შინაარსზე გადასვლა

ფიქრი

ვიკიციტატიდან
  •  

„შენი ცხოვრება შენს ფიქრებს ემსგავსება.“

  ოქტავიანე ავგუსტუსი
  •  

„ადამიანს ფრთები იმიტომ არ აქვს, რომ ფიქრით ბევრად შორს შეუძლია გაფრენა!“

  სოფო არდია

  ციტატის წყარო: “გროსმაისტერი” (2017 წ.)

  •  

„მარტოობა გაიძულებს, დაფიქრდე. ის გაძლევს ბევრ დროს ამისათვის. რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო ჭკვიანი და ამავე დროს სევდიანი ხდები.“

  ფრედერიკ ბეგბედერი
  •  

„ფიქრებს, როგორც ადამიანებს, აქვთ თავიანთი სიჭაბუკის ხანა.“

  ფრენსის ბეკონი
  •  

„ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ რჩება.“

  ჟან დე ლა ბრუიერი
  •  

„მე არ ვარ ის, რასაც ფიქრობ, რომ მე ვარ; შენ ხარ ის, რასაც ფიქრობ, რომ მე ვარ.“

  ბუდა
  •  

„ადამიანი საკუთარი ფიქრების შედეგია ─ რაზეც ფიქრობს, იმად იქცევა.“

  მაჰათმა განდი
  •  

„სწორედ ფიქრებში იწყება კაცის დაცემა...“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„სამყაროზე ფიქრი ადამიანს სჭირდება მხოლოდ საკუთარი ადგილის და ბედის განსაზღვრისათვის ამ სამყაროში.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ფიქრი მოდის მაშინ, როდესაც მას უნდა, და არა მაშინ, როდესაც თქვენ გინდათ.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)


  •  

„საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა ძალიან სახიფათოა, მაგრამ ძალიან სასარგებლო.“

  ჯონი დეპი
  •  

„თუ ადამიანი არ ფიქრობს ისევე, როგორც მე, ეს მე არ მავნებს; პირიქით, მამდიდრებს. ჩვენი ერთობა გვქმნის ერთ ადამიანად, რომელიც სხვა ინდივიდზე მეტია.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„მოიქეცით გენერალ ეიზენჰაუერის მსგავსად: არასოდეს არც ერთი წუთი არ იფიქროთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებზე.“

  დეილ კარნეგი
  •  

„რა გაქვთ, ვინ ხართ, სად ხართ და რას აკეთებთ ─ ეს კი არ განაპირობებს თქვენს ბედნიერებას ან უბედურებას, არამედ ის, თუ რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფრის შესახებ.“

  დეილ კარნეგი
  •  

„ფიქრი ადამიანის წინასწარ დათქმული გზაა და ბედისწერა... ფიქრით ყოველთვის რაღაც იწყება და არ თავდება...“

  ყარამან კიკვიძე
  •  

„თუ ფიქრობ ისე, როგორც გუშინ, ხვალ გექნება ის, რაც გაქვს დღეს.“

  რობერტ კიოსაკი
  •  

„არა მხოლოდ უნდა თქვა, რასაც ფიქრობ, არამედ უნდა იფიქრო, ის რასაც ამბობ.“

  პაულო კოელიო
  •  

„მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები.“

  კონფუცი


  •  

„თუკი მართლაც კარგი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, რაში გჭირდებათ ყველა თქვენნაირად ფიქრობდეს?!“

  მიხეილ ლიტვაკი
  •  

„არ არსებობს კაცური და ქალური ლოგიკა ─ არსებობს სწორად ფიქრის და არასწორად ფიქრის უნარი.“

  მიხეილ ლიტვაკი
  •  

„ფიქრის პროცესი ყოველთვის გულისხმობს რაღაც ერთის არჩევას და რაღაც სხვაზე უარის თქმას.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„თუ ვინმე მუდმივად ფიქრობს უსიამოვნებებზე და წარუმატებლობებზე, ის ცხოვრებაში შეხვდება უსიამოვნებებს და მწუხარებას [...] ქვეცნობიერება ჭკუას გასწავლით იმის შესაბამისად, რის შესახებაც ფიქრს მიეჩვიეთ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„თუ ვისწავლით ჩვენი ფიქრების შინაარსის მართვას, ვისწავლით საკუთარი ემოციების მართვასაც.“

