შინაარსზე გადასვლა

უფლისწული და მათხოვარი

ვიკიციტატიდან

„უფლისწული და მათხოვარი“ (ინგლ. The Prince and the Pauper) — მარკ ტვენის ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრის რომანი, რომელიც ედუარდ VI-ის ეპოქის ინგლისში სოციალურ უთანასწორობას ასახავს. ნაწარმოები პირველად 1881 წელს გამოქვეყნდა. სიუჟეტის მიხედვით, პრინცი ედუარდ ტიუდორი და მაწანწალა ტომ კენტი შემთხვევის შედეგად როლებს ცვლიან.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ზედ რომ არაფერი გვეცვას, ვერავინ იტყვის, ჩვენ შორის რომელი ხარ შენ და რომელი უელსის უფლისწული. ახლა, როდესაც მე შენსავით მაცვია, ასე მგონია, უფრო უკეთ ვგრძნობ, რაც შენ განიცადე...“

  ედუარდ VI

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი III. ტომისა და უფლისწულის შეხვედრა

  •  

„სავსე კუჭს არავითარი ფასი არა აქვს, როდესაც გონება და გული დამშეულია [...] ცოდნა გულს ალბობს და გულკეთილობას და მოწყალებას კვებავს.“

  ედუარდ VI

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი IV. უფლისწულის გასაჭირი

  •  

„ყური მიგდოს ყველამ! ჩემი შვილი შეშლილია, მაგრამ გაუვლის. ზედმეტმა სწავლამ და სახლში ჯდომამ უყო ეს. მოაშორეთ წიგნებსა და მასწავლებლებს! ყურადღება მიაქციეთ, გაართეთ ნადირობით, გადაავიწყეთ სხვა ყველაფერი და ეცადეთ, კვლავ დაუბრუნდეს ჯანის სიმრთელე!“

  ჰენრი VIII

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი V. ტომი დიდებული გახდა

  •  

„თუ მოგისმინე, შენი ბოროტმოქმედების თანამონაწილე მეც ვხდები.“

  ლორდი ჰერტფორდი

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი VI. ტომს დარიგებას აძლევენ

  •  

„თვით ყველაზე გაუხეშებული ხალხიც კი არ არის მთლად უგრძნობელი. მათაც შეუძლიათ სევდასა და მწუხარებას მიეცნენ აი ასეთ შემთხვევაში, როცა ტალანტი და ხელოვნება ისე იღუპება, რომ ვერავისზე ვერ გადადის.“

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XVII. მეფე ფუ-ფუ პირველი

  •  

„ინგლისში ბოროტმოქმედად ჩაგთვლიან, მშიერი თუ ხარ.“

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XVII. მეფე ფუ-ფუ პირველი

  •  

„ჩვენ შორის საუკეთესოებიც კი ცრუობენ. მაგრამ რად დასჭირდებოდა ამ ტყუილის თქმა? ჭკვიანი ადამიანი ტყუილუბრალოდ არ დახარჯავს სიცრუეს.“

  ჰუგო

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XVIII. უფლისწული მაწანწალებთან

  •  

„შიმშილი სიამაყეს ძლევს.“

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XVIII. უფლისწული მაწანწალებთან

  •  

„ადამიანის ცნობისმოყვარეობას დიდი ძალა აქვს.“

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XVIII. უფლისწული მაწანწალებთან

  •  

„სირცხვილი იქნებოდა, რომ მე, თვითონ უმწეოს, სხვა უმწეოსათვის მევნო.“

  ედუარდ VI

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XIX. მეფე გლეხებთან

  •  

„ყველას გვარგებს ზოგჯერ ქედმაღლობის უკუგდება.“

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XIX. მეფე გლეხებთან

  •  

„თუ თვით კანონების დამწესებელი წინ აღუდგება მას, სხვას როგორღა უნდა მოსთხოვოს კანონის პატივისცემა?“

  მაილს ჰენდონი

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XXIII. მეფე ტუსაღია

  •  

„რაც ღმერთს სურს, ის მოხდება, შენ ამას ვერც დააჩქარებ და ვერც შეცვლი.“

  მაილს ჰენდონი

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XXIII. მეფე ტუსაღია

  •  

„ედითს ვუყვარდი, ადამიანს კი ვინც უყვარს, იმას ვერ უღალატებს.“

  მაილს ჰენდონი

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XXVI. არ სცნეს

  •  

„შეშლილებს ალბათ ვერ დაარწმუნებ, რომ ცდებიან, მაგრამ შეიძლება შთააგონო, რომ საშიშროება აიცილონ თავიდან.“

  ლედი ედითი

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XXVI. არ სცნეს

  •  

„მეფეებმა ხანდახან თვითონვე უნდა გამოსცადონ კანონების სიმძიმე.“

  ედუარდ VI

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XXVII. საპყრობილეში

  •  

„მან მე სიკვდილს გადამარჩინა, მაგრამ ეს ცოტაა... არაფერია! ოჰ, არაფერზე ნაკლებიცაა ამ გმირობასთან შედარებით. მან თავისი მეფე სირცხვილისაგან იხსნა!“

  ედუარდ VI

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XXVIII. მსხვერპლი

  •  

„ერთგულების გამომხატველი ყვირილი მისთვის უფრო ტკბილი მუსიკა იყო, ვიდრე ყოველგვარი პოეზია, როგორიც უნდა ყოფილიყო მისი ღირსება.“

  ციტატის წყარო: “უფლისწული და მათხოვარი”. თავი XXXI. მეფედ კურთხევის პროცესია