შინაარსზე გადასვლა

ფრენსის ფუკუიამა

ვიკიციტატიდან
ფრენსის ფუკუიამა 2015 წელი

იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა (ინგლ. Yoshihiro Francis Fukuyama; დ. 27 ოქტომბერი, 1952, ჩიკაგო) — იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტეკონომისტი და მწერალი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

კაპიტალიზმი ყველაზე უკეთ მობილურ და თანასწორ საზოგადოებაში ყვავის.

  ციტატის წყარო: ფრენსის ფუკუიამას ციტატები

  •  

ეკონომიკური კეთილდღეობის სურვილი თავისთავად კულტურულად არ არის განსაზღვრული, არამედ თითქმის უნივერსალურად გაზიარებულია.

  ციტატის წყარო: ფრენსის ფუკუიამას 15 საუკეთესო ციტატა

  •  

საკუთარი თავის ჭეშმარიტად დაფასება ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს სირცხვილის ან თვითზიზღის განცდა, როდესაც გარკვეულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

  ციტატის წყარო: ფრენსის ფუკუიამას 15 საუკეთესო ციტატა

  •  

ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ ინდივიდები ორგანიზაციებში, რომლებიც მოითხოვენ სოციალური თანამშრომლობის მაღალ ხარისხს.

  ციტატის წყარო: ფრენსის ფუკუიამას 15 საუკეთესო ციტატა