შინაარსზე გადასვლა

უბედურება

ვიკიციტატიდან
  •  

„რაც გინდა დიდი უბედურება შეგვამთხვიოს ბედმა, ყველას გავუძლებთ, თუ უბედურებას სინდისის ქენჯნა არ მოსდევს.“

  დარსონვალი
  •  

„ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვს: დრო და სიჩუმე.“

  ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)

  ციტატის წყარო: “გრაფი მონტე-კრისტო” (1844-1846 წწ.)


  •  

„ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა ─ გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია ─ ცხოვრებას ასწრებ.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„თუ არავის არ უყვარხართ, ეს უბრალოდ წარუმატებლობაა, მაგრამ როდესაც თქვენ არ გიყვართ არავინ ─ აი, ესაა უბედურება. “

  ალბერ კამიუ
  •  

„ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ვაცნობიერებ.“

  ალბერ კამიუ
  •  

„მოგიტანს თუ არა შავი კატა უბედურებას, დამოკიდებულია იმაზე, ადამიანი ხარ თუ ვირთხა.“

  კონფუცი
  •  

„თუკი იმაზე ნაკლები ხარ, ვიდრე შეგიძლია იყო, მთელი ცხოვრება უბედური იქნები.“

  აბრაჰამ მასლოუ
  •  

„უბედურებას თუ შეუშინდი, ბედნიერებაც აღარ იქნება.“

  პეტრე I დიდი
  •  

„ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი, როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

- როდის არის ადამიანი ყველაზე უბედური, ოტია?
- როდესაც სხვის დასანახად ბედნიერებას თამაშობს...

  სულა სულაშვილი

  ციტატის წყარო: “მზე, რომელიც ღამე ამოდის”

  •  

„თქვენ იქამდე იქნებით უბედური, სანამ ჩათვლით, რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ყველაზე უბედურია ის ადამიანი, რომელსაც არ ჰყვარებია და რომელიც არ ჰყვარებიათ.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„ადამიანთა უბედურება მათ მიერ გაუკეთებელი არჩევანის შედეგია.“

  ერიხ ფრომი
  •  

„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„უბედურება მჭედლის ჩაქუჩივითაა: ის დამანგრეველიცაა და ბედის გამომჭედელიც.“

  ვიქტორ ჰიუგო


  •  

„ვიმედოვნებ, ერთ დღესაც იპოვი იმის გამბედაობას, რომ გაექცე ყველაფერს, რაც უბედურს გხდის.“

  — [[]]

  ციტატის წყარო: “მოჩვენებებით გატაცებულნი” (2001 წ.)

  •  

„სხვისი უბედურება რომ გაგახარებს, ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაგემართოს?!“

  — [[ ]]