და სიკეთე.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “ნეტოჩკა ნეზვანოვა” (1849 წ.)

  •  

„ყველაზე საზიზღარი გარყვნილება — პირფერობაა.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის გამეორებას მაინც სჯობია. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში!“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„თავის თავზე ყველა თვითონ ზრუნავს და ყველაზე მხიარულადაც ის ცხოვრობს, ვინც უკეთ ატყუებს თავის თავს.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ტყუილი მუდამ ეპატიება ადამიანს; კარგიც კი არის იმიტომ, რომ სიმართლეს აჩენს ბოლოს. ის არის საწყენი, რომ სტყუიან და თავიანთ სიცრუეს თვითონვე სცემენ თაყვანს.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ის, ვინც თავს იტყუებს და საკუთარი ტყუილისა სჯერა, ბოლოს იქამდე მიდის, რომ სიმართლეს ვეღარსად პოულობს ─ ვერც საკუთარ თავში და ვერც ირგვლივ მყოფებში, მაშასადამე, აღარც საკუთარ თავს სცემს პატივს და აღარც სხვას. და პატივს თუ არ სცემს, აღარც უყვარს!“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “ძმები კარამაზოვები” (1878 წ.)

  •  

„უსირცხვილო მატყუარას უფრო დაუჯერებენ, თუ ენა უჭრის, ვიდრე ─ ღირსეულსა და დამსახურებულ კაცს!“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს.“

  — გურამ დოჩანაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)

  •  

„ადამიანებს არ უყვართ ისინი, ვინც წვრილმანებზე ტყუიან და აღმერთებენ პოეტებს, რომლებიც მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე ცრუობენ.“

  — უმბერტო ეკო
  •  

„ყველა, ვინც იცინის, კეთილი არ არის და ყველა, ვინც დაჩოქილია, მორწმუნე არ არის.“

  — ვოლტერი
  •  

„ყველანაირი მუხრუჭი იხსნება, როცა ადამიანები ნიღბებში არიან ─ ყველა გიჟდება.“

  — ლორა ვუდი

|- |   | ციტატის წყარო: “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.)

  •  

„ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო...“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ცრუ ცრუს რას მოატყუებს?! ცრუპენტელა ცრუპენტელას რას გააცუცურაკებს?!“

  — ოტია იოსელიანი

|- |   | ციტატის წყარო: “ქოჩორა მტრედის მოტანილი ბარათი”

  •  

„კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის ─ მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ, იგივე კაცი მეორეთაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს ─ ეს მხოლოდ მისი ბრალი არა, შენი ბრალიცააა... ხოლო მესამედ და მეოთხეთაც თუ მოგატყუა ─ ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო.“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ყველაფერი, მათ შორის ტყუილიც, ემსახურება ჭეშმარიტებას: ჩრდილები ვერ აქრობენ მზეს.“

  — ფრანც კაფკა
  •  

„ზოგიერთი მატყუარა ხერხი ისეთი თხელია, რომ თავისით იხევა.“

  — ფრანც კაფკა
  •  

„არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია ტყუილი ─ თუ მას საკმარისად ხშირად გაიმეორებთ, მასები სიმართლედ ჩათვლიან.“

  — ჯონ კენედი
  •  

„თუ გინდა, წარმატებული იყო, დაიცავი ერთი წესი ─ არასოდეს მოატყუო საკუთარ თავს.“

  — პაულო კოელიო
  •  

„მატყუარა და ცბიერი უფრო უყვარს ხალხს, ვიდრე სიმართლის მთქმელი და მოყვარული, რადგან ტყუილი თაფლს ჰგავს, ხოლო სიმართლე ─ მახვილს.“

  — კონფუცი
  •  

„ნებისმიერ ქალს შეუძლია, მამაკაცს მოატყუოს, თუკი ამას მოინდომებს და თუ კაცს ის უყვარს.“

  — აგათა კრისტი
  •  

„ადამიანები ერთმანეთში დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ, ერთმანეთს რომ არ ატყუებდნენ...“

  — ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება.“

  — აბრაამ ლინკოლნი
  •  

„ბიოგრაფიები უმეტესად იმიტომ იწერება, რომ სიცრუე დააკანონონ და შთამომავლობას ჭეშმარიტება დაუმალონ.“

  — აბრაამ ლინკოლნი
  •  

კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს:
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ.

  — მუხრან მაჭავარიანი

|- |   | ციტატის წყარო: “ვაი ჩვენს პატრონს!”