  ზურაბ მხეიძე
  •  

„მე ვცხოვრობ, მე ვფიქრობ: მე ისევ ვცხოვრობ, როგორც ჩანს, ფიქრი კვლავ მომიწევს.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ჩვენი ფიქრები ჩვენივე გრძნობების სარკეა.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ფიქრები თუ ენას ამახინჯებს, ენასაც შეუძლია ფიქრების დამახინჯება.“

  ჯორჯ ორუელი
  •  

„ფიქრები ─ ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების; თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.“

  ოშო


  •  

„ფიქრები ყვავილებივითაა: დილით მოკრეფილი უფრო დიდხანს ცოცხლობს.“

  ანდრე ჟიდი
  •  

„პირველი ადამიანი, რომელზეც შენ ფიქრობ გაღვიძებისას და უკანასკნელი ადამიანი, რომელზეც შენ ფიქრობ დაძინებისას ─ აუცილებლად ან უზომო სიყვარულის, ან აუტანელი გულისტკივილის მიზეზია.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„რასაც ფიქრობ, ის ხდები.“

  სოკრატე
  •  

„საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საკუთარი გონებით იფიქრე.“

  სოკრატე
  •  

„თუ ცარიელი თავი გაქვს, არავითარი მძიმე ფიქრი არ გაწუხებს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„დაიმახსოვრე: შენ არ ხარ შენი ფიქრები. მათ შეგიძლია უყურო.“

  ალან უოთსი
  •  

„როცა შეცვლი შენს ფიქრებს, შენ შეცვლი მთელ სამყაროსაც.“

  ნორმან ფიელი
  •  

„რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, არასდროს იფიქრებდით ნეგატიურად.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება ─ მოვლენათა მიზეზების ძიებაა.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„ადამიანი იმით ფასდება, აზრს ვინ ატარებს რამდენად ფრთიანსა.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„მიმიფურთხებია, რას ფიქრობთ ჩემზე ─ მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ!“

  კოკო შანელი
  •  

„მარტო საკუთარ თავზე ფიქრი გზას ვერ გაპოვნინებს!“

  ნუგზარ შატაიძე

  ციტატის წყარო: “ტყეში”

  •  

„მიეცი შენი ფიქრები ენას.“

  უილიამ შექსპირი


  •  

მე ისევ ჩემი ფიქრის ქოხში ვარ,
ჩემივე ფიქრის ბუხართან ვთბები.

  თამაზ ჭილაძე
  •  

„ჯერ არ არსებობს ტვინის რენტგენი და ვერ გაიგებ, რას ფიქრობს კაცი, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ვერასოდეს შეათავსებს ბოროტს და კეთილს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”

  •  

„და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს, ყველა ტკივილის ატანას აჩვევ.“

  ოთარ ჭილაძე
  •  

„ფიქრი არის ადამიანის ყველაზე ადამიანური თვისება და რაც უფრო ღრმაა იგი, მით უფრო საინტერესოა ადამიანი.“

  ოთარ ჭილაძე
  •  

გესმის? გამოჩნდი! მე იმდენს ვფიქრობ,
რომ შემიძლია შეგეხო კიდეც...

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “დევებით სავსე ქუდი”

  •  

სიტყვიდან სიტყვამდე ფიქრია საჭირო,
რომ გული არასდროს არავის ატკინო...

  ნიკა ჯაფიაშვილი
  •  

„ფიქრის ძალა არის ყველაზე საშიში ან ყველაზე სასარგებლო ძალა იმის მიხედვით, თუ როგორ არის ის გამოყენებული.“

  ნაპოლეონ ჰილი
  •  

რა შემზარავი სცოდნია ფიქრი, ─
ხალხს ვინც ჰგონიხარ, ─
როს არ ხარ იგი.

  — [[]]

  ციტატის წყარო: (1965 წ.)

  •  

„ზედმეტად ბევრი აზრი ჩაძირავს ნავს.“

  ბერძნული ანდაზა
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ფიქრი&oldid=50289“-დან