შინაარსზე გადასვლა

ურთიერთობა

ვიკიციტატიდან
  •  

„ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს...“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„ზოგიერთი ურთიერთობა შუშისას ჰგავს: სჯობს დამსხვრეული დატოვო, ვიდრე იტკინო ნამსხვრევების შეერთების მცდელობაში.“

  რიჩარდ ბახი
  •  

„ამ ურთიერთობის პირველი შედეგია სამყაროსგან მოწყვეტით გამოწვეული ბედნიერება.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მით უკეთ ვგრძნობ თავს.“

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„ასეა ხალხთან ურთიერთობა ─ რაც უფრო დიდხანს ხარ მათთან, მით უფრო იჩენს თავს მათი ექსცენტრიკულობა: განსხვავება იმაშია, რომ თავიდან ეს გამოვლინებები სასაცილოდ გეჩვენება და გახალისებს.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)


  •  

„ჩვენ აღარ ვფასდებით მხოლოდ იმით, თუ რამდენად სხარტი ან მცოდნე ვართ, არამედ იმითაც, თუ რამდენად ვერევით ჩვენს თავს და ვახერხებთ სხვებთან ურთიერთობას.“

  დანიელ გოლმანი
  •  

„უნდა დააწესო ზღვარი ურთიერთობაში, თორემ თუ ზედმეტად თბილი, ზედმეტად წრფელი, და გულუბრყვილო იქნები ─ ზედმეტად გატკენენ გულს.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„არსებობს ერთადერთი, ნამდვილი ღირებულება და ეს ადამიანთა ურთიერთობაა.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

  ციტატის წყარო: “ადამიანთა მიწა” (1939 წ.)

  •  

„ცხოველები ადამიანთან ურთიერთობის შედეგად შინაურდებიან, ადამიანები კი ერთმანეთთან ურთიერთობით ველურდებიან.“

  ჰერაკლიტე ეფესელი


  •  

„ადამიანებთან ურთიერთობა გვაბედნიერებს და გვაუბედურებს კიდეც.“

  ნიკოლაუ ზომბარტი
  •  

„ადამიანთა შორის დამოკიდებულება არითმეტიკით არ იზომება.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)


  •  

„ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა ─ რამდენი ინდივიდიცაა, იმდენია ხასიათი!“

  ანა კალანდაძე
  •  

„ადამიანებთან ურთიერთობა თვითანალიზს წარმოქმნის.“

  ფრანც კაფკა
  •  

„ყოველი ურთიერთობა, რომელსაც თავად არ ვქმნი, რაც ჩემს მეს ეწინააღმდეგება, არაფრად მიღირს, მზღუდავს, ხელ-ფეხს მიბორკავს, მძულს.“

  ფრანც კაფკა

  ციტატის წყარო: “წერილი ფელიჩესადმი” (1916 წ.)

  •  

„შეეცადეთ, იურთიერთოთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ზევით მიჰყავხართ ─ ქვევით ვინც გწევენ, ისედაც ბევრნი არიან.“

  ჯორჯ კლუნი
  •  

„ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარია... ამ ხალხმა არც საუბარი იცის და არც ─ მოსმენა!“

  პაულო კოელიო

  ციტატის წყარო: “ზაჰირი” (2005 წ.)

  •  

„ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის „მართალია“.

  აგათა კრისტი


  •  

„ყველაფერი, რისი მიღწევაც გვინდა, დამოკიდებულია სხვებთან ჩვენს თანამშრომლობაზე და ურთიერთქმედებაზე.“

  დალაი ლამა XIV

  ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის საჭიროება.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„ნებისმიერ ურთიერთობაში ყოფნა და არყოფნა ─ ზრდასრული ადამიანის თავისუფალი არჩევანია [...] ჯანმრთელი ადამიანები ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევენ, ნევროტიკები კი ─ მათთვის საზიანო ურთიერთობებს.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„ცარიელ ადამიანებთან ურთიერთობას, კარგი წიგნის წაკითხვა გერჩივნოთ.“