  •  

ვინც ლაპარაკობს, ─
ხომ სტყუის!
ვინც სდუმს, ─
ის უფრო სტყუის!

  — მუხრან მაჭავარიანი

|- |   | ციტატის წყარო: “ხმას ამოიღებ ─ ვაია...”

  •  

„სიცრუე სიმართლესთან ერთად ვერ იარსებებს.“

  — ჯოზეფ მერფი

|- |   | ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„თუ თქვენ ატყუებთ ხალხს ფულის გამოძალვის მიზნით ─ ეს თაღლითობაა; ხოლო თუ თქვენ ატყუებთ ხალხს მათი ხმების მიღების მიზნით ─ ეს პოლიტიკაა.“

  — მონტესკიე
  •  

„ადამიანებს ოსტატობა აღაფრთოვანებთ და ვინ თქვა, რომ ტყუილს ოსტატობა არ სჭირდება?“

  — ვახტანგ მოსიაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„გული არასოდეს ცდება, ყოველთვის გონებით ტყუვდება ადამიანი.“

  — ვახტანგ მოსიაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი ─ მხოლოდ სხვებს.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი ─ ეს თავის მოტყუებაა. ხოლო სხვების მოტყუება ─ ეს იშვიათი გამონაკლისია.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ამბობენ, რომ ტყუილით არავინ მომკვდარა, მაგრამ კვდება ნდობა, მეგობრობა და ადამიანობა.“

  — ერიხ მარია რემარკი
  •  

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.

  — შოთა რუსთაველი

|- |   | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„როდესაც ძლიერი ემოციები გვაქვს, მაშინ მარტივად ვატყუებთ საკუთარ თავს.“

  — კარლ საგანი
  •  

„როცა ვცრუობთ, ჩვენსავე მოქსოვილ ბადეში ვებმებით.“

  — უოლტერ სკოტი
  •  

„არსებობს ორნაირი ტყუილი ─ მავნე და სასარგებლო. თუ ტყუილს რაიმე სარგებლობისა და სიკეთის მოტანა შეუძლია, მაშინ თვით ბრძენსაც აქვს უფლება, ზოგჯერ ტყუილი თქვას.“

  — არჩილ სულაკაური

|- |   | ციტატის წყარო: “სალამურას თავგადასავალი” (1967 წ.)

  •  

„პირველი აპრილი დღეა, რომელიც გვახსენებს, რაც ვართ დანარჩენი 364 დღის განმავლობაში.“

  — მარკ ტვენი
  •  

„არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.“

  — მარკ ტვენი
  •  

„ტყუილი სიმართლე ვერ გახდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას უმრავლესობა იზიარებს.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„თვალთმაქცობას შეუძლია მოატყუოს ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანიც კი.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ან მატყუარა უნდა იყო, ან მოტყუებული.“

  — ლევ ტოლსტოი

|- |   | ციტატის წყარო: “ომი და მშვიდობა” (1865-1868 წწ.)

  •  

„შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს.“

  — ოსკარ უაილდი

|- |   | ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„ამბობენ, თითქოს სიცრუის თქმა მხოლოდ გამოცდილ მატყუარას შეუძლია, თუმცა სინამდვილეში გამოცდილი მატყუარა ხშირად მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს, ადამიანები კი, მის სიცრუეს უფრო იჯერებენ, ვინც მთელი ცხოვრება სიმართლეს ამბობდა.“

  — უილიამ ფოლკნერი
  •  

„ყველა თამაშობს ბავშვების გარდა.“

  — გიორგი ქადაგიძე
  •  

„ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც ატყუებს არამარტო გარშემომყოფებს, არამედ ─ თავის თავსაც.“

  — არტურ შოპენჰაუერი
  •  

„ტყუილი ნახევარ მსოფლიოს შემოირბენს, სანამ სიმართლე შარვლის ჩაცმას მოასწრებს.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„დამნაშავეა იგი, ვისი სიტყვაც და მოქმედებაც შეგნებულ სიცრუეს წარმოადგენს და არა ის, ვისაც გულწრფელად და ალალად სწამს თავისი ნათქვამი.“

  — ლორდი ჩესტერფილდი

|- |   | ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)

  •  

„ტყუილის თქმა ხელოვნებაა, სიცრუის გამოცნობა ─ ნიჭი, სიმართლის თქმა კი ─ არჩევანი.“

