ფილიპ კ. დიკი

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
Philip k dick drawing.jpg

ფილიპ კინდრედ დიკი (დ. 16 მარტი, 1928 - გ. 2 მარტი, 1982) - ცნობილი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მის ნაშრომებში ხშირად ვხვდებით ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მონოპოლისტ კორპორაციებს, ალტერნატიულ სამყაროებს, ავტორიტარულ მთავრობებს და ცნობიერების სახეცვლილ მდგომარეობას. მის ნაშრომებში ასახული იყო ავტორის დაინტერესება მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემებით. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

შემოქმედება[რედაქტირება]

"კაცი მაღალ კოშკში" (1962) - ალტერნატიული ისტორია, სადაც მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეებმა წააგეს. დედამიწას ნაცისტური გერმანია და იმპერიალისტური იაპონია მართავს. ეს ფილიპ დიკის ერთადერთი რომანია, რომელსაც ჰუგოს ჯილდო აქვს. 2015 წელს რომანის მიხედვით „ამაზონ პრაიმმა“ სატელევიზიო შოუ შექმნა.

"პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა" (1965) - ფილიპ დიკის პირველი რომანი, რომელსაც გამოკვეთილი რელიგიური თემატიკა აქვს. რომანის მოქმედება 21 საუკუნეში ვითარდება, სადაც გაეროს წინამძღოლობით კაცობრიობამ მზის სისტემის კოლონიზირება მოახდინა. კოლონიებში ცხოვრება რთულია, კოლონისტთა უმეტესობა დედამიწას საკუთარი ნებით არ ტოვებს. მათთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად იქმნება სპეციალური ნარკოტიკი, რომელიც მიმღებს დედამიწაზე, იდეალისტური ცხოვრების ჰალუცინაციას რამდენიმე წუთით უქმნის.

"ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?" (1968) რომანი ანდროიდებზე მონადირის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები მომაკვდავ დედამიწაზე ვითარდება, სადაც თითქმის ყველა ცხოვრელი ამოწყდა, რამდენიმე დარჩენილი კი მდიდრებისთვის სტატუსის მაჩვენებლად იქცა. დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობას სხვა პლანეტებზე გადასახლების საშუალებაც არ აქვთ. ფილიპ დიკის ამ რომანის მიხედვით რიდლკი სკოტმა საკულტო სამეცნიერო ფატნასტიკა „სამართებელზე მორბენალი“ (1982) გადაიღო.