  მიხეილ ლიტვაკი
  •  

„მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მტრებთან ─ სასარგებლო.“

  მიხეილ ლიტვაკი


  •  

„ვერასოდეს მიხვდები, სინამდვილეში რა ხდება ორ ადამიანს შორის.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ურთიერთობაში ადამიანს უნდა მისცე იმდენი თავისუფლება, რომ მას თვითონ უნდოდეს შენთან ყოფნა.“

  ზურაბ მხეიძე
  •  

„შეუქმენით თქვენს თავს ფუფუნება: არ იურთიერთოთ უსიამოვნო ადამიანებთან.“

  ოშო


  •  

„ჩვენი ურთიერთობების ხარისხი განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.“

  ესტერ პერელი
  •  

„შენ ხარ იმ ხუთი ადამიანის საშუალო არითმეტიკული, რომლებთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებ.“

  ჯიმ რონი


  •  

„ადამიანებთან ურთიერთობას მოაქვს სარგებლობა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი გიყვარს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„საუკეთესო, მეგობრულ და უბრალო ურთიერთობაში პირფერობა ან ქება ისევე აუცილებელია, როგორც საპნის წასმა ურმის თვლისათვის.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ორიდან ერთს ყოველთვის უფრო მეტად უყვარს და ურთიერთობას მართავს ის ვისაც ნაკლებად უყვარს.“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

  ციტატის წყარო: “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა”


  •  

„სასიყვარულო ურთიერთობებში ერთმანეთის „დაზოგვა“ დაუშვებელია ─ ეს მხოლოდ გაუცხოებამდე მიდის; სირთულეები უნდა გადაილახოს.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„არსებობა ურთიერთობებია ─ არც მეტი, არც ნაკლები; გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის ხასიათი და პიროვნება მჟღავნდება, ტყუილია ─ თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)


  •  

„ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკა, რომ ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ


  •  

„ურთიერთობების გაფუჭების ყველაზე კარგი საშუალება მისი გარკვევის დაწყებაა.“

  უინსტონ ჩერჩილი


  •  

„ახალი ურთიერთობების დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია გაერკვეთ ძველ ურთიერთობებში.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ, აუცილებელია გავაუმჯობესოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ─ საკუთარ თავთან ურთიერთობა.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„გიჟთან ურთიერთობისას საუკეთესო გამოსავალი საღად მოაზროვნე ადამიანის როლის თამაშია.“

  ჰერმან ჰესე
  •  

„ადამიანები ბიზნესში წარმატებას აღწევენ თავიანთ საქმიან პარტნიორებთან და იმ ადამიანებთან ურთიერთობების მეშვეობით, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს არ მიეკუთვნებიან.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს, რომ მას საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა აქვს.

  •  

„არ არსებობს ურთიერთობა კამათის და წყენის გარეშე. ძლიერი ადამიანები ჩხუბობენ, ბრაზდებიან, მაგრამ ─ მაინც ერთად რჩებიან... სუსტები კი ─ ეძებენ შემცვლელს.“

  — [[]]
  •  

„ურთიერთობაში, სადაც ერთს უყვარს, მეორეს კი ფეხებზე კიდია, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ერთ დღეს ისინი ადგილებს ცვლიან.“

  — [[]]
  •  

„ურთიერთობები არ ნადგურდება მესამე პირის მიერ ─ მათ ანადგურებს ადამიანი, რომელიც ურთიერთობისას ამ მესამე პირს ართობს.“

  — [[]]
  •  

„ურთიერთობა გემს ჰგავს ─ თუკი მას არ შეუძლია პატარა ქარიშხალს გაუძლოს, მაშინ რა აზრი აქვს ღია ოკეანეში გაცურვას?!“

  — [[]]
  •  

„ურთიერთობის გასაფუჭებლად საკმარისია დაიწყო ურთიერთობის გარკვევა.“

  — [[]]
  •  

„როდესაც ადამიანები ერთად თავს კარგად გრძნობენ, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია მათ ურთიერთობას.“

  — [[]]

ჯანსაღ ურთიერთობას ქმნის ორი ჯანსაღი ადამიანი