  — ანტონ ჩეხოვი
  •  

„ტყუილის ერთი წვეთი ნდობის მთელ ოკეანეს სპობს.“

  — ანტონ ჩეხოვი
  •  

„შევარცხვინე ის კაცი, რომელმაც იცის, იმის ტყუილს რა უბედურებაც მოჰყვება და მაინც იტყუება.“

  — გოდერძი ჩოხელი
  •  

„ადამიანებს, როგორც ცნობილია, თავის მოტყუება უყვართ ხოლმე მოახლოებული საფრთხის წინაშე. ქვეშეცნეულად გრძნობენ საშიშროებას და ცდილობენ იმით მოიცილონ თავიდან, რომ არარსებულად, არარეალურად აცხადებენ.“

  — შტეფან ცვაიგი
  •  

„თუკი ტყუილი შემწეობას აღმოუჩენს სხეულს, ეს უკვე უბადრუკი სიცრუე კი არა, პირველხარისხოვანი წამალია.“

  — შტეფან ცვაიგი
  •  

„კაცმა არ უნდა იკისროს, თორემ ქალის გაბრიყვებას რა უნდა.“

  — ოთარ ჭილაძე
  •  

„ქალებს ის უყვარდებათ, რაც ესმით, კაცებს ─ რასაც ხედავენ; ამიტომ ქალები იღებებიან, ხოლო კაცები ─ იტყუებიან.“

  — უიზ ხალიფა
  •  

„არ არსებობს არასწორად გაგებულ ჭეშმარიტებაზე უარესი სიცრუე.“

  — უილიამ ჯეიმსი
  •  

„ვისაც სიმართლის არ ეშინია, არც სიცრუის უნდა შეეშინდეს.“

  — თომას ჯეფერსონი
  •  

„რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე, იმდენი ტყუილია ქალის გულში.“

  — ჰიპოკრატე
  •  

„დიდი“ ადამიანები უფრო ადვილად ხდებიან დიდი ტყუილის მსხვრელპნი, ვიდრე „პატარები“.

  — ადოლფ ჰიტლერი
  •  

„თქვი დიდი ტყუილი, გახადე ის უბრალო, განაგრძე მისი ღაღადი და ისინი დაიჯერებენ მას.“

  — ადოლფ ჰიტლერი
  •  

„სიცრუე ბოროტების განხორციელებაა.“

  — ვიქტორ ჰიუგო

თუ სიმართლის თქმა არ შეგიძლია ─ გაჩუმდი! ტყუილს ნუ იტყვი, მიჩვევა იცის...

  •  

„ნუ მოიტყუებ საკუთარ თავს ─ შენს გარეშეც ბევრია მსურველი...“

  — [[ ]]
  •  

„ადამიანები თვითონ იტყუებიან, სხვებისგან კი სიმართლეს ითხოვენ...“

  — [[]]
  •  

„მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ …ბოლოს, ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გვეწეპება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგვწევს ამისი ძალა და ღონე.“

|- |   | ციტატის წყარო: დარაბებს მიღმა გაზაფხულია

  •  

„ხალხს ბრძენის ნათქვამი სიცრუის უფრო სჯერა, ვიდრე ბრიყვის ნათქვამი სიმართლის.“

  — [[]]
  •  

„თითოეული ჩვენი ტყუილი წარმოშობს ვალს სიმართლის წინაშე ─ ადრე თუ გვიან ეს ვალი უნდა გადავიხადოთ.“

|- |   | ციტატის წყარო: მინისერიალი “ჩერნობილი” (2019 წ.)

  •  

„ცირკში წლებია არ ვყოფილვარ, მაგრამ ჯამბაზებს ყოველდღე ვხედავ!“

  — [[]]
  •  

„არ არსებობს იმაზე სამარცხვინო ცოდვა, ვიდრე მოატყუო ის, ვისაც ყოველთვის სჯეროდა შენი.“

  — [[]]
  •  

„ერთი ტყუილის შემდეგ ყველა სიმართლე ხდება საეჭვო.“

  — [[]]

ნუ იტყვი ჩემზე ტყუილს, თორემ მე ვიტყვი შენზე სიმართლეს. ტყუილი არაა დანაშაული, თუ ის პასუხია კითხვაზე რომელიც არ უნდა დაესვათ. ადამიანი თუ გენდო და მოატყუე, არ ნიშნავს, რომ სულელია.

თითოეული ჩვენი ტყუილი წარმოშობს ვალს სიმართლის წინაშე. ადრე თუ გვიან ეს ვალი უნდა გადავიხადოთ.